ახალი სასწავლო წელი ახლოვდება და ყველას სურს, შეხვდეს მას სრულად შეიარაღებული. ბლოგში ვისაუბრებთ iPad–ის მთავარ უპირატესობებზე და თუ რატომ არის iPad საუკეთესო დამხმარე მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლების.
ეკრანი
დიდი რაოდენობით საგანმანათლებლო მასალის შესწავლა საკმაოდ მკვეთრ ზეგავლენას ახდენს მხედველობაზე. თვალის დაძაბულობის შესამცირებლად, Apple-მა ახალი iPad აღჭურვა True Tone ტექნოლოგიით. ის ავტომატურად არეგულირებს გამოსახულებას და არგებს მას თქვენს გარშემო არსებულ განათების პირობებს. ეს ყველაფერი საოცრად ამცირებს თვალის დაზიანების რისკებს და კომფორტულს ხდის iPad-ით სარგებლობას.
ასევე უნდა აღინიშნოს “Dark Mode”, რომელიც დაგეხმარებათ სამუშაოსა თუ სწავლაზე მაქსიმალურად კონცენტრირებაში. ფუნქციის დახმარებით გამოსახულება გახდება ნაკლებად კონტრასტული, ხელსაწყოთა პანელი დაიმალება ჩრდილში და თქვენს თვალწინ დარჩება მხოლოდ სწავლისთვის აუცილებელი ინფორმაცია.
iPad აღჭურვილია Retina ეკრანით, რომელსაც აქვს LED განათება და სარგებლობს IPS ტექნოლოგიით. ეს უკანასკნელი გამოიმუშავებს საოცრად მაღალი ხარისხის ფერებს, რაც იდეალურია როგორც ფილმების საყურებლად, ისე ფოტოების დათვალიერებისას. ელექტრონული დოკუმენტის ტექსტი ისე ნათლად გამოიყურება, როგორც დაბეჭდილი, ხოლო სურათები ისეთივე მდიდარი და რეალისტურია, როგორც რეალურ ცხოვრებაში!
ზომა და გაბარიტები
iPad არა მხოლოდ ზრუნავს თქვენს მხედველობაზე, არამედ შესამჩნევად ამცირებს დატვირთვას თქვენს ზურგზე. სრული სასწავლო მასალა მარტივად ინახება ერთ საკმაოდ მცირე ზომის მოწყობილობაში. პლანშეტი მნიშვნელოვნად ნაკლებ ადგილს დაიკავებს ზურგჩანთაში, ვიდრე ათობით რვეული და წიგნი. სხვათა შორის, iPad–ის წონა დაახლოებით იგივეა, რაც წიგნის საშუალო ზომის წიგნის – დაახლოებით 500 გრამი.
დამტენიც საკმაოდ მცირე ზომისაა და მსუბუქია, მთელი ნაკრები მოთავსდება პატარა ჩანთაში, რომლის ტარებაც საოცრად მოსახერხებელია. ისწავლეთ სახლში, უნივერსიტეტში, გზაში, კაფეში და ა.შ. – ამისათვის გჭირდებათ მხოლოდ iPad.
კიდევ უფრო მეტი პროდუქტიულობისთვის ასევე შეგიძლიათ, შეიძინოთ Apple Pencil და Magic Keyboard, რაც თქვენს პლანშეტს მულტი–ფუნქციურ ლეპტოპად გადააქცევს. ამასთან ერთად, ამ აქსესუარებით ასევე შეძლებთ ჩანაწერების პირდაპირ პლანშეტის ეკრანზე გაკეთებას, ხოლო ლექციის კონსპექტირება კლავიატურის დახმარებით კიდევ უფრო სწრაფი გახდება.
ელემენტი და ავტონომიურობა
iPad–ის ავტონომიურობა დამოკიდებულია მოწყობილობის ენერგიის მოხმარებაზე. რა თქმა უნდა, აუდიტორიასა თუ საკლასო ოთახში ყოველთვის მოიძებნება თავისუფალი დენის წყარო, თუმცა სწორედ აქ განსხვავდება iPad–ის ავტონომიურობა სხვა პლანშეტებისაგან. საშუალოდ, Apple პლანშეტებს შეუძლიათ ერთი სრული მუხტით და მძიმე დათვირთვით 10 საათამდე სამუშაო დროის უზრუნველყოფა.
წარმადობა და სიმძლავრე
მოწყობილობის არჩევისას ძალიან მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ მის პროცესორს. მაგალითად, iPad 10.2-მა მიიღო Apple A12 Bionic პროცესორი. ეს არის ჩიპსეტი, რომელიც გავლენას ახდენს ტაბლეტის სიმძლავრეზე, სიჩქარესა და ეფექტურობაზე.
თანამედროვე პროცესორი საშუალებას მოგცემთ, მარტივად გაუმკლავდეთ ნებისმიერი სირთულის დავალებას. ჩანახატის შექმნა, ჩანაწერების გაკეთება, ტექსტის რედაქტირება, ლექციების ჩაწერა, თანაკლასელების კონსპექტებზე ფოტოს გადაღება, დოკუმენტების სკანირება, წიგნების ჩამოტვირთვა, ინტერნეტთან დაკავშირება და ათობით გიგაბაიტი ინფორმაციის შენახვა ერთ კომპაქტურ მოწყობილობაში, რომლის გადატანა ნებისმიერ მოწყობილობაზეა შესაძლებელი.
უფრო მეტიც, თუ გჭირდებათ პაუზა და განტვირთვა მოწყობილობას გამოიყენებთ როგორც პორტატულ ტელევიზორად, ისე სათამაშო კონსოლად.
პროგრამები
iPad–ის კიდევ ერთი უპირატესობა ხელმისაწვდომი პროგრამების სიმრავლეა. თქვენ არ გჭირდებათ რაიმეს დამატებით გადმოტვირთვა. iPad-ში გათვალისწინებულია საოფისე პროგრამები, რომლებიც ასევე ავტომატურად და უფასოდ ახლდება. ამავდროულად, შეგიძლიათ გადახვიდეთ ციფრული აპლიკაციის მაღაზიაში და ჩამოტვირთოთ უფასოდ ან შეიძინოთ დამატებითი აპლიკაციები.
მაგალითად, iSchool აპლიკაცია დაგეხმარებათ დროის მენეჯმენტში და თქვენს სასწავლო პროგრესზე თვალყურის დევნებაში. ორგანაიზერში შეგიძლიათ, შექმნათ გრაფიკი, გააკეთოთ ჩანაწერები, ჩამოტვირთოთ სახელმძღვანელოები და დაურთოთ ისინი გაკვეთილებს. შენიშვნებს შეგიძლიათ დაამატოთ არა მხოლოდ ტექსტი, არამედ აუდიო ჩანაწერებიც.
თუ დისტანციურად სწავლობთ, ჩვენ გირჩევთ გაეცნოთ Zoom–ს. აპლიკაციის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ მოაწყოთ ონლაინ გაკვეთილები და დააკავშიროთ 100-მდე მონაწილე. ამ პროცესში თქვენ შეგიძლიათ გაცვალოთ არა მხოლოდ ტექსტური შეტყობინებები და ბმულები, არამედ უფრო “მძიმე” ფაილებიც კი.
მულტიმედია ჩანიშვნებისთვის კი შესანიშნავი აპლიკაციაა Notability. თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ iPad–ის სენსორული კლავიატურა ან შეიძინოთ Magic Keyboard ტექსტზე სამუშაოდ, ასევე Apple Pencil ჩანახატების შესაქმნელად. აპლიკაციაში ასევე შეიძლება სურათების, დასკანერებული დოკუმენტების, GIF და ხმოვანი ნიშნულების დამატებაც კი.
ტექსტური ჩანაწერებისა და ილუსტრაციების შექმნა ასევე შეიძლება Pages აპლიკაციაში, ხოლო ცხრილების შექმნა Numbers-ში.
თქვენი იდეების ჩამოყალიბების მთავარი თანამშემწე იქნება აპლიკაცია Keynote. მას აქვს მოსახერხებელი და ინტუიციური ინტერფეისი, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მარტივად შეიმუშაოთ თქვენი სლაიდები და შეავსოთ საინტერესო ეფექტებით.
თუ გიტაცებთ ვიდეო გადაღება და გსურთ ფილმების შექმნა გაეცანით აპლიკაციას iMovie. უცხო ენების შესწავლაში დაგეხმარებათ DuoLingo, ხოლო რთული მათემატიკური ამოცანების გადაჭრაში – PhotoMath.
პრომო ფასები
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგებისთვის, ასევე აბიტურიენტების, სტუდენტებისთვის და მათი მშობლებისთვის 16 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, iSpace–ში მოქმედებს აქცია iPad–ზე:
iPad 10.2 Wi-Fi 32 GB 1389 ლარის ნაცვლად 1299 ლარად.
iPad Air 4 64 GB 2529 ლარის ნაცვლად 2299 ლარად.
iPad აქსესუარები
Apple AirPods | AirPods Pro |
769₾ | 969₾ |
ჩვენ გელოდებით!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.