შეარჩიე სწორი ხელსაწყო!

სანამ მობილური ფოტოგრაფიის სიღრმეებში ვიმოგზაურებთ, მოგვიწევს სწორად შევარჩიოთ შესაბამისი ხელსაწყო.

აიფონის 16 წლიან ისტორია კამერის განვითარების უწყვეტ პროცესზე გვიყვება.

First Iphone:

Wide Camera Resolution – 2 Mpix
Wide Camera Focal Length – 37 mm
Wide Camera Aperture – ƒ/2.8
Wide Camera Photo Resolution – 1600 x 1200

Iphone 14 Pro Max:

Wide Camera Resolution – 48 Mpix
Wide Camera Focal Length – 24 mm
Wide Camera Aperture – ƒ/1.78
Wide Camera Photo Resolution – 8064 x 6048
Telephoto Camera Resolution – 12 Mpix
Telephoto Camera Focal Length – 48 mm
Telephoto Camera Aperture – ƒ/2.8
Telephoto Camera Photo Resolution – 4032 x 3024
Ultra-Wide Camera Resolution – 12 Mpix
Ultra-Wide Camera Focal Length – 13 mm
Ultra-Wide Camera Aperture – ƒ/2.2
Ultra-Wide Camera Photo Resolution – 4032 x 3024
Front Camera Resolution – 12 Mpix
Front Camera Aperture – ƒ/1.9
LiDAR Scanner – Yes

რატომ აიფონი?

  1. ფოტოს ხარისხი: მაღალი რეზოლუცია, მკვეთრი დეტალები, ზუსტი ფერები, დინამიური დიაპანოზი.
  2. პროგნოზირებადობა: ხელსაწყოს როგორც ტექნიკური, ისე პროგრამული ნაწილი თანხვედრაშია, რაც მომხმარებლის მოლოდინებს ამართლებს.
  3. სინათლის მიმართ მგრძნობელობა: დაბალი განათების პირობებშიც კი, აიფონი მკაფიო და ხარისხიან ფოტოგამოსახულებას იძლევა.
  4. Smart HDR: აიფონი იყენებს Smart HDR ტექნოლოგიას მრავალჯერადი ექსპოზიციის დასაფიქსირებლად და აერთიანებს მათ ფოტოების დინამიკის გასაუმჯობესებლად, უნარჩუნებს დეტალებს როგორც მაღალი, ისე დაბალი განათების პირობებში.
  5. ვიდეოს შესაძლებლობები: აიფონი მაღალი ხარისხით ვიდეოს გადაღების შესაძლებლობას იძლევა, ისეთი ფუნქციებით, როგორიცაა გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია, 4K ჩაწერა და ვიდეო რედაქტირების გაფართოებული პარამეტრები.
  6. პროგრამული უზრუნველყოფის ოპტიმიზაცია: კამერის აპლიკაციაში ჩაშენებული ფილტრები და ასევე, ტელეფონში არსებული დამუშავების მრავალფეროვანი ხელსაწყოები, საშუალებას გვაძლევს თავი დავაღწიოთ სხვადასხვა აპლიკაციებს ფოტოს დასამუშავებლად ( მე პირადად, მოგვიანებით, მხოლოდ რამდენიმეს გირჩევთ). ეს გვეხმარება როგორც ფოტოს ხარისხის შენარჩუნებაში, ასევე ტელეფონის მეხსიერების დაზოგვაში.

რადგან უკვე ვიცით, რომელი კამერა გამოვიყენოთ გადასაღებად, შეგვიძლია დავწყოთ მოგზაურობა მობილური ფოტოგრაფიის სამყაროში.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *