Apple მომხმარებლებს სატელეფონო ზარერბის მიღება ახლა უკვე Mac, iPad და iPod touch–ზეც შეუძლიათ.
ფუნქციის გააქტიურებამდე გაითვალისწინეთ შემდეგი ფაქტორები:
1. თითოეულ მოწყობილობას უნდა ჰქონდეს ჩართული Wi-Fi;
2. თითოეული მოწყობილობა დაკავშირებულია ერთსა და იმავე Wi-Fi ქსელთან;
3. თითოეული მოწყობილობა ავტორიზებულია iCloud-ში ერთი და იგივე Apple ID-ით;
4. თითოეული მოწყობილობა ავტორიზებულია FaceTime-ში ერთი და იგივე Apple ID-ით.
თუ ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილებულია, მაშინ შეგიძლიათ მიჰყვეთ ქვემოთ მოცემულ ნაბიჯებს და მიიღოთ ზარები თქვენს Mac-ზე, iPad-ზე ან iPod Touch-ზე.
როგორ მივიღოთ ზარები სხვადასხვა მოწყობილობაზე?
1. თქვენს iPhone-ზე გახსენით Settings;
2. აირჩიეთ Phone;
3. გახსენით Calls on Other Devices;
4. გააქტიურეთ Allow Calls on Other Devices;
5. გააქტიურეთ მოწყობილობები, რომლებზეც გსურთ ზარების მიღება.
როგორ მივიღოთ ზარები iPad და iPod Touch–ზე?
1. გახსენით Settings;
2. აირჩიეთ FaceTime;
3. გახსენით და გააქტიურეთ Calls rom iPhone.
როგორ მივიღოთ ზარები Mac-ზე?
1. გახსენით FaceTime აპლიკაცია;
2. Mac-ის ზედა მენიუ ზოლში აირჩიეთ FaceTime;
3. შეეხეთ ღილაკს Preferences;
4. მონიშნეთ Calls from iPhone.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.