Apple Arcade სერვისი 200-ზე მეტ თამაშს გვთავაზობს, თანაც ეს ყველაფერი მოსაბეზრებელი რეკლამებისა და შიდა–შესყიდვების გარეშეა ხელმისაწვდომი. დღევანდელ ნაკრებში შემოგთავაზებთ 2022 წლის მაისის 5 ყველაზე პოპულარულ Apple Arcade თამაშს.

Sneaky Sasquatch

Sneaky Sasquatch

მოქმედი პერსონაჟი არის სასქვაჩი, რომელიც პატარა ქალაქთან/ბანაკთან ახლოს იმალება. შეიპარეთ ქალაქში, გადაიცვით ადამიანის ფორმა, ჩააბარეთ მართვის მოწმობის გამოცდა, აიყვანეთ ძაღლი, იმუშავეთ დაცვის თანამშრომლად, მოძებნეთ მეკობრეების საგანძური და ა.შ. მოკლედ ისასქვაჩეთ.

თამაში ნამდვილი ჰიტია როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებში. ინტერფეისი საოცრად მარტივია, რაც თამაშში ჩართვას ერთ დიდ სიამოვნებად აქცევს.

Fantassian

Fantassian

ეს არის კლასიკური JRPG(Japanese Role-Play Game), რომელიც გვთავაზობს საოცარ ლეველ დიზაინს, ატმოსფეროს, ხმას და მუსიკას. თამაშით განსაკუთრებით Final Fantasy-ს ფანები ისიამოვნებენ.

პერსონაჟის გაზრდა, მისიების შესრულება და ლეოს დაკარგული მეხსიერების საიდუმლოს გახსნას დაახლოებით 60+ საათი სათამაშო დრო სჭირდება.

თამაში შექმნილია ინდუსტრიის ლეგენდის “Final Fantasy”-ის შემქმნელის ჰირონობუ საკაგუჩის მიერ.

Alto’s Odyssey — Remastered

Alto’s Odyssey — Remastered

ეს არის ერთ ღილაკიანი სენდბორდ თამაში, უსასრულო მოძრაობის კომპონენტით. პერსონაჟის სახელია ალტო, რომელიც მოგზაურობს უდაბნოში, კანიონებსა და ტაძრებში.

თამაში იდეალურია მომენტებისათვის, როდესაც გჭირდებად განტვირთვა და ყურადღების გადატანა. უბრალოდ ჩართეთ თამაში, ისრიალეთ უდაბნოში და დატკბით გარემოს საოცარი დიზაინით.

Angry Birds Reloaded

Angry Birds Reloaded

AngryBirds იყო ერთ-ერთი პირველი თამაშია, რომელმაც მობილური თამაშების ევოლუციაში უდიდესი წვლილი შეიტანა. Angry Birds Reloaded კი ამ კლასიკური თამაშის კიდევ ერთი სახალისო ვერსიაა.

ერთი შეხებით თამაშის მექანიკა საოცრად მარტივია, რაც ამ სერიის 10 წლიან პოპულარობაზეც მეტყველებს.

თამაშში ასევე შესაძლებელია სხვადასხვა პროფილის შექმნა. რაც ნიშნავს, რომ სმარტფონის გაზიარება თქვენს შედეგებს და რეკორდებს არ დააზიანებს.

Gear.Club Stradale

Gear.Club Stradale

ეს არის ერთ–ერთი ყველაზე დახვეწილი სარბოლო სიმულატორი მობილურისათვის. თამაში გამოირჩევა საოცარი გრაფიკით და დამუშავებული ფიზიკის მქონე ძრავით. სამწუხაროდ, ხარისხიანი რბოლის სიმულატორები არც თუ ისე ხშირად გვხვდება iOS–ზე, თუმცა Gear.Club ნამდვილად გამონაკლისია.

სხვა “Gear.Club” თამაშების მსგავსად, თქვენ შეუერთდებით კლუბს, რომელიც შედგება სხვა რეალური მოთამაშეებისგან. კლუბის წევრები კოლექტიურად აუმჯობესებენ კლუბის პროგრესს და სტატუსს.

მიიღეთ მონაწილეობა რბოლებში, გახსენით ახალი მანქანები და მოიპოვეთ რეპუტაცია ღონისძიებებში მონაწილეობით.

Gear.Club: Stradale ერთადერთი სარბოლო სიმულატორია Apple Arcade-ზე, რომელიც დიდი სერიოზულობით უდგება მართვის მექანიკას. ასეთი თამაში ნამდვილად სიახლეა სარბოლო სიმულატორებში, რადგან აქ არ გვხვდება მოსაბეზრებელი ტაიმერები, დროის შეზღუდვები და აპს–შიდა შესყიდვების მოთხოვნები.

არჩევანი ნამდვილად დიდია

Apple-მა მომხმარებლებისათვის კიდევ უფრო გაამარტივა და ხელმისაწვდომი გახადა Apple Arcade-ის გამოწერა. სერვისი სულ რაღაც $4,99 ჯდება. ყველა Apple Arcade თამაში უფასო და რეგულარულად განახლებადია. უფრო მეტიც, თამაშებში არ არის რეკლამები და აპს-შიდა შესყიდვები.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *