მთელი მსოფლიოს მასშტაბით, კომპანიები აქტიურად იყენებენ Apple კომპიუტერებს კორპორატიულ სივრცეში. Apple მოწყობილობების ინტეგრაცია საოცრად მარტივია და უფრო მეტიც ისინი უფრო ხანგრძლივად და სტაბილურად მუშაობენ. Apple ტექნოლოგიის უპირატესობების ჩამოთვლა ძალიან დიდ დროს წაგვართმევს. სწორედ ამიტომ, დღევანდელი ბლოგის მთავარი თემა Apple Business Manager სერვისი იქნება.

რა არის Apple Business Manager?

ეს არის კომპანიის მოსახერხებელი და უფასო სივრცე Apple ეკოსისტემაში. მობილური მოწყობილობების მენეჯმენტთან (MDM) კომბინაციაში, ABM (Apple Business Manager) მაქსიმალურად ზრდის Mac, iPhone და iPad-ის პოტენციალს კორპორატიულ გარემოში. სისტემის დახმარებით ასევე გაიმარტივებთ მოწყობილობების ინტეგრაციას და მათ დისტანციურად მართვას.

ABM-ს ფუნდამენტური მახასიათებელია ის, რომ Mac-ის მფლობელები არიან არა თანამშრომლები, არამედ კომპანია. ეს ნიშნავს, რომ ABM-ში რეგისტრირებული თითოეული მოწყობილობა შეესაბამება იურიდიული პირის კორპორატიულ პოლიტიკას და მუდმივად მის კონტროლის ქვეშაა. მაშინაც კი, თუ ერთ-ერთმა მომხმარებელმა დაბლოკა მოწყობილობა, თქვენი IT ადმინისტრატორი ადვილად დაიბრუნებს წვდომას.

ვის სჭირდება Apple Business Manager და რისთვის?

მიუხედავად იმისა, გაქვთ 10 მოწყობილობა თუ 10,000, Apple Business Manager შესაფერისია ნებისმიერი ტიპის ბიზნესისთვის და შეუფერხებლად ერგება თქვენს არსებულ ინფრასტრუქტურას.

თუ თქვენი ბიზნესი იყენებს მრავალ კომპიუტერს, IT-ს მეტი დრო სჭირდება მათ სრულად გასამართად. დააინსტალირეთ აპლიკაციები, პროგრამები და განახლებები Apple Business Manager-ის გამოყენებით და დაზოგეთ IT დეპარტამენტის დრო და რესურსები.

თქვენს ადმინისტრატორს შეუძლია დისტანციურად დაარეგისტრიროს ახალი მოწყობილობები, ჩამოტვირთოს კორპორატიული პროგრამები და წესები და დააკონფიგურიროს დაყენების პროცესი ნებისმიერი ჯგუფისთვის. სურვილისამებრ, შეგიძლიათ საკუთარი უსაფრთხოების პოლიტიკაც კი დანერგოთ (დაშიფვრა, რთული პაროლის საჭიროება და სხვა). ამავდროულად, კომპიუტერებთან ფიზიკური ურთიერთქმედება აუცილებელი არ არის – შეგიძლიათ ამოიღოთ ისინი ყუთიდან და დაუყოვნებლივ დაურიგოთ თანამშრომლებს.

Mac-ის პირველი ჩართვის შემდეგ, მომხმარებელს მოუწევს Wi-Fi-თან დაკავშირება და სისტემის ენის არჩევა. ეს მარტივი ნაბიჯებია თუნდაც გამოუცდელი მომხმარებლისთვის. ქსელთან დაკავშირებიდან 10-15 წუთის შემდეგ კომპიუტერზე დაინსტალირდება საჭირო მონაცემები და Mac მზად იქნება გამოსაყენებლად.

Apple Business Manager-ის ძირითადი მახასიათებლები

  • ავტომატური ინტეგრაცია – სწრაფად დააინტეგრირეთ Mac-ების დიდი რაოდენობა და დარეგისტრირეთ MDM-ში დისტანციურად. თქვენ არ გჭირდებათ თითოეულ მოწყობილობასთან ცალკეულად მუშაობა.
  • გამარტივებული ინსტალაცია – სასურველი კონფიგურაცია დაინსტალირდება თანამშრომლების Mac-ებზე, პირველი ჩართვისას.
  • კონტროლი და უსაფრთხოება ABM-ის გაფართოებული მართვის ხელსაწყოები იძლევა დამატებით კონტროლს.

თქვენი კომპანიის Mac-ის დაკარგვის შემთხვევაში, თქვენს კორპორატიულ მონაცემებს არაფერი ემუქრება. IT დეპარტამენტი შეძლებს კომპიუტერის დისტანციურად დაბლოკვას და კონფიდენციალური ინფორმაციის წაშლას.

  • აპლიკაციების, ლიცენზიების და წიგნების ერთიანად შეძენა (VPP – Volume Purchase Programm) – ABM-ის დახმარებით კომპანიებს შეუძლიათ Mac პროგრამების შეძენა და დისტანციური ინტეგრაცია უამრავ მოწყობილობაზე. აპლიკაციების შეძენა შესაძლებელია კორპორატიული საკრედიტო ბარათებით ან VPP ქულების გამოყენებით.

VPP ეხმარება საფინანსო დეპარტამენტს შესყიდვის პროცესის გამარტივებაში და ტრანზაქციების რაოდენობის შემცირებაში.

  • აპლიკაციების გადანაწილება – IT ადმინისტრატორს შეუძლია Apple Business Manager-ის მეშვეობით ერთიანად შეძენილი აპლიკაციების გადანაწილება თანამშრომლებს შორის. ეს შეინარჩუნებს პროგრამის მფლობელობას თანამშრომლის მიერ კომპანიის დატოვების შემთხვევაშიც.
  • მართული Apple ID ანგარიშები (Managed Apple ID) – პერსონალური ID-ებისგან განსხვავებით, მართული Apple ID-ებს მართავს ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია პაროლების გადატვირთვა, შესყიდვების შეზღუდვა და სხვა. მართული Apple ID-ის მქონე თანამშრომლებს შეუძლიათ გამოიყენონ Apple-ის აპები და სერვისები და სამუშაო მონაცემებზე წვდომა მართულ აპებში, რომლებიც იყენებენ iCloud Drive-ს.
  • ინტეგრირებული ავთენტიფიკაცია – ABM-ის Microsoft Azure Directory-თან დაკავშირება გვეხმარება თამამშრომლის ინფორმაციის კატეგორიზაციასა და მართული Apple ID ანგარიშის მართვაში.
  • მართული Apple ID-ების გამოყენება პირადი ანგარიშებთან ერთად – თუ თქვენი თანამშრომლები მუშაობენ საკუთარ მოწყობილობებზე (BYOD მოდელი), მათ შეუძლიათ პერსონალური და კორპორატიული მონაცემების გამიჯვნა. ამისათვის მართული Apple ID გამოიყენება პერსონალური Apple ID-ს პარალელურად.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *