Apple მოწყობილობები გვთავაზობს როგორც ფანტასტიკურ ხელმისაწვდომობის ფუნქციებს, ისე ადვილად გამოსაყენებელ მშობელთა კონტროლს. ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზეზია, რის გამოც Apple მოწყობილობები საუკეთესო არჩევანია თქვენი პატარებისათვის.
დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ, თუ როგორ უნდა ჩართოთ მშობელთა კონტროლი თქვენს iPad/iPhone-ზე და ასევე შემოგთავაზებთ უსაფრთხოების რამდენიმე საინტერესო ფუნქციას Apple OS მოწყობილობებზე.
ბლოგში განვიხილავთ შემდეგ თემებს:
- როგორ დავაყენოთ მშობელთა კონტროლი iPhone ან iPad-ზე;
- მშობელთა კონტროლი App Store-სა და iTunes-ზე;
- როგორ დავბლოკოთ ზრდასრულთა ქონთენთი iPhone ან iPad-ზე;
- Apple-ის კონფიდენციალურობის პარამეტრები;
- გამოიყენეთ Downtime დროის ლიმიტების დასაყენებლად;
- iPad ან iPhone უსაფრთხოების დამატებითი ფუნქციები პატარებისათვის.
როგორ დავაყენოთ მშობელთა კონტროლი iPhone ან iPad-ზე?
თქვენი პატაროს iPhone/iPad-ზე მშობელთა კონტროლის დაყენების მთავარი გზა Screen Time ფუნქციის გააქტიურებაა. ეს გვეხმარება პატარების მიერ კონკრეტულ აპლიკაციებსა და ვებგვერდებზე გატარებული დროის გაკონტროლება-შეზღუდვაში.
როგორ გავააქტიუროთ Screen Time?
- გახსენით Settings;
- აირჩიეთ Screen Time
- შეეხეთ Use Screen Time Passcode და მიუთითეთ 4-ნიშნა პასკოდი, რომელსაც გამოიყენებთ მშობელთა კონტროლის ჩართვა-გამორთვის და პარამეტრების შეცვლისათვის. ეცადეთ, რომ Screen Time პასკოდი არ ემთხვეოდეს პასკოდს, რომელსაც ბავშვი იყენებს მოწყობილობის განბლოკვისათვის;
- და ბოლოს Screen Time მენიუში გააქტიურეთ Content & Privacy Restrictions.
მშობელთა კონტროლი App Store-სა და iTunes-ზე
მშობელთა კონტროლის დაყენება App Store და iTunes შესყიდვებზეც შეიძლება. ამისათვის:
- გახსენით Settings > Screen Time > Content & Privacy Restrictions და გააქტიურეთ;
- ჩამოსქროლეთ iTunes & App Store-მდე და in-app purchases-ზე დააყენეთ Don’t allow;
- ასევე გააქტიურეთ პარამეტრი, რომელიც ყოველთვის მოითხოვს პაროლს, რადგან არის ბევრი „უფასო თამაში“, რომლებიც მოთამაშეებს პროგრესისათვის აპს-შიდა შესყიდვებს სთხოვენ.
შესყიდვების დაშვება/დაბლოკვა კონკრეტულ აპებზე
Allowed Apps ოფციაში შესაძლებელია შესყიდვების დაბლოკვა-დაშვება კონკრეტული აპლიკაციებში. iTunes შესყიდვების დასაბლოკად გააქტიურეთ iTunes Store-ის ბლოკი.
როგორ დავაყენოთ Ask to Buy ფუნქცია
თუ გსურთ თქვენს შვილს გარკვეული თავისუფლება მისცეთ მოწყობილობაზე, ალტერნატივა იქნება ყიდვის თხოვნის ფუნქციის გამოყენება ისე, რომ როდესაც თქვენს შვილს სურს შეიძინოს ან ჩამოტვირთოს ახალი პროდუქტი ან თამაში, ის გამოგიგზავნით მოთხოვნას და თქვენ გადაწყვეტთ იყიდოთ თუ არა. ეს ვარიანტი ხელმისაწვდომია, თუ დაყენებული გაქვთ Family Sharing, რომლის გასააქტიურებლადაც გახსენით Settings > პირადი პროფილი > Family Sharing და დააკავშირეთ ოჯახის წევრები.
როგორ დავბლოკოთ ზრდასრულთა ქონთენთი iPhone ან iPad-ზე?
Screen Time > Content & Privacy Restrictions განყოფილებაში, შეგიძლიათ ბავშვისათვის ქონთენთის შეზღუდვების არჩევა. თქვენ შეგიძლიათ მოარგოთ პარამეტრები ბავშვის ასაკს, რაც გამარტივებულია კატეგორიების ასაკების მიხედვით დაყოფით.
აპების შეზღუდვის ასაკობრივი კატეგორიებია:
- ოთხი წლის და მეტი
- ცხრა წელი და მეტი
- 12 წლის და მეტი
- 17 წლის და მეტი
- ყველა აპის დაშვება
ვებ ქონთენთის შეზღუდვა
Content Restrictions განყოფილებაში ასევე შესაძლებელია ბავშვისათვის Web Content-ის შეზღუდვა იგივე პარამეტრების გამოყენებით. სტანდარტულად, ეს პარამეტრი დაყენებულია შეუზღუდავ წვდომაზე. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ეს და შეზღუდოთ მხოლოდ ზრდასრულთა ვებსაიტები და დაუშვათ მხოლოდ ნებადართული ვებსაიტები. ამ ოფციას აქვს წინასწარ შეყვანილი საიტები, როგორიცაა Disney, ასევე URL მისამართის მქონე ვებსაიტის დამატების შესაძლებლობა.
Apple კონფიდენციალურობის პარამეტრები
Content & Privacy Restrictions > Privacy გეხმარებათ ისეთი სერვისების შეზღუდვაში როგორიცაა მდებარეობის სერვისები, ჩემი მდებარეობის გაზიარება და ხმის ჩაწერა. ფუნქციების უმეტესობაში მხოლოდ დაბლოკვა-დაშვების უფლებების შეცვლაა შესაძლებელი.
გამოიყენეთ Downtime აპლიკაციებისათვის დროის ლიმიტების მისანიჭებლად
Downtime არის ფუნქცია, რომელიც გვეხმარება კონკრეტული აპებისათვის დროის შეზღუდვების დაწესებაში. პარამეტრის ჩასართავად გამოიყენეთ მწვანე სლაიდერი და დააყენეთ აპლიკაციის ხელმისაწვდომობის დაწყების და დასრულების დრო. შეხსენება ჩნდება აპლიკაციაზე წვდომის გათიშვამდე ხუთი წუთით ადრე.
სხვა უსაფრთხოების ფუნქციები თქვენი ბავშვის iPad და iPhone-სთვის
როგორ ჩავრთოთ Find My iPad / iPhone
Find My ფუნქცია უსაფრთხოების კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომლის გააქტიურების შემდეგაც, მარტივად იპოვით თქვენს iPad ან iPhone-ს დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში. ფუნქციის ჩასართავად:
- გახსენით Settings და შეეხეთ თქვენს სახელს ზედა მარცხენა პანელში.
- აირჩიეთ Find My;
- გააქტიურეთ Find My iPhone/iPad;
როგორ გამოვიყენო Find My iPhone/iPad დაკარგული მოწყობილობის საპოვნელად?
თუ თქვენი მოწყობილობა დაიკარგა ან მოიპარეს, შეგიძლიათ გამოიყენოთ Find My iPhone/iPad ფუნქცია, მის საპოვნელად. ამისათვის:
- გადადით iCloud.com-ზე და გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი Apple ID-ით და პაროლით(რომელსაც იყენებთ მოწყობილობებზე);
- აირჩიეთ ვარიანტი მთავარი ეკრანიდან Find My iPhone/iPad-ისთვის;
- რუკა ჩატვირთავს მოწყობილობის ბოლო ცნობილ მდებარეობას, რომელიც ნაჩვენებია დიდი წერტილით.
- დააწკაპუნეთ წერტილზე და მოწყობილობის დეტალები გამოჩნდება pop-up ფანჯარაში. სადაც სისტემა შემოგთავაზებთ მოქმედების სამ ვარიანტს:
- ხმის დაკვრა – ეს გაააქტიურებს პინგის განმეორებით ხმას, სანამ მოწყობილობას არ იპოვით და არ გახსნით;
- Lost რეჟიმი – ეს გამორთავს მოწყობილობას. სისტემა მოგთხოვთ ტელეფონის ნომრის შეყვანას, რომელიც გამოჩნდება გამორთული მოწყობილობის ეკრანზე. ამის შემდეგ, დააჭირეთ ღილაკს Next და შეიყვანეთ მესიჯი, რომელიც გამოჩნდება მითითებულ ტელეფონის ნომერთან ერთად. შემდეგ მოწყობილობა იბლოკება მისი არსებული პასკოდით. დაკარგული რეჟიმი ავტომატურად გამოირთვება პასკოდის შეყვანის შემდეგ;
- iPhone ან iPad დაფორმატება – ეს წაშლის ყველა ქონთენთს და პარამეტრს. დააჭირეთ ღილაკს Erase ყველაფრის წასაშლელად.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.