Apple–მა 14 სექტემბრის პრეზენტაციაზე iPhone 13–თან ერთად უამრავი სხვა პროდუქტი და სიახლე წარმოგვიდგინა. დღევანდელ ბლოგში შევაჯამებთ სრულ პრეზენტაციას და მოკლედ შევეხებით თითოეულ პროდუქტს.
- ახალი iPad და უფრო დიდი iPad Mini;
- iPhone 13 და iPhone 13 Mini;
- iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max;
- Apple Watch Series 7;
- დამატებითი სიახლეები.
ახალი iPad
Apple–მა წარმოგვიდგინა ახალი და გაუმჯობესებული მე-9 თაობის iPad, უფრო დიდ iPad Mini–სთან ერთად. 10.2 ინჩიანმა iPad-მა, რომელიც Apple–ის ყველაზე პოპულარული პლანშეტია, მიიღო A13 Bionic პროცესორი, პირველი თაობის Apple Pencil მხარდაჭერა, 8MP მთავარი და 12MP ფრონტალური კამერა.
უფრო კონკრეტულად, ახალი თაობის სტანდარტულ iPad–ს აქვს იგივე Center Stage კამერის ფუნქცია, როგორიც iPad Pro–ს შარშანდელ ვერსიაში გვხვდება. პლანშეტი ასევე გვთავაზობს True Tone ტექნოლოგიის მხარდაჭერას და გაორმაგებულ მეხსიერებას (64GB). რაც შეეხება ვიზუალურ მხარეს, თითქმის არ შეცვლილა.
უფრო დიდი iPad Mini
ყველაზე დიდი განახლება Apple–ის ყველაზე პატარა iPad–მა მიიღო, თუმცა უნდა აღინიშნოს რომ ახალი iPad Mini ახლა უფრო ძვირი ღირს, ვიდრე სტანდარტული iPad.
ახალი iPad Mini აღჭურვილია უფრო დიდი 8.3 ინჩიანი Liquid Retina ეკრანით. მიუხედავად ამისა, პლანშეტი თითქმის არ განსხვავდება წინამორბედისგან.
ახალი iPad Mini უფრო დიდია, ხელმისაწვდომია ოთხ ფერში, აქვს USB Type-C (არა Lightning) და მეორე თაობის Apple Pencil მხარდაჭერა, 5G, TouchID და გაუმჯობესებული 12MP მთავარი და ფრონტალური კამერა. iPad 10.2–ს მსგავსად iPad mini-ც აღჭურვილია iPad Pro–ს Center Stage კამერის ფუნქციით.
iPhone 13 და iPhone 13 Mini
ახალი iPhone 13 რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი. სმარტფონის კამერამ მიიღო უზარმაზარი განახლება, გაუმჯობესებული ეკრანი, FaceID კამერის შემცირებული ზომა და Apple A15 Bionic ჩიპი ეფექტურობის გაზრდისა და ელემენტის მუშაობის გახანგრძლივობისთვის.
სმარტფონის ეკრანი ახალი “კერამიკული ფარით” არის დაცული, რომელიც წინა ფართან შედარებით უფრო გამძლეა. iPhone 13-ის ეკრანი ასევე 28%-ით უფრო ნათელია. უნდა აღინიშნოს, რომ ლაინაფის ზომები არ შეცვლილა iPhone 13 6.1 ინჩი, ხოლო iPhone 13 Mini 5.4 ინჩი.
ყველაზე ამაღელვებელ სიახლედ iPhone 13-ში შეიძლება ჩაითვალოს “Cinematic” რეჟიმი, რომელიც იყენებს მანქანურ სწავლების ისეთ ხრიკებს, როგორიცაა კამერის ფოკუსის ავტომატური ცვლილება და უამრავი სხვა რამ რაზეც უფრო ვრცლად მომდევნო ბლოგში ვისაუბრებთ. ამას გარდა, Apple– მა საბოლოოდ გააუქმა 64 GB ვერსია და სტანდარტულ ვერსიად 128 GB არის მოაზრებული.
iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max
შემდეგი არის ის, რასაც ყველა ელოდით, ახალი iPhone 13 Pro და iPhone 13 Pro Max. ეს არის დიდი, მძლავრი, სწრაფი სმარტფონები საოცარი განახლებებით.
iPhone 13 Pro სერია იმავე Super Retina XSR ეკრანს გვთავაზობს, თუმცა სიახლე ProMotion 120Hz კადრის სიხშირეა, რითიც Apple დაეწია Samsung და OnePlus–ს.
არსებობს რამდენიმე ახალი ფოტოგრაფიული განახლება, როგორიცაა “Cinematic” რეჟიმი, რომ აღარაფერი ვთქვათ ProRes 4K 30FPS ჩაწერაზე და მაკრო რეჟიმზე. დიახ, iPhone 13 Pro იყენებს განახლებულ 77 მმ ტელეფოტო ლინზას 3x მაკრო კადრების გადასაღებად. და პირველად, iPhone 13 Pro და Pro Max ლინზები მხარს უჭერენ ღამის რეჟიმს.
სმარტფონი წარმოდგენილია რამდენიმე მოცულობის მეხსიერებით, მათ შორის ხელმისაწვდომია 1TB ვერსიაც, რომელიც დაგჭირდებათ ProRes ვიდეო გადაღებისთვის. 4K 30 FPS–ით გადასაღებად აუცილებელია მინიმუმ 256 GB ვერსიის iPhone 13 Pro. 128 GB მოდელს არ ექნება 4K 30 FPS გადაღების მხარდაჭერა.
Apple Watch Series 7
Apple Watch Series 7-ისგან უფრო დიდ რედიზაინს ველოდით, რაც შესაძლოა სხვადასხვა ჭორით და ცრუ ინფორმაციით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, განახლებული სმარტ საათი უფრო დიდი, უკეთესი და ნათელია.
Series 7–ს აქვს უფრო ვიწრო ჩარჩოები – 1.7 მმ და უფრო დიდი ეკრანი, რომელიც თითქმის კორპუსის კიდემდე ვრცელდება.
ახალი, Always-on რეტინა ეკრანი Series 6-თან 20%-ით, ხოლო Series 3-თან შედარებით 50%–ით უფრო დიდია.
ახალი სმარტ საათი 40%-ით უფრო თხელია წინა თაობასთან შედაერბით. უფრო მეტიც, ეკრანზე შესაძლებელია 50%-ით მეტი ტექსტის ნახვა. საათი ხელმისაწვდომია 41 მმ და 45 მმ ზომებში. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, Crystal ეკრანი უფრო დაცულია ვიდრე ნებისმიერი სხვა საათი და არის პირველი Apple Watch, რომელსაც აქვს IP6X მტვრისგან დაცულობის მხარდაჭერა.
ასევე გვაქვს USB Type-C დამტენი, რომელიც წინა თაობასთან შედარებით 33%-ით უფრო სწრაფია.
დამატებითი სიახლეები
ბოლოსთვის, ჩვენ გვსურს აღვნიშნოთ რამდენიმე მიცრე დეტალი რაც Apple–მა პრეზენტაციაზე გაგვიზიარა.
პირველ რიგში, iOS 15 ორშაბათს, 20 სექტემბერს ჩაეშვება, ასე რომ დაელოდეთ განახლებას.
Apple–მა ასევე შეიტანა ცვლილებები MagSafe Wallet–ში და ახლა მისი უკანასკნელი დაფიქსირებული მდებარეობა Find My app–ში აისახება.
დაბოლოს, Apple Fitness+ მიიღებს რამდენიმე ახალ ვარჯიშს, ჯგუფურ ვარჯიშს, მედიტაციას და ხელმისაწვდომობა გაფართოვდება 15 დამატებით ქვეყანაში. მათ შორისაა ავსტრია, ბრაზილია, კოლუმბია, საფრანგეთი, გერმანია, მექსიკა და რუსეთი. ვარჯიში ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, თუმცა დაემატება სუბტიტრები ექვს ენაზე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.