Apple TV+ გვთავაზობს Apple-ის ექსკლუზიურ ორიგინალ სატელევიზიო შოუებს და ფილმებს 4K HDR ხარისხით, რომელთა ყურებაც ნებისმიერ მოწყობილობაზეა შესაძლებელი. Apple TV+ გამოწერა თვეში $4,99 ღირს. დღევანდელ ბლოგში გთავაზობთ, ჩვენ მიერ შერჩეულ 10 Apple ორიგინალ სატელევიზიო შოუს, რომელიც ახლა ხელმისაწვდომია Apple TV+-ზე.

1. The Essex Serpent

სერიალი | დრამა.

პრემიერა 13 მაისი. 6 ეპიზოდი.

კორა სიბორნი (Clare Danes) ლონდონიდან ესექსის საგრაფოში მდებარე პატარა სოფელში გადადის. ამას თან სდევს ახალგზრდა გოგონას მისტიური გაუჩინარების ამბავი, რაშიც ადგილობრივები მითურ არსებას ადანაშაულებენ. კორა გადაწყვეტს სამხილების პოვნას, რაც მითიური გველის არსებობას დაამტკიცებს. ეკლესიის რექტორი უილი კი მტკიცედ ეწინააღმდეგება მითს და უარჰყოფს გველის არსებობას. სერიალში ერთმანეთს რელიგია, ცრურწმენები და მეცნიერება დაუპირისპირდება.

2. Shining Girls

სერიალი | კრიმინალი | დრამა | ფანტასტიკა.

პრემიერა 29 აპრილი. 1 სეზონი.

ამავე სახელწოდების ბესტსელერ-რომანზე დაფუძნებული კრიმინალური ფანტასტიკა, ახალგაზრდა ჩიკაგოელი ჟურნალისტი გოგონას კირბის შესახებ მოგვითხრობს. როდესაც კირბი გაიგებს, რომ ბოლო მკვლელობა იმ საქმეს უკავშირდება, რომლის მსხვერპლიც ბავშვობაში თავად იყო,  გადაწყვეტს თავდამსხმელის ვინაობის გამოვლენას. კირბის რეალობა სრულიად იცვლება როცა გაიგებს, თუ რამდენად მჭიდროდ არის გაუხსნელი შემთხვევები ერთმანეთთან დაკავშირებული. თუმცა არსებული ბუნდოვანი რეალობა თავდამსხმელს მუდამ ერთი ნაბიჯით წინ ყოფნაში ეხმარება.

3. They Call Me Magic

სერიალი | დოკუმენტური | ბიოგრაფია | სპორტული.

პრემიერა 22 აპრილი. 4 ეპიზოდი.

They call me Magic ასახავს როგორც ერვინ ჯონსონის საოცარ კარიერულ მიღწევებს, ისე მის ბიზნესსა და ფილანტროპულ ზეგავლენას NBA კარიერის დასრულების შემდეგ. ოთხნაწილიანი მინი–სერიალი ასევე მოგვითხრობს ჯონსონის HIV დიაგნოზისა და მისი ზეგავლენის შესახებ, რამაც თავის მხრივ, შეცვალა დაავადების შესახებ არსებული წარმოდგენები მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

4. Slow Horses

სერიალი | დრამა | თრილერი.

პრემიერა 1 აპრილი. 1 სეზონი.

მიკ ჰერონის წიგნების ადაპტაციის ცენტრალური პერსონაჟი გარი ოლდმენია, რომელიც MI5 სადაზვერვოს ნაკლებად პრესტიჟულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს. Slough Horse – იმ დაზვერვის ოფიცრებისთვისაა განკუთვნილი, რომლებმაც სერიოზული კარიერული შეცდომები დაუშვეს და საბოლოოდ ამ “ნაგავსაყრელზე” აღმოჩნდნენ. მიუხედავად ამისა, ეს ყველაფერი მანამდე გასტანს, სანამ ისინი საიდუმლოებით მოცულ გატაცების საქმეში არ ჩაებმებიან.

5. WeCrashed

სერიალი | დრამა.

პრემიერა 18 მარტი. 8 ეპიზოდი.

ეს ლიმიტირებული დრამა-სერიალი, ჯარედ ლეტოსა და ენ ჰეთევეის მონაწილეობით, მოგვითხრობს WeWork-ის სიხარბით სავსე აღზევებისა და გარდაუვალი დაცემის ისტორიას. ისტორია აბსოლუტურად გიჟურ და რაც მთავარია რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული. სერიალი ასევე მოგვითხრობს დამფუძნებელი წყვილის, ადამ (ჯერედ ლეტო) და რებეკა (ენ ჰეთეუეი) ნიუმენების შესახებ, რომელთა ქაოტურმა სიყვარულმა ეს ყველაფერი რეალობაც აქცია.

6. Stillwater

სერიალი | საბავშვო | სათავგადასავლო | ანიმაცია.

პრემიერა 4 დეკემბერი. 2 სეზონი.

ამ მომხიბვლელ საბავშვო ანიმაციურ სერიალში სამი ბავშვი იძენს ახალ ხედვას და პერსპექტივებს სამყაროზე მათი ახალი საუკეთესო მეგობრის, პანდა სტილვოტერის წყალობით.

7. The Last Days of Ptolemy Grey

სერიალი | დრამა

პრემიერა 11 მარტი. 6 ეპიზოდი.

სემუელ ლ. ჯექსონი (როგორც ტიტულოვანი პტოლემე გრეი) უძღვება ამ ექვსნაწილიან მინი-სერიალს დემენციით დაავადებული მამაკაცის შესახებ. სასოწარკვეთის პირას მყოფი პტოლემე გრეი სასწაულებრივად განიკურნება და ეძლევა განსაცვიფრებელი შესაძლებლობა მოკლე ხნით აღადგინოს თავისი მოგონებები. იგი იყენებს ამ ძვირფას და წარმავალ სიცხადეს, რათა საბოლოოდ გამოასწოროს  წარსულის შეცდომები, რომელთა შესახებ არაფერი ახსოვდა.

8. Severance

სერიალი | დრამა | მისტიკა | ფანტასტიკა.

პრემიერა 18 თებერვალი. 1 სეზონი.

ეს არის დისტოპიური თრილერი, რომელშიც Lumon Industries თანამშრომლები სპეციალურ პროცედურას გადიან. პროცედურა ადამიანის პიროვნების ორად გახლეჩვით ერთმანეთისაგან განაცალკავებს სახლისა და სამსახურის მოგონებებს. პირადი და სამსახურეობრივი ცხოვრების ბალანსის საბოლოო ტესტისას მარკი (Adam Scott) ნელ-ნელა უპირისპირდება მისტიური კორპორაციის საიდუმლოებებს.

9. Servant

სერიალი | საშინელებათა | დრამა | თრილერი.

პრემიერა 28 ნოემბერი, 2019. 3 სეზონი.

ფსიქოლოგიური თრილერი  ფილადელფიაში მცხოვრები ახლადგაზრდა მშობლების, დოროთისა და შონის შესახებს მოგვითხრობს. მათ ენით აღუწერელი ტრაგედიის გადატანა უწევთ. 13 კვირის პატარას გარდაცვალების შემდეგ მშობლები თერაპიის ფარგლებში ბავშვის შემცვლელ თოჯინას მიიღებენ. თუმცა ტრაგედიის გადატანის გამარტივების მაგივრად, მგლოვიარე დედა სრულიად ეჯაჭვება თოჯინას და მის მოსავლელად ძიძას დაიქირავებს.

10. The Shrink Next Door

სერიალი | დრამა.

პრემიერა 11 ნოემბერი, 2021. 1 სეზონი.

ფსიქიატრი აიკ ჰერშკოფი (Paul Rudd) კვეთს ეთიკურ და მორალურ საზღვრებს, რათა დაუცველი პაციენტი მარტი (Will Ferrell) საკუთარი სარგებლისთვის გამოიყენოს. შედეგად ჰერშკოფი ნელ-ნელა ეუფლება მის მთელ ცხოვრებას. რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული ბნელი კომედიური დრამა The Shrink Next Door აშუქებს ამ სრულიად დისფუნქციურ ურთიერთობის ყველაზე ბნელ კუთხეებს.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *