ჩვენ შევქმენით ახალი ფილმების მცირე ნაკრები, რომლებიც, ჩვენი აზრით, ყველაზე მეტად იმსახურებენ ყურადღებას.

გაიხსენეთ რა არის Apple TV Plus. 

– ეს არის სთრიმინგ სერვისი, რომელიც რეგულარულად გვთავაზობს სიახლეებს ნებისმიერი გემოვნების მქონე მაყურებლებს. 

რატომ უნდა გამოვიწეროთ Apple TV+? 

– სერვისის გამოწერის შემდეგ Apple TV აპლიკაციის გამოყენებით თქვენ შეძლებთ Apple Original ქონთენთის ყურებას ნებისმიერ თავსებად მოწყობილობაზე.

როგორ გამოვიწეროთ Apple TV+? 

– სერვისის გამოსაწერად საჭიროა Apple TV აპლიკაციასთან თავსებადი მოწყობილობა. გახსენით Apple TV აპლიკაცია და გადადით Apple TV+ მენიუში. ისარგებლეთ საცდელი გამოწერის შეთავაზებით. ამის შემდეგ, გაივლით ვერიფიკაციას Apple ID–ით. საბოლოოდ კი დაამატებთ გადახდის მეთოდს.

თუ არ გაქვთ Apple TV და გსურთ შეძენა გადახედეთ ჩვენს საიტს. ჩვენი კონსულტანტები დაგეხმარებიან სასურველი მოდელის შერჩევაში.

მამა – The Father

წელი: 2021
ჟანრი: დრამა
მსახიობები: ენტონი ჰოპკინსი, ოლივია კოლმანი, იმოჯენ პუტსი, რუფუს სიუელი, მარკ გატისი, ოლივია უილიამსი.

სიუჟეტი: ფილმში მთავარი როლი შეასრულა ოსკაროსანმა ენტონი ჰოპკინსმა. მისი პერსონაჟი არის ხანდაზმული ადამიანი, რომლის მეხსიერებაც სწრაფად უარესდება. დამოუკიდებელ და ყოველთვის ენერგიული პერსონაჟი ძალიან რთულად ეგუება ფაქტს, რომ მალე სრულად იქნება დამოკიდებული საკუთარ ქალიშვილსა და მის მიერ დაქირავებულ დამხმარეებზე.

ყველა ამოსუნთქვა – Every Breath You Take

წელი: 2021
ჟანრი: თრილერი
მსახიობები: სემ კლაფლინი, მიშელ მონაგენი, კეისი აფლეკი.

სიუჟეტი: ფსიქოლოგიური თრილერი ფსიქიატრზე, რომლის კარიერაც საფრთხეში აღმოჩნდება, მას შემდეგ, რაც მისი პაციენტი სიცოცხლეს თვითმკვლელობით ასრულებს. როდესაც ის გარდაცვლილი პაციენტის ძმას თავის ოჯახში ეპატიჟება, მისი პირადი ცხოვრება მოულოდნელად ინგრევა.

მინამატა – Minamata

წელი: 2020
ჟანრი: დრამა
მსახიობები: ჯონი დეპი, ბილ ნიი, ჰიროიუკი სანადა, ასანო ტადანობუ, კატრინ ჯენკინსი.

სიუჟეტი: ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ 70-იან წლებში. ამერიკელი სამხედრო ფოტოჟურნალისტი უილიამ იუჯინ სმიტი იაპონიაში ბრუნდება, სადაც დოკუმენტურ მტკიცებულებებს აგროვებს სანაპირო ზოლის მოსახლეობის ვერცხლის წყლით მოწამვლის დამღუპველი შედეგების შესახებ.

ახალი წესრიგი – New Order

წელი: 2021
ჟანრი: დრამა, თრილერი
მსახიობები: ნიან გონსალეს ნორვინდი, ფერნანდო კუტლი, დიეგო ბონეტა.

სიუჟეტი: მექსიკელი რეჟისორის მიშელ ფრანკოს ახალი ფილმი “ახალი წესრიგი” მოგვითხრობს, სოციალური განხეთქილების პიკის შესახებ. მაღალი საზოგადოების ერთი საოცრად მდიდრული ქორწილი მოულოდნელად კლასობრივ ბრძოლაში გადაიზრდება, რასაც ხელისუფლების ძალადობრივი დამხობა მოჰყვება. აღსანიშნავია, რომ ფილმმა საოცრად დიდი მოწონება დაიმსახურა ტორონტოსა და ვენეციის კინოფესტივალებზე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *