დიდი ალბათობით, ვერც 2022 წელს ვიხილავთ Apple-ის VR/AR Headset–ს. Bloomberg-ის თანახმად, Apple მრავალი ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა–მხარდაჭერის გამოწვევის წინაშეა, რამაც შესაძლოა მოწყობილობის დებიუტი 2023 წლამდე გადადოს.
უახლესი რეპორტის თანახმად, Apple მუშაობს როგორც Headset-ის გადახურებასთან, ისე კამერის მოდულთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
არსებული ტემპით მოწყობილობის დებიუტი დიდი ალბათობით ვერ მოხდება თავდაპირველად დაანონსებულ ვადებში. თუ არსებული პროლემები სწრაფად არ მოგვარდა, მოწყობილობას 2022 წლის ივნისის მაგივრად, 2023 წლისთვის უნდა ველოდოთ.
რეპორტში ნათქვამია:
“Headset – მაღალი კლასის მოწყობილობაა, რომელიც აერთიანებს ვირტუალურ და გაფართოებულ რეალობას – მოწყობილობა უნდა გამოქვეყნებულიყო Apple-ის ყოველწლიურ მსოფლიო დეველოპერთა კონფერენციაზე ივნისში, რასაც მოჰყვებოდა მისი გამოშვება წლის ბოლოსთვის. სამწუხაროდ, არსებულმა გამოწვევებმა, რომლებიც დაკავშირებულია გადახურებასთან, კამერებთან და პროგრამულ უზრუნველყოფასთან, გაართულა ვადებში ჩატევა. ამბობენ პროდუქტზე მომუშავე ადამიანები, რომლებმაც ანონიმურობა არჩიეს.”
“მოწყობილობის გამოქვეყნება შესაძლოა 2022 წლის ბოლომდე, ხოლო მისი გაყიდვაში ჩაშვება 2023 წლამდე გადადოს.”
გამოწვევა უკავშირდება Headset-ში M1 Pro დონის პროცესორების გამოყენებისას, კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას.
რეპორტში ასევე ნახსენებია, მოწყობილობის რამოდენიმე ფუნქცია.
“Apple გეგმავს 2023 წლის კონფერენციის VR/AR აპლიკაციებზე ფოკუსირებას. მოწყობილობას ექნება საკუთარი App Store.”
“ასევე იგეგმება მოწყობილობის მხარდაჭერის დანერგვა iPhone–ის მომდევნო ოპერაციულ სისტემაში (iOS16 Sydney), რომელიც გამოქვეყნდება ივნისში.”
“ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ Apple-ს ჯერ კიდევ შეუძლია Headset–ის ნაწილობრივი წარდგენა ივნისის კონფერენციაზე, მოწყობილობის სრულად ჩვენების გარეშე.”
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.