ახალი Apple Watch Series 12 აღჭურვილია S11 ჩიპით. ახალი Health Sensing System-ის წყალობით, საათი პულსს უფრო ხშირად და ზუსტად ზომავს – ყოველ 5 წამში, ხოლო გულისცემის ვარიაბელობას – 24-ჯერ უფრო ხშირად. Readiness-ის ფუნქცია თქვენს საერთო ფიზიკურ აქტივობას ითვალისწინებს და ორგანიზმის ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნას 0-დან 10-მდე შკალით აფასებს. გარდა ამისა, საათს აქვს ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული Audio Intelligence-ის ახალი ფუნქციები, რომლებიც თქვენს გარშემო არსებულ ხმებს ამოიცნობენ.
როდის გამოვიდა Apple Watch Series 12?
Apple-მა მე-12 თაობის Apple Watch 2026 წლის 9 სექტემბერს წარადგინა. ოფიციალური გაყიდვები უკვე დაწყებულია – შეუკვეთეთ მოწყობილობა iSpace-ში. ხოლო თუ გსურთ, პირველებმა შეიტყოთ სიახლეებისა და ექსკლუზიური შეთავაზებების შესახებ, შეუერთდით ჩვენს Community-ს და გამოგვყევით სოციალურ ქსელებში.
Watch Series 12-ის დიზაინი და ეკრანი
საათმა შეინარჩუნა ნაცნობი, ელეგანტური დიზაინი და კორპუსის ორი ზომა – 42 და 46 მმ. ამასთან, მასალების არჩევანი გაფართოვდა: ალუმინისა და ტიტანის ვარიანტებს კერამიკული კორპუსიც დაემატა.
| მასალა | ფერები |
| ალუმინი | Dark Bronze, Light Gold, Black, Space Gray |
| ტიტანი | Radiant Gold, Natural |
| კერამიკა | Pearl White, Night Blue |
Series 12 აღჭურვილია Always-On Retina ეკრანითა და ფართო ხედვის კუთხის მქონე OLED პანელით. სიკაშკაშე 1-დან 2000 ნიტამდე იცვლება: სუსტი განათების პირობებში ეკრანი თვალებს არ ღლის, ხოლო მზის კაშკაშა შუქზეც ინფორმაცია კარგად იკითხება. ალუმინის მოდელებში Ion-X-ის ნაცვლად ახლა Ceramic Shield 2 გამოიყენება, ტიტანისა და კერამიკის მოდელები კი საფირონის მინით არის დაცული. ასეთი საფარი დაზიანების მიმართ მეტად გამძლეა.
პროცესორი და ავტონომიურობა
S11 ჩიპი ყველა სენსორისა და ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული ფუნქციის მუშაობას უზრუნველყოფს. Audio Intelligence მოიცავს:
- Sound Recognition – ამოიცნობს თქვენს გარშემო არსებულ ხმებს და ჭკვიან საათზე შეტყობინებას გიგზავნით (მაგალითად, თუ ყურსასმენები გიკეთიათ და ბავშვის ტირილი, სირენა ან კარის ზარის ხმა არ გესმით);
- Live Rewind – საუბრის ბოლო 15 წამის ტექსტურ ვერსიას აჩვენებს (მოსახერხებელია, თუ ყურადღება გაგეფანტათ ან ნათქვამი ვერ გაიგონეთ, მაგრამ არ გსურთ, მოსაუბრეს ნათქვამის გამეორება სთხოვოთ);
- Shazam ფონურ რეჟიმში ავტომატურად ამოიცნობს, რა მუსიკა ჟღერს თქვენს გარშემო, და სიმღერის სახელწოდებას ვიჯეტში აჩვენებს (ამისთვის წინასწარ ჩართეთ Music Detection გადამრთველი Smart Stack-ში);
- Siri Recap Siri-ის აპში საუბრის მოკლე შეჯამებას ქმნის (გეხმარებათ, გაიხსენოთ მნიშვნელოვანი დეტალები საქმიანი შეხვედრის ან ექიმთან ვიზიტის შემდეგ).
საქართველოში ყველა ფუნქცია ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა ორივე ფუნქცია – Live Rewind და Siri Recap – ამ ეტაპზე მხოლოდ ინგლისურ ენაზე მუშაობს. მომავალში Apple-მა შესაძლოა ხელმისაწვდომი ენების სია გააფართოოს, თუმცა ქართული ენის დამატება ჯერჯერობით მოსალოდნელი არ არის.
Series 12 ჩვეულებრივი გამოყენებისას 24 საათამდე მუშაობს, ენერგიის დაზოგვის რეჟიმში კი – 38 საათამდე. ღია სივრცეში ვარჯიშისას Apple Watch Series 12-ის ერთი დამუხტვით მუშაობის დრო გაიზარდა: საათი 10 საათამდე მუშაობს, რაც Series 11-თან შედარებით 25%-ით მეტია. სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერაც შენარჩუნებულია: 15-წუთიანი დამუხტვა საკმარისია 12 საათამდე ჩვეულებრივი გამოყენებისთვის, ხოლო 5-წუთიანი – 10 საათამდე ძილის მონიტორინგისთვის.

ჯანმრთელობის ფუნქციები და ახალი სენსორები
ახალი Health Sensing System განახლებულ ოპტიკურ და ელექტრულ სენსორებს ეფუძნება. საათი დღის განმავლობაში პულსს ყოველ ხუთ წამში ზომავს: შედეგად, მეტი მონაცემი გროვდება და ფიზიკური დატვირთვა აქტივობის რგოლებში უფრო ზუსტად აისახება. გულისცემის ვარიაბელობა, ანუ HRV, შეიძლება ყოველ ხუთ წუთში გაიზომოს – წინა თაობასთან შედარებით 24-ჯერ უფრო ხშირად.
თუ არ ხართ დარწმუნებული, ღირს თუ არა ვარჯიში, შეგიძლიათ Readiness-ის მაჩვენებელს დაეყრდნოთ. ეს ფუნქცია აანალიზებს თქვენს აქტივობას, ორგანიზმის ფიზიოლოგიურ მაჩვენებლებსა და ძილის ხარისხს, შემდეგ კი 0-დან 10-მდე შეფასებას გაძლევთ. ინტენსიური ვარჯიშის ან არასაკმარისი ძილის შემდეგ ქულა შეიძლება შემცირდეს, დასვენების შემდეგ კი გაიზარდოს. შეფასება დღის განმავლობაში ახლდება, ამიტომ მომდევნო დატვირთვამდე მისი შემოწმება განსაკუთრებით მოსახერხებელია.
ჯანმრთელობის მონიტორინგის უკვე ნაცნობი ფუნქციებიც შენარჩუნებულია: სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა, ეკგ, ძილის მონიტორინგი, შეტყობინებები ზედმეტად მაღალი ან დაბალი პულსის, ასევე აპნოესა და ჰიპერტენზიის შესახებ. საათი უკვე დიდი ხანია მხოლოდ აქსესუარი აღარ არის – ის თქვენს პირად ასისტენტად იქცა, რომელიც მუდამ თქვენთანაა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაში გეხმარებათ.
Apple Watch Series 12-ის ახალ შესაძლებლობებს iPhone-ის განახლებული „ჯანმრთელობა“ აპიც შეავსებს – ისიც წელს გამოვა, თუმცა ცოტა მოგვიანებით. ანგარიშები უფრო დეტალური და ზუსტი გახდება. Longevity განყოფილებაში Health Age ფუნქცია ჯანმრთელობის სხვადასხვა მაჩვენებლის საფუძველზე გამოთვლილ ასაკს თქვენს ქრონოლოგიურ ასაკს ადარებს. თუ მათ შორის სხვაობა საგრძნობლად დიდია, ეს შეიძლება ჯანმრთელობაზე უფრო აქტიურად ზრუნვის მიზეზი გახდეს. For You განყოფილებაში კი თქვენზე მორგებული რეკომენდაციები განახლდება. აპი იმუშავებს ყველა iPhone-ზე, რომელზეც უახლესი ოპერაციული სისტემა მუშაობს და Apple Intelligence ხელმისაწვდომია.

ფიტნესი და ვარჯიში Apple Watch Series 12-თან ერთად
Apple-მა ნაბიჯების დათვლის ალგორითმები განაახლა: საათი შენობაში სიარულისა და სირბილის დროს გავლილ მანძილს უფრო ზუსტად განსაზღვრავს. Steps ფუნქციის წყალობით კი ნაბიჯების რაოდენობას პირდაპირ ციფერბლატზე ხედავთ.
Workout Buddy-ს ახლა ახლომდებარე iPhone აღარ სჭირდება, თუ Apple Watch Wi-Fi-ს ან მობილურ ქსელს უკავშირდება. ფუნქცია ვარჯიშის დროს რეკომენდაციებს გაძლევთ, თუმცა ქართულ ენას არ უჭერს მხარს – შეგიძლიათ გამოიყენოთ ინგლისური ან ესპანური.
კავშირი და თავსებადობა
2026 წლის ყველა ახალი Apple Watch მხარს უჭერს Wi-Fi 4-სა და Bluetooth 5.3-ს. ხელმისაწვდომია GPS და GPS + Cellular ვერსიები.
საათი თავიდანვე watchOS 27-ით გამოდის. პირველი დაყენებისთვის საჭიროა iOS 27-ის მხარდაჭერის მქონე iPhone – iPhone 11 ან უფრო ახალი მოდელი.
სად შეიძლება ახალი Apple Watch 12-ის შეძენა?
Apple Watch Series 12-ის შეძენა iSpace-ში შეგიძლიათ. გაყიდვაშია მხოლოდ ორიგინალი მოწყობილობები ერთწლიანი ოფიციალური გარანტიით.
შეკვეთა ონლაინ შეგიძლიათ გააფორმოთ და კურიერის მეშვეობით პირდაპირ სასურველ მისამართზე მიიღოთ, ან ეწვიოთ iSpace-ის მაღაზიებს თბილისში და ბათუმში. შეძენისას შეგიძლიათ ისარგებლოთ Trade In პროგრამით, განვადებით ან პარტნიორი ბანკების კრედიტით. თუ დამატებითი კითხვები დაგრჩებათ, დაუკავშირდით ჩვენს ექსპერტებს – პირადად მაღაზიაში, ტელეფონით ან ვებსაიტის ჩატში. სიამოვნებით დაგეხმარებით.
9 სექტემბერს Apple-მა კიდევ ერთი სიახლე – Apple Watch Ultra 4 – წარადგინა. ამ მოდელის შესახებ ჩვენს ბლოგში გიამბობთ.
FAQ
რა არის ახალი Apple Watch Series 12-ში?
Apple Watch Series 12 აღჭურვილია Health Sensing System-ითა და S11 ჩიპით. მას ასევე აქვს პულსისა და HRV-ის უფრო ხშირი გაზომვის შესაძლებლობა, Readiness-ის მაჩვენებელი და Audio Intelligence ფუნქციები. სერიას კერამიკული კორპუსის ვარიანტი და ახალი ფერებიც დაემატა.
სად შეიძლება ახალი Apple Watch 12-ის შეძენა?
Apple Watch Series 12-ის ოფიციალური გაყიდვები საქართველოში 25 სექტემბერს დაიწყო. სასურველი ზომის, მასალისა და ფერის მოდელის ხელმისაწვდომობა შეგიძლიათ ispace.ge-ზე შეამოწმოთ.
ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის რომელი ახალი ფუნქციები დაემატა Apple Watch Series 12-ს?
Series 12 პულსსა და HRV-ს უფრო ხშირად ზომავს, ხოლო Readiness-ის მაჩვენებელი ფიზიკური დატვირთვისთვის მზადყოფნას 0-დან 10-მდე შკალით აფასებს. მოგვიანებით, 2026 წელს, Apple გეგმავს iPhone-ზე „ჯანმრთელობა“ აპის განახლებას.
რამდენ ხანს მუშაობს Apple Watch Series 12 დამუხტვის გარეშე?
საათის აკუმულატორი ჩვეულებრივი გამოყენებისას 24 საათამდე მუშაობს, ენერგიის დაზოგვის რეჟიმში კი – 38 საათამდე.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


