2026 წლის 9 სექტემბერს წარდგენილი ახალი AirPods 5 კიდევ უფრო მოსახერხებელია სატელეფონო საუბრების, მუსიკის მოსმენისა და ვარჯიშის დროს. ყურსასმენების ფორმა უცვლელი დარჩა – მათ კვლავ არ აქვს სილიკონის თავაკები, თუმცა წყლისა და ოფლის მიმართ გამძლეობა გაუმჯობესდა და დაცვის დონე IP57 სტანდარტს შეესაბამება. ახალი ყურსასმენები ორ ვერსიად გამოვიდა, რომლებიც ერთმანეთისგან აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობითა და დამატებითი ფუნქციებით განსხვავდება. ორივე ვერსიას აქვს გაუმჯობესებული აქტიური ხმაურის ჩახშობის სისტემა, H2 ჩიპი და Live Translation-ის ფუნქცია, რომელიც მხარდაჭერილ ენებზეა ხელმისაწვდომი.
ახალი თაობის ყურსასმენები განსაკუთრებით დააინტერესებთ Apple-ის მოწყობილობების მომხმარებლებს, სპორტსმენებსა და მოგზაურებს. მათი შეძენა შეგიძლიათ iSpace-ში, რომელსაც საქართველოში Apple Premium Partner-ის სტატუსი აქვს.
შეარჩიეთ ყურსასმენები iSpace-ის კატალოგიდან:
AirPods 5-ის მახასიათებლები
ანატომიური ფორმის წყალობით AirPods 5 ყურებში კომფორტულად და მყარად თავსდება. ამასთან, ყურსასმენებს არ აქვს სილიკონის თავაკები, რომლებიც ზოგიერთ ადამიანს ყურში ვაკუუმის შეგრძნებას უქმნის. AirPods 5-ის ძირითადი მახასიათებლებია:
- H2 ჩიპი;
- განახლებული მრავალარხიანი აკუსტიკური სისტემა;
- აქტიური ხმაურის ჩახშობა (ANC);
- სამი მიკროფონი: ერთი შიდა და ორი მიმართული;
- Bluetooth 5.3 სტანდარტის უსადენო კავშირი;
- დაცვა ოფლისგან, მტვრისა და წყლისგან IP57 სტანდარტის შესაბამისად.
კომპანიამ ყურსასმენების ორი ვერსია გამოუშვა: ერთი სტანდარტული დამტენი ქეისით, მეორე კი ქეისით, რომლის უსადენოდ დამუხტვაც შესაძლებელია. ორივე ვერსიას აქვს აქტიური ხმაურის ჩახშობის ფუნქცია (ANC), თუმცა მეორე ვერსია ერთი დამუხტვით ოდნავ მეტხანს მუშაობს. გარდა ამისა, ამ ვერსიაში ხმის რეგულირება ყურსასმენის ღეროზე თითის გასმითაც არის შესაძლებელი.

AirPods 5-ისა და AirPods 4-ის შედარება
ღირს თუ არა 2026 წლის AirPods-ის შეძენა წინა თაობის მოდელის ნაცვლად? დიახ, თუ ხმაურის უკეთ ჩახშობა გსურთ – ახალი მოდელი გარემოს ხმაურს უფრო ეფექტურად ახშობს.
| მახასიათებლები | AirPods 5 | AirPods 4 |
| დიზაინი | ყურსასმენები სილიკონის თავაკების გარეშე | |
| ერთი ყურსასმენის ზომები, მმ | 30,2 × 18,3 × 18,1 | |
| წონა, გ | 4,3 | |
| ხმაურის ჩახშობა | ხელმისაწვდომია ორივე ვერსიაში. AirPods 4-ის ANC ფუნქციის მქონე ვერსიასთან შედარებით გარე ხმაურს 50%-მდე უფრო ეფექტურად ახშობს. | აქტიური ხმაურის ჩახშობა (ANC) მხოლოდ ერთ ვერსიას აქვს. |
| ხმა | ახალი აკუსტიკური სისტემა და გაუმჯობესებული Adaptive EQ. ხმა უფრო მდიდარი და გამომსახველია. | ხმის ადაპტური რეგულირება და სივრცითი აუდიო. |
| აუდიოს დაკვრის ხანგრძლივობა, სთ | ვერსია სტანდარტული დამტენი ქეისით: 4 საათამდე (ჩართული ANC-ით); 6 საათამდე (გამორთული ANC-ით); 20 საათამდე (ქეისთან ერთად, ჩართული ANC-ით). ვერსია უსადენო დამუხტვის ფუნქციის მქონე ქეისით: 5 საათამდე (ჩართული ANC-ით); 7 საათამდე (გამორთული ANC-ით); 22 საათამდე (ქეისთან ერთად, ჩართული ANC-ით). | სტანდარტული ვერსია: 5 საათამდე (დამატებითი დამუხტვის გარეშე); 30 საათამდე (ქეისთან ერთად). ვერსია ANC ფუნქციით: 4 საათამდე (ჩართული ANC-ით); 5 საათამდე (გამორთული ANC-ით); 20 საათამდე (ქეისთან ერთად, ჩართული ANC-ით). |
| დამუხტვა | სტანდარტული ქეისი USB-C პორტით იტენება. უსადენო დამუხტვის ფუნქციის მქონე ქეისის დასამუხტად შეგიძლიათ გამოიყენოთ Apple Watch-ის დამტენი ან Qi სტანდარტის უსადენო დამტენი. ქეისში 5 წუთით დამუხტვა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობისთვის საკმარისია. | ორივე ვერსიის ქეისი USB-C პორტით იტენება. ANC ფუნქციის მქონე ვერსიის ქეისის უსადენოდ დამუხტვაც შესაძლებელია. ქეისში 5 წუთით დამუხტვა დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში მუშაობისთვის საკმარისია. |
| მიკროფონები (სატელეფონო საუბრები) | ფონური ხმაურისგან ხმის გამიჯვნა და სტუდიური ხარისხის ხმის ჩაწერა. | ფონური ხმაურისგან ხმის გამიჯვნა. |
| დამატებითი ფუნქციები | პერსონალიზებული სივრცითი აუდიო; Siri Interactions (ასისტენტის შეკითხვებზე თავის მოძრაობით პასუხის გაცემა); Conversation Awareness (საუბრის დაწყებისას ხმის ავტომატური დაწევა); Live Translation (ქართული ენა მხარდაჭერილი არ არის); უსადენო დამუხტვის ფუნქციის მქონე ვერსიის ქეისში ჩაშენებულია დინამიკი Find My-ის ფუნქციისთვის, ხოლო ხმის რეგულირება ყურსასმენის ღეროზე თითის გასმით არის შესაძლებელი. | პერსონალიზებული სივრცითი აუდიო; Siri Interactions; ANC ფუნქციის მქონე ვერსიას აქვს Live Translation, Conversation Awareness და ქეისში ჩაშენებული დინამიკი Find My-ის ფუნქციისთვის. |
| დაცვა წყლისა და მტვრისგან | IP57 | IP54 |
Live Translation-ისა და Siri AI-ის ფუნქციების ხელმისაწვდომობა დამოკიდებულია მოწყობილობაზე, რომელსაც ყურსასმენებთან ერთად იყენებთ. ამ ფუნქციებით სრულყოფილად სარგებლობისთვის საჭიროა iPhone, რომელსაც Apple Intelligence-ის მხარდაჭერა აქვს. ეს ტექნოლოგია პირველად iPhone 15 Pro-სა და iPhone 15 Pro Max-ში გამოჩნდა, მოგვიანებით კი სხვა თავსებად მოდელებშიც გახდა ხელმისაწვდომი. აუცილებელია შესაბამისი ენის მხარდაჭერაც. ქართული ენა ჯერჯერობით მხარდაჭერილი არ არის. Live Translation-ის მხარდაჭერილ ენებს შორისაა ინგლისური, ჩინური, ფრანგული, გერმანული, იტალიური, იაპონური, კორეული, პორტუგალიური და ესპანური.
ვისთვის არის შესაფერისი 2026 წლის ახალი AirPods?
AirPods 5 გამოირჩევა დახვეწილი დიზაინითა და კომპაქტური ზომებით. ყურსასმენები კომფორტულად თავსდება ყურებში და ყოველდღიური გამოყენებისთვის შესანიშნავი არჩევანია. ისინი მოსახერხებელია სატელეფონო საუბრებისას, ვარჯიშის დროს, მუსიკის მოსასმენად და სერიალების საყურებლად.
2026 წლის AirPods განსაკუთრებით შესაფერისია:
- მათთვის, ვინც ყოველდღიური გამოყენებისთვის კომფორტულ ყურსასმენებს ეძებს. ახალი თაობის ყურსასმენები მსუბუქია, მინიმალისტური დიზაინით გამოირჩევა და სილიკონის თავაკები არ აქვს. ისინი მოეწონებათ მათ, ვისაც ყურის არხში მჭიდროდ მოთავსებული ყურსასმენები არ უყვარს და არც დიდი, ყურზე მოსარგები მოდელების გამოყენება სურს.
- მათთვის, ვინც სპორტით არის დაკავებული და აქტიური ცხოვრების წესს მისდევს. სეირნობისას წვიმის ან ვარჯიშის დროს ოფლის გამო ყურსასმენების დაზიანებაზე ნაკლებად მოგიწევთ ნერვიულობა – ახალი მოდელი წყლისა და ოფლის მიმართ IP57 სტანდარტის შესაბამისი გამძლეობით გამოირჩევა.
- მათთვის, ვინც ხშირად მოგზაურობს. აქტიური ხმაურის ჩახშობის (ANC) წყალობით ყურსასმენების გამოყენება თვითმფრინავსა და მატარებელში განსაკუთრებით მოსახერხებელია. გამჭვირვალობის რეჟიმის ჩართვა კი ყურსასმენის ღეროზე დაჭერით მარტივად შეგიძლიათ – ასე გარშემო არსებულ ხმებსაც გაიგონებთ.
AirPods 5 სატელეფონო საუბრებისთვისაც შესანიშნავი არჩევანია – ყურსასმენებს ორი მიმართული და ერთი შიდა მიკროფონი აქვს. Voice Isolation ტექნოლოგიის წყალობით თანამოსაუბრეს თქვენი ხმა უფრო მკაფიოდ ესმის, რადგან ფონური ხმაური ნაკლებად უშლის ხელს საუბარს. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია, თუ კაფედან გიწევთ ზარში ჩართვა ან სახლში ყოფნისას მეზობლები რემონტს აკეთებენ. თუ თქვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რამდენ ხანს მუშაობს ყურსასმენები ერთი დამუხტვით, ყურადღება მიაქციეთ მეორე ვერსიას, რომლის ქეისის უსადენოდ დამუხტვაც შესაძლებელია.

სად შეიძლება AirPods 5-ის შეძენა?
Apple-ის ახალი თაობის ყურსასმენების შეძენა შეგიძლიათ iSpace-ში, რომელსაც საქართველოში Apple Premium Partner-ის სტატუსი აქვს. ჩვენ მხოლოდ ორიგინალ მოწყობილობებს გთავაზობთ მწარმოებლის გარანტიით.
შეუკვეთეთ ყურსასმენები ონლაინ და კურიერი მათ უსაფრთხოდ, პირდაპირ სახლში მოგიტანთ. თუ შეძენამდე ყურსასმენების გამოცდა გსურთ, ეწვიეთ ჩვენს საფირმო მაღაზიებს, რომლებიც თბილისსა და ბათუმში, მოსახერხებელ ადგილებში მდებარეობს. აქ წარმოდგენილია სხვადასხვა მოდელის მოწყობილობები, რომელთა გამოცდაც თავისუფლად შეგიძლიათ.
Trade In პროგრამის, კრედიტისა და განვადების შესაძლებლობის წყალობით ძველი მოწყობილობის ახლით შეცვლა კიდევ უფრო მარტივი და ხელსაყრელი ხდება. ჩვენი ექსკლუზიური შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის დროულად მისაღებად კი შეუერთდით iSpace კლუბს.
ВИДЕОБЛОК
ხშირად დასმული კითხვები (FAQ)
როდის გამოვიდა AirPods 5?
Apple-მა ახალი ყურსასმენები 2026 წლის 9 სექტემბერს წარადგინა. საქართველოში მათი გაყიდვა 25 სექტემბერს დაიწყო.
რა ღირს ახალი AirPods?
ახალი AirPods-ის ფასი ვერსიის მიხედვით განსხვავდება და 469 ლარიდან იწყება. მიმდინარე ფასების ნახვა შეგიძლიათ ispace.ge-ზე.
რა სიახლეები აქვს AirPods 5-ს?
2026 წლის AirPods-ის მთავარი სიახლეებია გაუმჯობესებული აქტიური ხმაურის ჩახშობა ორივე ვერსიაში, ახალი აკუსტიკური სისტემა და დახვეწილი Adaptive EQ. ვერსიას, რომლის ქეისის უსადენოდ დამუხტვაც შესაძლებელია, ხმის რეგულირების ახალი შესაძლებლობაც დაემატა – ყურსასმენის ღეროზე თითის გასმით ხმის აწევა ან დაწევა შეგიძლიათ.
რით განსხვავდება AirPods 5 AirPods 4-ისგან?
ახალი მოდელის ორივე ვერსიას აქვს აქტიური ხმაურის ჩახშობის ფუნქცია, წინა თაობის ყურსასმენებში კი ის მხოლოდ ერთ ვერსიაში იყო ხელმისაწვდომი. 2026 წლის ყურსასმენებს ასევე აქვს ახალი აკუსტიკური სისტემა და წყლის, ოფლისა და მტვრისგან დაცვა IP57 სტანდარტის შესაბამისად.
რამდენ ხანს მუშაობს Apple-ის ახალი ყურსასმენები ერთი დამუხტვით?
აკუმულატორის მუშაობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ყურსასმენების ვერსიასა და ხმაურის ჩახშობის რეჟიმზე. სტანდარტული დამტენი ქეისის მქონე მოდელი ჩართული ANC-ით 4 საათამდე მუშაობს, ხოლო გამორთული ANC-ით – 6 საათამდე. ქეისთან ერთად, ჩართული ANC-ის პირობებში, მუსიკის მოსმენა ჯამში 20 საათამდე შეგიძლიათ.
მეორე ვერსია, რომლის ქეისის უსადენოდ დამუხტვაც შესაძლებელია, ჩართული ANC-ით 5 საათამდე მუშაობს, ხოლო გამორთული ANC-ით – 7 საათამდე. ქეისთან ერთად, აქტიური ხმაურის ჩახშობის გამოყენებისას, მუშაობის საერთო ხანგრძლივობა 22 საათამდე აღწევს.
ასევე იხილეთ
Ссылки на другие обзоры по NPI
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.


