2021 წლის ოქტომბერში Apple-მა წარმოგვიდგინა ახალი Apple Watch Series 7, რომელიც ყველაზე გამძლეა და ყველაზე მრავალფუნქციური საათია კომპანიის ისტორიაში: გაზრდილი ეკრანის ზომა, განახლებული ვარჯიშები, შრიფტები და ციფერბლატები.
Apple Watch Series 7 შესახებ უფრო ვრცელი ინფორმაცია წაიკითხეთ აქ.
სრული კომპლექტი და სწრაფი დამუხტვა
Apple Watch სტანდარტული ბრენდული შეფუთვით მოდის მომხმარებლამდე, რომელშიც მოთავსებულია საათი, სამაჯური, დამტენი და დოკუმენტაცია.
მოწყობილობა იხსნება როგორც კარგად შეფუთული საჩუქარი. ეს ნიშნავს, რომ საათის სანახავად პირველ რიგში უნდა მოხსნათ გარე საფარი, შემდეგ მოხსნათ ბეჭდები(როგორც ახალ iPhone 13-ში) და მხოლოდ ამის შემდეგ ამოიღოთ თითოეული პროდუქტი ქაღალდის შეფუთვიდან.
კომპლექტში შედის მაგნიტური USB-C კაბელი, რომლის დახმარებითაც საათი 33%-ით უფრო სწრაფად იტენება ვიდრე წინა თაობა. მაგალითად, 8 წუთიანი დამუხტვა საკმარისია ძილის 8 საათიანი კონტროლისათვის. მოწყობილობის 0-დან 80%-მდე დამუხტვას კი მხოლოდ 45 წუთი სჭირდება.
კომპლექტში არ შედის კვების ადაპტერი, ისევე როგორც წინა სერიებში.
ახალი ფერები და გაზრდილი ზომა
Apple Watch Series 7 ხელმისაწვდომია 5 ახალ ფერში: Midnight, Starlight, მწვანე, ლურჯი და Product (Red).
მე–7 სერიის სამაჯურები თავსებადია Apple Watch–ის წინა მოდელებთან: 38 და 40 მმ – 41 მმ, ხოლო 42 და 44 მმ – 45 მმ-თან.
დიდი ეკრანი და გაუმჯობესებული სიკაშკაშე
ვიზუალურად, მე–7 სერიის ეკრანის მინის ზომა თითქმის იგივეა, თუმცა მათი ეკრანი ყველაზე დიდია სმარტ საათის ისტორიაში. Apple–მა ეს ჩარჩოების შემცირებით მოახერხა: მე–6 სერიასთან შედარებით, ისინი 40%–ით უფრო მცირეა, რაც ეკრანის ეფექტურ ფართობს თითქმის 20%-ით ზრდის.
Apple Watch Series 7-ს აქვს მუდმივად ჩართული Retina ეკრანი, რომელიც მე–6 სერიასთან შედარებით 70%–ით უფრო კაშკაშაა.
ნათელი ეკრანი არ ნიშნავს ავტონომიურობის შემცირებას. მე–7 სერიის სმარტ საათი ერთი სრული მუხტით 18 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს, რაც შესანიშნავი შედეგია მუდმივად ჩართული ფუნქციონალისა და Always on ეკრანის გათვალისწინებით.
ყველაზე გამძლე საათი Apple Watch-ის ისტორიაში.
Apple–მა Apple Watch Series 7-ში მინის სისქე 50%–ით გაზარდა. ახლა ის უფრო ძლიერი და უფრო გამძლეა ოპტიკურ სიწმინდესთან კომპრომისზე წასვლის გარეშე.
საათი არის IP6X სერტიფიცირებული, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მისი ტარება როგორც სანაპიროზე, ისე აგარაკზე, მოგზაურობისას და უდაბნოშიც კი.
WR50 წყლისაგან დაცვის კლასი კი საშუალებას გაძლევთ საათთან ერთად ჩაყვინთოთ 50 მეტრის სიღრმეზე, იბანაოთ აუზში და ზღვაში.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.