iSpace–ში Apple Watch Series 7 წინასწარი შეკვეთები ოფიციალურად დაიწყო.

ახალი ფერები, გაზრდილი ეკრანი, სწრაფი დამუხტვა და ასევე დარტყმა გამძლე კორპუსი, რომელიც დაცულია წყლისა და მტვრისგან. ბლოგში გთავაზობთ 8 მიზეზს, თუ რატომ უნდა შეიძინოთ Apple-ის უახლესი სმარტ საათი.

1. განახლებული დიზაინი და ახალი ფერები.

Apple Watch Series 7 ხელმისაწვდომია 5 ახალ ფერში:

  • Midnight;
  • Starlight;
  • Green;
  • Blue;
  • Product Red.


Apple-მა ასევე განაახლა სამაჯურების ხაზი. გამოჩნდა ახალი ფერები, ხოლო ნეილონის სამაჯურების ხაზი ახლა უკვე ორ ფერშია შეღებილი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მე–7 სერიის სამაჯურები თავსებადია Apple Watch–ის წინა მოდელებთან: 38 და 40 მმ – 41 მმ, ხოლო 42 და 44 მმ – 45 მმ-თან.

https://www.youtube.com/embed/MMdQ-gWBNZE?rel=0&showinfo=0

2. დიდი ეკრანი. მეტი კომფორტი.

ვიზუალურად, მე–7 სერიის ეკრანის მინის ზომა თითქმის იგივეა, თუმცა მათი ეკრანი ყველაზე დიდია სმარტ საათის ისტორიაში. Apple–მა ეს ჩარჩოების შემცირებით მოახერხა: მე–6 სერიასთან შედარებით, ისინი 40%–ით უფრო მცირეა, რაც ეკრანის ეფექტურ ფართობს თითქმის 20%-ით ზრდის.

Apple Watch Series 7-ს აქვს მუდმივად ჩართული Retina ეკრანი, რომელიც მე–6 სერიასთან შედაერბით 70%–ით უფრო კაშკაშაა.

3. სწრაფი დამუხტვა.

ნათელი ეკრანი არ ნიშნავს ავტონომიურობის შემცირებას. მე–7 სერიის სმარტ საათი ერთი სრული მუხტით 18 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს, რაც შესანიშნავი შედეგია მუდმივად ჩართული ფუნქციონალისა და Always on ეკრანის გათვალისწინებით.

საათი 33%-ით უფრო სწრაფად იტენება ვიდრე წინა თაობა. მაგალითად, 8 წუთიანი დამუხტვა საკმარისია ძილის 8 საათიანი კონტროლისათვის. მოწყობილობის 0 -დან 80%-მდე დამუხტვას კი მხოლოდ 45 წუთი სჭირდება. ეს შესაძლებელი გახდა დამტენის ახალი არქიტექტურისა და მაგნიტური კაბელის საშუალებით, რომელიც სმარტ საათს კომპლექტში მოყვება.

4. ყველაზე გამძლე საათი Apple Watch-ის ისტორიაში.

Apple–მა Apple Watch Series 7-ში მინის სისქე 50%–ით გაზარდა. ახლა ის უფრო ძლიერი და უფრო გამძლეა ოპტიკური სიწმინდესთან კომპრომისზე წასვლის გარეშე.

საათი არის არის IP6X სერტიფიცირებული, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მისი ტარება როგორც სანაპიროზე, ისე აგარაკზე, მოგზაურობისას და უდაბნოშიც კი.

WR50 წყლისაგან დაცვის კლასი კი საშუალებას გაძლევთ საათთან ერთად ჩაყვინთოთ 50 მეტრის სიღრმეზე, იბანაოთ აუზში და ზღვაში. 

5. watchOS 8: ახალი მახასიათებლები.

ახალი ეკრანი საათის გამოყენებას საოცრად ამარტივებს. მე–7 სერია გვთავაზობს 2 დამატებით დიდი ზომის შრიფტს. გაიზარდა ინტერფეისი და ღილაკების ზომა უამრავ აპლიკაციაში.

ახალი QWERTY კლავიატურა ტექსტის თითით შეყვანის საშუალებას იძლევა. წერის პროცესში კლავიატურა ასევე შემოგთავაზებთ სიტყვებს კონტექსტიდან გამომდინარე, რასაც მანქანური სწავლების ხარჯზე აკეთებს.

6. ექსკლუზიური საათის სახეები.

მე–7 სერიის გამოშვებით, Apple–მა საათის ახალი სახეებიც შემოგვთავაზა. ორი მათგანი განკუთვნილია ექსკლუზიურად ახალი მოდელისთვის.

Contour – ხაზს უსვამს ეკრანის ახალ ფორმას: რიცხვების განლაგება იდეალურად ერწყმის ეკრანის მომრგვალებული კიდეებს და საოცრად ეფექტურია ისრების მოძრაობისას. საათის ეს სახე საშუალებას გვაძლევს, ჩვენი გემოვნების მიხედვით შევცვალოთ ფონისა და რიცხვების ფერი.

Modular Duo – ეს კონკრეტული სახე ციფრულ საათთან ერთად გვთავაზობს 3 სხვადასხვა საინფორმაციო ბლოკის ეკრანზე ერთდროულად ასახვას. 2 მათგანი დიდი ზომის მართკუთხა ფორმისაა, რომლებიც გვეხმარება ჩვენთვის ყველაზე საინტერესო და აუცილებელ ინფორმაციაზე თვალყურის დევნებაში.

7. განახლებები ველოსიპედისთვის.

Apple Watch–ს ახლა უკვე შეუძლია ველოსიპედით და ელექტრო სკუტერით გადაადგილების ამოცნობა. ეს ხდება ვარჯიშის დაწყებიდან დაახლოებით 5 წუთის შემდეგ. საათი თვალყურს ადევნებს რამდენ ხანს მოძრაობთ და დგახართ – მაგალითად, შუქნიშანზე. თუ დაგავიწყდებათ ვარჯიშის გამორთვა, საათი ამას შეგახსენებთ.

ასევე ოპტიმიზირებულია Fall Detection ფუნქცია. თუ ძლიერი დარტყმის შემდეგ ერთი წუთის განმავლობაში არ გადაადგილდებით, საათი ავტომატურად გამოიძახებს სასწრაფო–სამაშველო დახმარებას პირდაპირ მაჯიდან. ეს ფუნქცია ახლა ცნობს ვარდას როგორც ველოსიპედით გადაადგილებისას, ისე სხვა ვარჯიშებისას.

8. ტექნოლოგია ჯანმრთელობისათვის.

Apple Watch ძალიან ეფექტური მოწყობილობაა ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის. საათის აქვს ინოვაციური სენსორი სისხლში ჟანგბადის დონის გასაზომად – მნიშვნელოვანი ფუნქცია Covid19 პანდემიის დროს.

საათს ასევე შეუძლია ეკგ-ს გაკეთება, რაც ხელს უწყობს გულის გაუმართაობის ნიშნების იდენტიფიცირებას. Apple Watch Series 7 ასევე გვთავაზობს გულისცემის კონტროლს, ძილზე დაკვირვებას, სუნთქვის მონიტორინგს და უამრავ სხვა საინტერესო ფუნქციას თქვენი ჯანმრთელობისათვის.

Apple Watch Series 7

ასევე გაეცანით:

როგორ გავწმინდოთ Apple Watch?

როგორ გავაუქმოთ კავშირი Apple Watch-სა და iPhone-ს შორის?

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *