თუ რეგულარულად ცვლით Apple Watch-ის სახეს ეს გაიდი ნამდვილად თქვენთვისაა. Apple Watch სახის დროის მიხედვით ავტომატურად შესაცვლელად:
- გახსენით Shortcuts აპი თქვენს iPhone-ზე;
- აირჩიეთ Automation ეკრანის ბოლოში;
- გახსენით Create Personal Automation და მიუთიეთ Time of Day;
- აირჩიეთ Sunrise(მზის ამოსვლა) ან Sunset(მზის ჩასვლა) და შეეხეთ ღილაკს Next;
- აირჩიეთ Add Action და ძიების ველში შეიყვანეთ სიტყვა Watch;
- მოცემული შედეგებიდან აირჩიეთ Set Watch Face;
- Actions მენიუში უშუალოდ Set active watch face to–ს ქვემოთ, შეეხეთ ლურჯ Face ღილაკს;
- აირჩიეთ სასურველი საათის სახე;
- შეეხეთ ღილაკს Next და როდესაც მოქმედებების ეკრანი გამოჩნდება ხელახლა, გამორთეთ Ask Before Running გვერდით და დაადასტურეთ Don’t Ask მოთხოვნა;
- დასასრულებლად შეეხეთ Done.
! თქვენი ავტომატიზაცია შექმნილია და გამოჩნდება Automation ეკრანზე. საათის სახის შესაცვლელად არაფრის გაკეთება აღარ მოგიწევთ. საათი ავტომატურად შეიცვლის სახეებს მითითებული დროების მიხედვით.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.