დაიცავი ბალანსი!

ცხოვრებისეული სიმშვიდისა და ჰარმონიის მისაღწევად ბალანსის დაცვა მნიშვნელოვანია. ანალოგიურად ფოტოგრაფიაშიც.

კარგ ფოტოგრაფს ბალანსის უნარი უნდა გააჩდეს.

ბალანსი ფოტოგრაფიაში კომპოზიციის ტექნიკას გულისხმობს, რომელიც ფოტოს უხილავ ჩარჩოში დეტალების წესრიგში მოყვანაზეა პასუხისმგებელი, რათა თანაბარი ვიზუალური თხრობა მივიღოთ

ბალანსი ფოტოგრაფიაში არის:

  1. ვიზუალური ჰარმონია: როდესაც ფოტოში ელემენტების გალაგება დაბალანსებულია, გამოსახულება უფრო მიმზიდველი და კომფორტულია აღსაქმელად, იჭერს რა მნახველის მზერას, დიდხანს აყოვნებს მას.
  2. ერთგვარი სახელმძრვანელო მნახველის თვალისთვის: ბალანსი ეხმარება მნახველის ხედვასა და გონებას, რომ ყურადღება გაამახვილოს ფოტოზე არსებულ დეტალებზე თანმიმდევრულად. მთავარი ობიექტიდან დაფარულ ობიექტებამდე.
  3. ვიზუალური არეულობის შემცირება: დაუბალანსებელი ფოტო ქმნის ვიზუალურ არეულობას, რაც მნახველს აბნევს. დაბალანსებული ფოტო მნახველს საშუალებას აძლევს გაშიფროს ფოტოგრაფის სათქმელი.
  4. ემოციური გავლენა: კადრში ელემენტების სწორმა განლაგება მნახველში სწორ ემოციებს აღძრავს. გარდა ამისა, სიმშვიდის და სტაბილურობის განცდას სძენს მას.
  5. ხელოვანის ხელწერა: ბალანსს შეუძლია შექმნას უნიკალური ხელწერა, რომელიც ფოტოგრაფის ინდივიდუალიზმს, მის პროფესიონალიზმს გამოხატავს. ასევე, ერთგვარ საკომუნიკაციო ენას შექმნის.

როგორ მივაღწიოთ ბალანსს ფოტოგრაფიაში?

  1. კომპოზიიციის სტრატეგიულად აგებით, საგნების სწორი განთავსებით, როგორც სიმეტრიულად, ისე ასიმეტრიულად.
  2. მაშტაბების განსაზღვრით და პროპორციულობის დაცვით.
  3. ნეგატიური სივრცეების სწორად გამოყენებით.
  4. ფერებისა და შუქების განაწილებით.
  5. ჰორიზონტებისა და ვერტიკალების გასწორებით
  6. ექსპერიმენტების ჩატარებიტა და უკვე არსებულის განმეორებით.

თითოეულ საკითხს ანბანური თანმიმდევრობით განვიხილავთ შემდეგ ბლოგებში.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *