Bang & Olufsen ვიდეო სისტემებისა და Hi-End აუდიო აპარატურის მწარმოებელი დანიური კომპანიაა, რომელიც თითქმის საუკუნოვან ისტორიას ითვლის. ბრენდისათვის უმნიშვნელოვანესია მინიმალისტური დიზაინისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით შექმნილი პროდუქტის ყოველდღიურ ცხოვრებაში დანერგვა.
ყველაფერი დაიწყო სხვენში
ყველაფერი 1925 წელს ორი ენთუზიასტის სვენდ ოლუფსენისა და პიტერ ბენგის მეგობრობით დაიწყო. ახალგაზრდა ინჟინრებმა პირველი ლაბორატორია ოლუფსენების საგვარეულო სახლის სხვენში განათავსეს.
დუეტის პირველი მნიშვნელოვანი პროექტი იყო რადიო Eliminator. 1926 წლისთვის, ეს იყო ერთადერთი დენის წყაროზე მომუშავე რადიო, რადგან ქვეყანაში მოწყობილობების უმეტესობა ელემენტზე მუშაობდა.
მათი შემდეგი მნიშვნელოვანი მოწყობილობები ღილაკის კონტროლის მქონე Master-39CH რადიო და ევროპაში პირველი Reel-to-reel ფირის ჩამწერი Beocord-84U იყო.
Bang & Olufsen-ის დამფუძნებლები პიონერები იყვნენ არა მხოლოდ ტექნიკური ინოვაციების, არამედ დიზაინის სფეროშიც. ამის მიზეზი დანიური სახლებისა და ბინების ინტერიერის სწრაფი ცვლილება იყო. გამოწვევა, კი რადიო მიმღების დიზაინის თანამედროვე ინტერიერზე მორგებაში მდგომარეობდა.
ფუნქციონალისა და დიზაინის შერყწმაზე მუშაობამ კი საფუძველი დაუდო კომპანიის იმ სახის სამუშაო სტილსა და მიმართულებას, რომელი სახითან დღეს ჩვენ ვიცნობთ.
საოცარი ხმა. ეფექტური დიზაინი.
Bang & Olufsen-ის თითოეული პროდუქტი ინოვაციურია. მომხმარებელი მარტივად იცნობს პროდუქტს მაშინაც კი თუ მას მაიდენტიფიცირებელ ნიშანს მოვაშორებთ.
BeoSound Balance
მოდით განვიხილოთ Beosound Balance, რომელიც შთაგონებულია ავეჯის დიზაინით. მისი რბილი მომრგვალებული სილუეტი ნათურას მოგვაგონებს. დინამიკი იდეალურად ბრტყელია ყველა მხრიდან, რაც მას ხმის 360 გრადუსით გავრცელებაში ეხმარება. მის დასამზადებლად გამოყენებულია მუხის ხე და უმაღლესი ხარისხის ტრიკოტაჟი – კომბინაცია, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს მოერგება.
ამავდროულად, მოწყობილობა არ არის გადატვირთული ღილაკებით, რომლებიც თითქოს საერთოდ არ აქვს. სინამდვილეში, საკონტროლო პანელი არის სენსორული და ზედა პანელის ჭრილში იმალება. ასეთი გადაწყვეტის წყალობით, მომხმარებელი ასრულებს სასიამოვნო ტაქტილურ ქმედებას, ხოლო საკონტროლო პანელი არ ამახინჯებს მოწყობილობის იერსახეს.
BeoSound Explore
პორტატულ მოწყობილობებს შორის აუცილებლად უნდა გამოვყოთ BeoSound Explore, რომელიც ვიზუალურად თერმულ ჭიქას წააგავს. დინამიკი არის მსუბუქი (მხოლოდ 631 გრამი), გამძლე (ქეისი ნაკაწრებისადმი მდგრადია, ასევე მტვერ და წყალგაუმტარი), კომპაქტური და საოცრად მარტივი სატარებლად.
საინტერესოა, რომ ორი ასეთი მოწყობილობით შესაძლებელია სტერეო დუეტის მიღება. დინამიკების სინქრონიზაცია Bluetooth–ის დახმარებით ხდება. ასეთ ფორმატში დინამიკები ასრულებენ მარცხენა/მარჯვენა სპიკერის როლს. დინამიკების დაწყვილებით, გაორმაგებული ხმის გარდა მიიღებთ საოცრად დაბალანსებულ ჟღერადობას – ერთი დინამიკი მეტად კონცენტრირდება ინსტრუმენტებზე, ხოლო მეორე ვოკალზე.
უნაკლო ხმა ყველა სახლში
Bang & Olufsen-ის აკუსტიკა პირველივე ნოტებიდან გამორჩეულია. ხოლო იმის გასაგებად, თუ როგორ ახერხებენ კომპანიის ინჟინრები ასეთი ფართო და მკაფიო ხმის შექმნას, საჭიროა, ვესტუმროთ მათ სათაო ოფისს დანიაში, ქალაქ სტრუერში.
ოფისში განთავსებულია რამოდენიმე საცდელი ოთახი, სადაც იტესტება თითოეული პორტატული დინამიკი. ოთახები არის სხვადასხვა ტიპის, მათ შორის საცხოვრებელი სახლის მისაღების ოთახის ტიპი, ცარიელი კუბის ფორმის ოთახი და სხვა. დინამიკებისათვის ასევე გათვალისწინებულია ტესტირებები ღია ცის ქვეშ.
ზოგიერთი ტესტი კომპანიის თანამშრომლებზეც ტარდება. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა შეფასების გამეორება მინიმალური ცდომილებით. მაგალითად, თუ თანამშრომელმა პირველ ტესტზე დინამიკს 9 ქულა დაუწერა და რამდენიმე კვირის შემდეგ მისი შეფასება 0,5 ქულაზე მეტით შეიცვალა, ის გამოირიცხება ფოკუს ჯგუფიდან. სტატისტიკის მიხედვით, 20 ადამიანში მხოლოდ ერთს აქვს ასეთი სრულყოფილი სმენა.
Beoplay A9
მოცემულ ფოტოზე ნაჩვენებია კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი პროდუქტი – Beoplay A9 სახლის აუდიო სისტემა. დინამიკს აქვს შთამბეჭდავი ტექნიკური მახასიათებლები: სენსორული და ხმის კონტროლი, დამახასიათებელი უნაკლო ჟღერადობა, 480 ვატიანი ციფრული გამაძლიერებელი სისტემა და ჩაშენებული ოთახზე ადაპტირებადი სისტემა.
ამავდროულად, Beoplay A9 გამოიყურება ინტერიერის უჩველო ნაწილი. მიუხედავად მისი შთამბეჭდავი ზომებისა (A9 არის 701 მმ დიამეტრი), ის ძალიან მინიმალისტურად გამოიყურება და არ საჭიროებს ოთახის შორეულ კუთხეში დამალვას. ბადეების ფერის შეცვლის საშუალება კი სისტემას ძალიან მრავალმხრივს ხდის.
სხვათა შორის, ცნობილ ინჟინრებთან, არქიტექტორებთან და დიზაინერებთან თანამშრომლობამ შედეგი გამოიღო. 1978 წელს Bang & Olufsen-მა მოაწყო საკუთარი გამოფენა ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში. მუზეუმის მუდმივ კოლექციაში დღემდეა წარმოდგენილი ათამდე პროექტი, რაც თავისთავად დიდი მიღწევაა.
ყველაფერი იწყება და მთავრდება ზრუნვით.
ტექნოლოგია ხშირად გვირთულებს ყოველდღიურობას, თუმცა მათი შექმნის მიზეზი სწორედ ამის გამარტივებაა. Bang & Olufsen-მა მოახერხა ყოველდღიურ ყოფასა და მომხმარებლის მოთხოვნებს შორის ბალანსის პოვნა.
Beolit 20
პორტატული დინამიკი Beolit 20, ვიზუალურად პიკნიკის კალათას წააგავს და თითქოს კემპინგზე ან წვეულებაზე წაღებას გვთხოვს. სპიკერი დამზადებულია გამძლე, მაგრამ მსუბუქი (2,7 კგ) ანოდიზირებული ალუმინისგან და აქვს ტყავის სამაჯური, რაც მის გადაადგილებას ძალიან ამარტივებს.
Beolit 20 გვთავაზობს Power Bank ფუნქციას. ზედა პანელს აქვს სპეციალური ჩაღრმავება, ცენტრში მრგვალი დამუხტვის სიმბოლოთი. ზედაპირი დამზადებულია პოლიურეთანისგან, რაც ნიშნავს, რომ მასზე დადებული ნივთი არ ჩამოცურდება და არც ჭუჭყის მოშორებას დასჭირდება ზედმეტი ძალისხმევა.
დინამიკის კონტროლი აპლიკაციის გამოყენებითაც არის შესაძლებელი. ჩამოტვირთეთ Bang & Olufsen აპი თქვენს iPhone-ზე ან iPad-ზე და ისიამოვნეთ მუსიკით ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.
კიდევ ერთი საოცარი ფუნქცია არის ოთახთან ადაპტაცია. სისტემა აანალიზებს მოწყობილობის მდებარეობას ოთახში, გამოსცემს ხმას სხვადასხვა სხიშირით და განსაზღვრავს თუ რა მიმართულებით და რა ინტენსივობით არის საჭირო ხმის მიწოდება. ეს ყველაფერი დამაბნეველად ჟღერს თუმცა თქვენ არაფრის კეთება არ გიწევთ, უბრალოდ ისიამოვნეთ ხმით.
ვერდიქტი ნამდვილად ცალსახაა
Bang & Olufsen–ის დიზაინერული ყურსასმენები, დინამიკები და აუდიო სისტემები ნამდვილად ჯადოსნურ და უნიკალურ გამოცდილებას გვთავაზობს, იქნება ეს მუსიკის მოსმენა, ფილმის ყურება, თუ სატელეფონო საუბარი. იგრძენი განსხვავება პირველივე ბგერიდან.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.