iOS 15–ის გამოსვლით Facetime–ს უამრავი ახალი ფუნქცია დაემატა. ერთ–ერთი მათგანია Voice Cancelation, რომლის დახმარებითაც თანამოსაუბრეებს გაუმარტივდებათ თქვენი ხმის მოსმენა. 

ზარის დროს, თქვენი მოწყობილობის მიკროფონი აგროვებს ხმების ფართო სპექტრს, ხოლო Voice Cancelation კი სწორედ ამ ხმებს ბლოკავს და ანიჭებს პრიორიტეტს მოსაუბრეების ხმას და მკაფიოდ გადასცემს მას.

შესაძლოა ხმის დაბლოკვის მაგივრად უფრო ფართო სპექტრით მოსმენაც დაგვჭირდეს. ამისათვის iOS 15-მა Wide Spectrum ფუნქცია შემოგვთავაზა, რომელიც პირიქით აძლიერებს მიღებულ ხმებს.

ფუნქციების გააქტიურებისათვის ვიდეო ზარისას შეასრულეთ შემდეგი ნაბიჯები (iOS 15 / iPadOS 15):

  • დაიწყეთ FaceTime ვიდეო ზარი ან გამოიყენეთ სხვა აპლიკაცია ვიდეო ზარის ფუნქციით;
  • ჩამოშალეთ საკონტროლო ცენტრი ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხიდან;
  • შეეხეთ მიკროფონის ღილაკს;
  • აირჩიეთ ხმის სპექტრი Standard, Voice Isolation, და Wide Spectrum–ს შორის.


თქვენი არჩეული რეჟიმი გააქტიურდება, რომლის გამორთვაც ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი იმავე მოქმედებების შესრულებით.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *