iCloud არის Apple–ის Cloud სერვისია, სადაც თქვენი მონაცემები და ფაილები ინახება: სარეზერვო ასლები, ფოტოები, ვიდეოები, ჩანიშვნები, კალენდრები და სხვა. მონაცემები სინქრონიზებულია ერთ Apple ID-სთან დაკავშირებულ თითოეულ მოწყობილობას შორის.
! iCloud– ში ფოტოების სანახავად, პირველ რიგში საჭიროა მათი ატვირთვა. ამისათვის, iOS მოწყობილობებზე გააქტიურეთ “iCloud Photos” ვარიანტი – Settings > Photos > iCloud Photos.
! iCloud-ის არასასურველი მონაცემებისაგან გასასუფთავებლად, შესაძლებელია როგორც არსებული ფოტოებისა და არასაჭირო მედია ფაილების წაშლა, ისე ახალი ფოტოების ატვირთვის გაუქმება. ამისათვის:
- გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი Apple ID-ით ვებსაიტზე www.icloud.com;
- Photos განყოფილებაში აირჩიეთ რამდენიმე ან ყველა ფოტო და ვიდეო და შეეხეთ წაშლის სიმბოლოს;
- ამის შემდეგ მონაცემები გადადის “Recently Deleted” საქაღალდეში – ისევე, როგორც iPhone-ზე ან Mac-ზე. ეს საქაღალდეც იკავებს ადგილს და არ დაგავიწყდეთ მისი გასუფთავებაც. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ამის შემდეგ ფაილების აღდგენა შეუძლებელი გახდება.
! თუ გსურთ iCloud–დან ფოტოს წაშლა და მოწყობილობაზე მისი შეანრჩუნება წინასწარ გამორთეთ სინქრონიზაცია – Settings > თქვენი სახელი > iCloud – Photos და გამორთეთ “iCloud Photos”.
! iCloud-დან iPhone-ში ფოტოს დასაბრუნებლად გახსენით Settings > თქვენი სახელი > iCloud – Photos და გაააქტიურეთ “iCloud Photos”.
მნიშვნელოვანია: თუ ჩართული გაქვთ “Storage Optimization” ფუნქცია, გაითვალისწინეთ, რომ მაღალი ხარისხის ფოტოები ინახება iCloud-ში. ხოლო თქვენს მოწყობილობაზე ისინი ხელმისაწვდომია დაბალახარისხიანი ასლების სახით. თუ გამორთავთ Cloud სინქრონიზაციას და
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.