ტექნიკის მაღაზიები სავსეა მოწყობილობებით, რომლებიც მეტ-ნაკლებად შესაფერისია სწავლისთვის, სწორედ ამიტომ შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ რამდენიმე კრიტერიუმი.
ჩვენ მოვამზადეთ მიმოხილვა როგორც სკოლის მოსწავლეების, სტუდენტებისა და მასწავლებლებისთვის, ისე მშობლებისთვის, ვინც შვილისთვის კომპიუტერის არჩევის წინაშე დგას.
1. ზომა, წონა და პორტაბელურობა
სტუდენტები და მასწავლებლები მუდმივად მოძრაობაში არიან: ლექციები სხვადასხვა აუდიტორიებში, გაკვეთილები, ბიბლიოთეკაში ვიზიტები, საქმიანი შეხვედრები და ა.შ. ამიტომ, დესკტოპ კომპიუტერი მათთვის შესაფერისი ნამდვილად არ არის. ასეთ რეჟიმში ლეპტოპი უფრო მოსახერხებელია – თხელი, მსუბუქი და პორტატული.
ოპტიმალური ეკრანის დიაგონალია 13-14 ინჩი – მოსახერხებელი ინტერნეტ სერფინგი, ჩანაწერების შექმნა, ელ–ფოსტის შემოწმება და პრეზენტაციების შექმნა. ამასთან ერთად, კომპიუტერი მთელ მაგიდას არ იკავებს.
ჩვენ გირჩევთ, გაეცნოთ MacBook Air M1–ს. მისი ეკრანის დიაგონალი 13.3 ინჩია. ეს ლეპტოპი ერთ-ერთი ყველაზე თხელი და მსუბუქია მსოფლიოში: სისქე – 0.41-1.61სმ, ხოლო წონა – 1.29 კგ. დაივიწყეთ მძიმე ჩანთა და უამრავი კონსპექტი – Mac ამ ყველაფერს ადვილად ჩაანაცვლებს.
2. წარმადობა
ახალი MacBook Air M1 ჩიპით საოცრად სწრაფი და ენერგოეფექტური ლეპტოპია. M1 ჩიპსეტი აერთიანებს რამდენიმე ჩიპს და მოიხმარს უფრო ნაკლებ ენერგიას.
MacBook Air ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება როგორც ყოველდღიურ დავალებებს, ისე კომპლექსურ და რთულ ამოცანებსა და პროგრამებს.
თუ პროფესიონალურ პროგრამებში გეგმავთ მუშაობას და თქვენი საქმიანობა დაკავშირებულია გრაფიკასთან, კოდთან, ხმასთან – უფრო კარგად გაეცანით MacBook Pro. იგი აღჭურვილია გაგრილების აქტიური სისტემით და სხვა მოდელებთან შედარებით უფრო ნაკლებად ხურდება რთულ ამოცანებზე მუშაობისას.
3. გამოყენების სიმარტივე
ერთი შეხედვით შეუმჩნეველი თუმცა უმნიშვნელოვანესი კრიტერიუმი, რომელსაც მომხმარებლების უმეტესობა ყურადღებას არ აქცევს, რაც დიდი შეცდომაა.
Apple ტექნოლოგიას აქვს უნიკალური უპირატესობა – კომპანია ავითარებს არა მხოლოდ პროდუქტს, არამედ პროგრამულ უზრუნველყოფას. სრული თავსებადობის წყალობით, პროგრამული უზრუნველყოფა იმდენად მოქნილია, რომ მუშაობის ეფექტურობას ერთი ათად ზრდის.
Apple ასევე იძლევა გარანტიას ოპერაციული სისტემის უახლესი განახლებების მხარდაჭერის შესახებ 5-6 წლის განმავლობაში. ანუ, თქვენი ლეპტოპი შეინარჩუნებს აქტუალურობას შესყიდვიდან მინიმუმ 5 წლის განმავლობაში.
4. ხმა და კამერა
გაკვეთილები, ლექციები, სემინარები, კურსები, რეპეტიტორობა – დღესდღეობით ეს ყველაფერი ონლაინ ფორმატს მოერგო. ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ჩანხართ თქვენ და როგორ ისმის თქვენი ხმა, იგივეა თქვენი თანამოსაუბრის შემთხვევაშიც. ეს ყველაფერი კი როგორც მოგეხსენებათ კამერასა და მიკროფონზეა დამოკიდებული.
ახალი MacBook Air და Pro აღჭურვილია გაუმჯობესებული 720p FaceTime HD კამერით. გარდა ამისა, გამოსახულება მუშავდება უშუალოდ სისტემის მიერ: ის ზრდის დეტალიზაციას და არეგულირებს თეთრი ფერის ბალანსს.
მაღალი ხარისხის ხმას უზრუნველყოფს სამი მიკროფონის სისტემა, რომელსაც აქვს სტუდიური ხარისხის აუდიოჩაწერის მხარდაჭერა. მოგისმენენ, ისე თითქოს იმყოფებით მათ გვერდით.
5. კლავიატურა
MacBook M1 აღჭურვილია Apple-ის სუპერ კომფორტული Magic Keyboard-ით. რბილი კლავიშები და მკაფიო რეაგირება საოცრად სასიამოვნოა მუშაობისას, რაც ამავდროულად საგრძნობლად ამცირებს შეცდომების დაშვების ალბათობას უშალოდ ტექსტის აკრეფისას.
ჟესტების მხარდაჭერის მქონე ტრეკპედი კი იდეალურად ანაცვლებს მაუსს. თუმცა, თუ გეგმავთ ხატვას, გრაფიკის რედაქტირებას, ვიდეო ან ფოტო მონტაჟს აუცილებლად განიხილეთ Magic Mouse – უსადენო მაუსი Touch ზედაპირით.
6. ეკრანი და გამოსახულება
M1–ზე დაფუძნებულ Mac გვთავაზობს 13.3 ინჩიან Retina ეკრანს. პიქსელების მაღალი სიმჭიდროვე და 2560×1600 გაფართოება თქვენს ფოტოებსა და ვიდეობს გამორჩეულ სიცოცხლეს ანიჭებს.
P3–ის ფერთა ფართო სპექტრის წყალობით მწვანე და წითელი ფერის ხარისხი და ჩვენება sRGB–სთან შედარებით 25%–ით არის გაუმჯობესებული.
განახლებული სისტემა ასევე გვთავაზობს Night Shift ტექნოლოგიის მხარდაჭერას, რაც ჭარბი განათების პირობებში თვალების ნაკლებად დაღლაზეა ორიენტირებული.
ეკრანის მაღალი ხარისხი უმთავრესი კრიტერიუმია ისეთი პროფესიის მქონე ადამიანებისათვის როგორიცაა: დიზაინი, ფოტოგრაფია, ხატვა, არქიტექტურა, ვიდეო მონტაჯი და გრაფიკასთან კავშირსი არსებული სხვა პროფესიებისათვის.
7. ავტონომიურობა და ხმაური
ახალ ლეპტოპის შეძენის შემთხვევაში არავის უნდა დენცქვიტების მუდმივი ძიება საკლასო ოთახებში, აუდიტორიებში, დერეფნებში და კაფეებში.
ახალი MacBook M1 ავტონომიურობაშიც საკმაოდ დაწინაურდა. განახლებული ელემენტი ერთი სრული მუხტით MacBook Air-ის შემთხვევაში 18 საათამდე, ხოლო MacBook Pro–ს შემთხვევაში 20 საათამდე სამუშაო დროს გვთავაზობს.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი თაობის MacBook Air საერთოდ არ გამოსცემს ხმას, რადგან მასში არ გვხვდება ტრადიციული ქულერები. განახლებული კორპუსი ალუმინის სითბოს ამრიდი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ანეიტრალებს წარმოებულ სიმხურვალეს.
8. აპლიკაციების არჩევანი
Apple ასევე გვთავაზობს ძალიან მაგარი და ამავდროულად უფასო აპლიკაციების უზარმაზარ არჩევანს, რაც ძალიან მოსახერხებელია სხვადასხვა სასწავლო აქტივობებისას. MacBook–ის შეძენისას აპლიკაციები უკვე დაინსტალირებულია თუმცა სასურველი აპის არ არსებობის შემთხვევაში ეწვევით თქვენთვის კარგად ნაცნობ App Store-ს.
Trello დაგეხმარებათ თქვენი სამუშაო დღის დაგეგმვაში და დავალებების მართვაში. Pages აპლიკაცია შესანიშნავია ჩანაწერების შესაქმნელად. Numbers აპლიკაცია შექმნილია როგორც მარტივი ისე რთული გამოთვლებისთვის. Keynote იდეალურია საინტერესო პრეზენტაციების, ლექციებისა და პრაქტიკული დავალებების შესაქმნელად.
ამას გარდა, Apple გვთავაზობს Pro პროგრამების პაკეტს. ეს არის პროფესიონალური ვიდეო და მუსიკალური პროგრამული უზრუნველყოფის ნაკრები – Final Cut Pro, Motion, Compressor, Logic Pro და MainStage.
9. ეკოსისტემა
ძლიერი და სწრაფი ლეპტოპი შესანიშნავია. თუმცა ასეთივე მნიშვნელოვანია, თუ როგორ მუშაობს ის თქვენს სხვა გაჯეტებთან მიმართებაში.
Apple–ის ეკოსისტემა ბრენდის თითოეული მოწყობილობის უწყვეტი ურთიერთქმედებაა. iPhone, iPad, Apple Watch, MacBook, Apple TV და HomePod სმარტ სპიკერი პროგრამულად არის დაკავშირებული. ეს კი საოცრად ამარტივებს სასწავლო და სამუშაო პროცესს.
აქ მოცემულია მხოლოდ რამდენიმე გზა, თუ როგორ მუშაობს MacBook, iPhone ან iPad–თან ერთად:
- Handoff – იწყებ მუშაობას ერთ მოწყობილობაზე და ამთავრებ მეორეზე;
- გაცვლის უნივერსალური ბუფერი – დააკოპირეთ ტექსტი, ფოტოები ან ბმულები iPhone–ზე და ჩასვით MacBook– ში;
- Wi-Fi პაროლების სინქრონიზაცია – პაროლის შეყვანა საჭიროა მხოლოდ ერთხელ და ისიც ერთ მოწყობილობაზე;
- Continuity კამერა – დაასკანირეთ დოკუმენტი ან გადაიღეთ ფოტო iPhone–ზე და სურათი მყისიერად აისახება თქვენს Mac–ში.
10. Spotlight და ეკრანის ჩაწერა
მოსწავლეები და სტუდენტები, ისევე როგორც პედაგოგები და ლექტორები, კომპიუტერში უამრავი რაოდენობის ფაილს ინახავენ, რომელთა შორის კონკრეტულის მოძიება ნამდვილად არ არის მარტივი.
ამ ამოცანის გადასაჭრელად Apple–მა დანერგა Spotlight. სისტემა საშუალებას გაძლევთ მყისიერად იპოვოთ ნებისმიერი დოკუმენტი თქვენს კომპიუტერში. საკმარისია საძიებო ველში შეიყვანოთ სიტყვა ან ფრაზა და სისტემა მოგაწვდით ყველა დოკუმენტს თქვენი მოთხოვნის შესაბამისად.
ეკრანის ჩაწერა კი ნამდვილი მარჯვენა ხელია მასწავლებლებისთვის. პროგრამა იძლევა ლექციების ჩაწერის საშუალებას, რაც თავის მხრივ ამარტივებს პროგრამასთან და აპლიკაციასთან მუშაობის სპეციპიკების ახსნას.
აქსესუარები
ახლა, როდესაც გჭირდებათ თანამედროვე სამუშაო ინსტრუმენტი უმეტეს ყოველდღიური და საგანმანათლებლო ამოცანებისთვის, მნიშვნელოვანია იზრუნოთ თქვენს Mac აქსესუარებზეც. ISpace– ში, 16 აგვისტოდან 12 სექტემბრამდე, არის სპეციალური ფასები ზოგიერთი გადამყვანის, ჩანთების, ყდის, ყურსასმენების და სხვა. აირჩიე შენი არჩევანი!
Belkin Case | Laptop Bag | Laptop Bag |
49 GEL | 49 GEL | 49 GEL |
LaCie 1 ТВ | LaCie 2 ТВ | LaCie 1 ТВ |
TRANSCEND 240 GB | TRANSCEND 480 GB | TRANSCEND 960 GB | Dock Station CANYON |
159₾ | |||
Cleaning Kit #1 | Cleaning Kit #2 | Cleaning Kit #3 |
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.