Safari-ს ახალი ფუნქცია, საშუალებას გვაძლევს შევცვალოთ ფონური ფოტოსურათი ყველა მოწყობილობაზე ერთდროულად. 

ფონის არჩევა შესაძლებელია როგორც Apple–ის მიერ შემოთავაზებული ფოტოებიდან, ისე თქვენი პირადი ფოტოგალერეიდან. 

ფონის შესაცვლელად:

  1. გახსენით Safari-ის საწყისი გვერდი Apple-ის ნებისმიერ მოწყობილობაზე;
  2. iPhone/iPad-ზე ჩამოსქროლეთ და შეეხეთ Edit ღილაკს, ხოლო Mac-ზე შეეხეთ პარამეტრების სიმბოლოს მარჯვენა ქვედა კუთხეში;
  3. გააქტიურეთ გაააქტიურეთ პუნქტი “Background Image”;
  4. აირჩიეთ ან დაამატეთ სასურველი ფოტოსურათი;
  5. გაააქტიურეთ “Use Start Page on All Apple Devices;

! გაითვალისწინეთ, რომ ფონური ფოტოსურათის ერთსა და იმავე Apple ID-ზე დაკავშირებულ მოწყობილობებს შორის სინქრონიზაციას რამდენიმე წუთი სჭირდება. 

! ფუნქცია მუშაობს iOS 15, iPadOS 15, macOS 12 Monterey და უფრო ახალ ვერსიებზე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.