გყავთ ოჯახის ოჯახის წევრი ან მეგობარი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს და იტაცებს მუსიკა? არასდროს გადიან სახლიდან ყურსასმენების გარეშე ან სულაც პროფესიონალი მუსიკოსები არიან? დღევანდელ ნაკრებში შემოგთავზებთ რამოდენიმე საჩუქარს, რომელთა ნაძვის ხის ქვეშ აღმოჩენაც ასეთ ადამიანებს საოცრად გააბედნიერებს.

საახალწლო საჩუქრები მუსიკის მოყვარულებისთვის.

AirPods 2nd Gen.

კომპაქტური ყურსასმენები სენსორული კონტროლით და უსადენო დამუხტვით.

თითოეული ყურსასმენი მხოლოდ 4 გრამს იწონის, რის გამოც თითქმის არ იგრძნობა ტარებისას. თუმცა ამავდროულად, გვთავაზობს საოცრად ცოცხალ და მძლავრ ხმას, დაბალანსებული ბასით.

AirPods 2-ში ჩაშენებული მიკროფონები როგორც ტელეფონზე საუბრის, ისე ხმოვანი შეტყობინებების ჩაწერის საშუალებას გვაძლევს.

მეორე თაობის AirPods ძირითადად ყოველდღიური ყურსასმენის დანიშნულებით გამოიყენება.

საახალწლო საჩუქრები მუსიკის მოყვარულებისთვის.

AirPods Pro.

ვაკუუმური ყურსასმენები აქტიური ხმაურის დახშობით და ადაპტირებადი ექვალაიზერით, რომელიც მაქსიმალურად ზუსტად არეგულირებს და არგებს ხმას მომხმარებლის ყურის ფორმას.

AirPods Pro აღჭურვილია სილიკონის ყურის ბალიშებით, რომლებიც მყარად ამაგრებენ ყურსასმენს ყურში – იდეალურია სპორტული აქტივობებისთვის.

ყურსასმენები ასევე ახშობენ გარე ხმაურს და ხელს უშლიან ხმის გაფანტვას.

სივრცული აუდიო ლაივ მოსმენის განცდას ქმნის: ხმის ინტენსივობა და მოცულობა ადამიანის პოზიციის მიხედვით იცვლება.

AirPods Pro–ს აქვს IPX4 დაცვა, რაც ნიშნავს რომ ყურსასმენი მდგრადია ოფლის, წვიმის ან წყლის მსუბუქი შხეფების მიმართ.

საახალწლო საჩუქრები მუსიკის მოყვარულებისთვის.

AirPods 3rd Gen.

AirPods 3 კომფორტულად და უსაფრთხოდ ჯდება ყურის ნიჟარაში. ის მყარად არის დაფიქსირებული და არ ვარდება ისეთი აქტივობებისას როგორიცაა სირბილი, ველოსიპედით სიარული და სხვა. 

დინამიური დრაივერი იყენებს სპეციალურ გამაძლიერებელს, რომელიც ხმას წარმოუდგენელ დეტალიზაციას სძენს. ნოტები და ხმები საშუალებას გვაძლევს, ვისიამოვნოთ ჟღერადობის მთელი სპექტრით – ღრმა, მდიდარი ბასიდან კრისტალურად სუფთა მაღალ ნოტებამდე.

AirPods 3, ისევე როგორც Pro, აღჭურვილია ადაპტირებადი ექვალაიზერით, სივრცითი აუდიოს მხარდაჭერით და აქვს IPX4 დაცვა.

საახალწლო საჩუქრები მუსიკის მოყვარულებისთვის.

AirPods Max.

ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება AirPods Max–ის დიზაინი და ერგონომიულობაა. ანოდირებული ალუმინის ორივე ყური ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ბრუნავს და ჩერდება ყველაზე კომფორტულ მდგომარეობაში.

მოწყობილობა აღჭურვილია 2 მძლავრი H1 პროცესორით, რომლებიც ასრულებენ წამში 9 მილიარდ ოპერაციას. ხმის შესანიშნავი ხარისხი და კარგი ბასები კი მიიღწევა 40 მმ დინამიური დრაივერებით.

AirPods Max აქვს სენსორები, რომლებიც ზომავს თქვენი ყურის გეომეტრიას, თავის პოზიციას და ავტომატურად არეგულირებს დაბალ და საშუალო სიხშირეებს. 

AirPods Max ელემენტი 20 საათიან სამუშაო დროს გვთავაზობს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ხუთწუთიანი დამუხტვა 1,5 საათიან სამუშაო დროს უზრუნველყოფს.

საახალწლო საჩუქრები მუსიკის მოყვარულებისთვის.

Bang & Olufsen BeoSound 1.

ეს არის მძლავრი პორტატული დინამიკი, რომელიც დამზადებულია ანოდირებული ალუმინისგან. მისი კვების წყაროა ელემენტი, რომელიც ავტონომიურ რეჟიმში ერთი სრული მუხტით 12 საათიან სამუშაო დროს გვთავაზობს (ხმის საშუალო დონეზე).

Beosound 1–ს მართვა სახალისო და საკმაოდ ინტუიციურია. სენსორი მდებარეობს ზედა პანელზე: ჩასართავად შეეხეთ დინამიკის ზედაპირს, ხმის დასარეგულირებლად გამოიყენეთ რგოლიკი, ხოლო ტრეკების შესაცვლელად გაასრიალეთ თითი ზედაპირზე.

საახალწლო საჩუქრები მუსიკის მოყვარულებისთვის.

Bang & Olufsen Beosound A1 2Gen.

სუპერ–პრაქტიკული უსადენო დინამიკი სრულიად წყალგაუმტარია, არ აშინებს ქვიშა და მცირე სიმაღლიდან ვარდნაც კი, რაც მას იდეალურ ქალაქგარე კომპანიონად აქცევს. დინამიკში ასევე გათვალისწინებულია ინტეგრირებული ხმის ასისტენტი და სპიკერ–ტელეფონი. 

წინა თაობასთან შედარებით, მეორე თაობის Beosound A1 გამოირჩევა საოცარი ხმით, რაც Bluetooth მხარდაჭერით არის განპირობებული. ასევე გაიზარდა მისი ავტონომიური მუშაობის დრო, რამაც 18 საათამდე მიაღწია.

დინამიკს საკმაოდ მაღალი და მკაფიო ჟღერადობა აქვს. თუ დინამიკის ხმა თქვენთვის არასაკმარისად მაღალია, შესაძლებელია მისი დაწყვილება იმავე მოდელისა და სერიის დინამიკთან.

საახალწლო საჩუქრები მუსიკის მოყვარულებისთვის.

Bang & Olufsen Beolit 20.

პორტატული დინამიკი Beolit 20 დამზადებულია გამძლე, მაგრამ მსუბუქი (2,7 კგ) ანოდიზირებული ალუმინისგან და აქვს ტყავის სამაჯური, რაც მის გადაადგილებას ძალიან ამარტივებს. 

Beolit 20 გვთავაზობს Power Bank ფუნქციას. მისი ზედაპირი დამზადებულია პოლიურეთანისგან, რაც ნიშნავს, რომ მასზე დადებული ნივთი არ ჩამოცურდება და არც ჭუჭყის მოშორებას დასჭირდება ზედმეტი ძალისხმევა.

დინამიკის კონტროლი აპლიკაციის გამოყენებითაც არის შესაძლებელი. ჩამოტვირთეთ Bang & Olufsen აპი თქვენს iPhone-ზე ან iPad-ზე და ისიამოვნეთ მუსიკით ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე. 

კიდევ ერთი საოცარი ფუნქცია არის ოთახთან ადაპტაცია. სისტემა აანალიზებს მოწყობილობის მდებარეობას ოთახში, გამოსცემს ხმას სხვადასხვა სხიშირით და განსაზღვრავს თუ რა მიმართულებით და რა ინტენსივობით არის საჭირო ხმის მიწოდება.

საახალწლო საჩუქრები მუსიკის მოყვარულებისთვის.

Bang & Olufsen Beoplay E8 3rd Gen.

პრემიუმ გარეგნობა: ყურსასმენების ელეგანტური ფორმა და ტყავის ბრენდირებული დამტენი ქეისი.

ხმა მაქსიმალურად რეალისტურია: ერთი შეხებით შესაძლებელია გადაერთოთ მუსიკის მოსმენასა და გარე სამყაროს მოსმენას შორის, ან სულაც გააუმჯობესოთ ხმის ხარისხი ზარებში და ფოკუსირდეთ ხმაზე.

ელემენტის მუშაობის ხანგრძლივობა წინა თაობასთან შედარებით საკმაოდ გაიზარდა, ახლა ერთი სრული მუხტი 35 საათიან სამუშაო დროს გვთავაზობს, მათ შორის ოთხი დამატებითი დამუხტვის ციკლი.

საახალწლო საჩუქრები მუსიკის მოყვარულებისთვის.

Bang & Olufsen Beoplay HX.

Beoplay HX არის ძალიან მსუბუქი (მხოლოდ 285 გრამი) და კომპაქტური ყურსასმენი. ასეთი კომპაქტურობა მათ იდეალურ კომპანიონად აქცევს, მითუმეტეს თუ ხშირად გვიწევს გადაადგილება ერთი ადგილიდან მეორეზე.

რაც მთავარია, თქვენი საყვარელი მუსიკით და ნათელი დაბალანსებული ხმით ისიამოვნებთ 40 საათის განმავლობაში. ეს ყველაფერი კი გააქტიურებული Bluetooth-ით და 35 საათამდე ხმაურის აქტიური დახშობით.

ყურსასმენი ასევე ირგებს ხარისხიანი გარნიტურის როლს. საუბრის სისუფთავე გააოცებს ყველაზე პრეტენზიულ მომხმარებელსაც კი.

Beoplay HX ყურსასმენები გამოირჩევა ესთეტური გარეგნობით – ნატურალური ტყავის, პრემიუმ ხარისხის ალუმინის და ქსოვილის სინთეზი საოცრად პრემიალურ კომბინაციას ქმნის.

საახალწლო საჩუქრები მუსიკის მოყვარულებისთვის.

Bang & Olufsen Beoplay Portal.

თუ თქვენი მეგობარი დიდ დროს უთმობს გეიმინგს და განსაკუთრებულ ყურადღებას ანიჭებს თამაშის ხმის ხარისხს BeoPlay Portal იდეალური საჩუქარი იქნება.

Beoplay Portal გვთავაზობს უწყვეტ Bluetooth კავშირს Xbox კონსოლთან.

ყურსასმენების მოცულობითი და დეტალური ხმა, ნებისმიერ ადამიანს მოწყვეტს რეალობისგან.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *