თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი iPhone დროთა განმავლობაში საკმაოდ ნელი გახდა, სავარაუდოდ, დაგროვდა ქეში. სიტუაცია კრიტიკული ნამდვილად არ არის და მისი გამოსწორება საკმაოდ მარტივია. ბლოგში გიამბობთ თუ რა უნდა მოიმოქმედოთ.
პირველ რიგში რა არის ქეში?
ქეში იგივე ფარული მონაცემებია, რომელთაც სისტემა ინახავს და იყენებს ყოველდღიურად. მაგალითისთვის, თუ თქვენ ყოველდღიურად იყენებთ Safari ბრაუზერს, iOS ამას ხედავს და იმახსოვრებს იმ ნაბიჯებსა და ვებგვერდებს, რომელთაც თქვენ ყველაზე ხშირად იმეორებთ და სტუმრობთ.
თითოეული მანიპულაცია ინახება Safari ბრაუზერის ქეშში და დამახსოვრებული ვებგვერდზე შესვლისას სისტემა გამოიყენებს ქეშს, შესაბამისად აღარ მოუწევს ვებგვერდების ხელახლა გადმოწერა, რაც მათ ჩატვირთვას მყისიერს ხდის.
ქეშის სარგებლიანობა აშკარაა, თუმცა ამ ყველაფერს უარყოფითი მხარეც აქვს. გახსენით თქვენი მოწყობილობის მენიუ და ნახეთ თუ რამდენი აპლიკაციაა დაინსტალირებული. გაითვალისწინეთ, რომ თითოეული მათგანი ინახავს ქეშს. თუ ქეშში დიდი რაოდენობით მონაცემი დაგროვდა, ფაილებს შორის ხდება კონფლიქტი და სისტემა იწყებს არაკორექტულად მუშაობას.
როგორ წავშალოთ ქეში და მონაცემები Safari–ში?
Safari ბრაუზერში თითოეული საიტის ქეშის წასაშლელად გახსენით “Settings”, აპლიკაციების ჩამონათვალში იპოვეთ “Safari”, შემდეგ აირჩიეთ “Advanced” > “Website Data” და დააჭირეთ ღილაკს “Remove All Website Data”.
Safari ბრაუზერში ისტორიისა და მონაცემების გასასუფთავებლად გახსენით “Settings”, აპლიკაციების ჩამონათვალში იპოვეთ “Safari”, აირჩიეთ “Clear History and Website Data” და pop-up მენიუში დააჭირეთ ღილაკს “Clear History and Data”.
როგორ წავშალო ქეში მესენჯერ აპლიკაციებში?
ქეშის წაშლის პროცესი მესენჯერ აპლიკაციებშიც თითქმის იგივეა. ჩვენ გირჩევთ დაიწყოთ ისეთი აპლიკაციებით როგორიცაა Telegram, WhatsApp, Viber. ეს პროგრამები აგროვებს საკმაოდ დიდი რაოდენობის ფოტოებს, ვიდეოებს, ბმულებს, რაც ძალიან ტვირთავს თქვენს სმარტფონს.
მესენჯერი აპლიკაციის ქეშის წასაშლელად აირჩიეთ “Settings”, შემდეგ “General” > “iPhone Storage”, აპლიკაციების ჩამონათვალში აირჩიეთ აპლიკაცია (ამ შემთხვევაში “Viber”) და დააქლიქეთ ღილაკს “Delete App”.
აპლიკაცია წაიშლება თქვენი სმარტფონიდან და გასუფთავდება ქეშიც, ამის შემდეგ ხელახლა გადმოწერთ აპპს და გაივლით ავტორიზაციას.
მეხსიერების დაზოგვის კიდევ რა მეთოდები არსებობს?
iOS–ის უახლესი ვერსიები მეხსიერების დაზოგვის მიზნით გვთავაზობს “Offload App” მეთოდს.
რა არის “Offload App”? – ფუნქციის დახმარებით სმარტფონიდან დროებით წაშლით პროგრამას, თუმცა მასთან დაკავშირებული ყველა მონაცემი ხელუხლებელი რჩება – თუნდაც თამაშების პროგრესი. თუ აპლიკაცია დაგჭირდათ, შესაძლებელია მისი უსწრაფესად აღდგენა.
“Offload App” ფუნქციის გამოსაყენებლად გახსენით “Settings”, აირჩიეთ “iPhone Storage” და გააქტიურეთ ფუნქცია “Offload Unused Apps”.
“Offload App” ფუნქციის გამოყენება შესაძლებელია ცალკეულ აპლიკაციებზეც, ამისათვის გახსენით “Settings”, აირჩიეთ “iPhone Storage”, ჩამონათვალში აირჩიეთ ნებისმიერ აპლიკაცია და დააქლიქეთ ღილაკს “Offload App”.
ამ რამდენიმე მანიპულაციით გაათავისუფლებთ უამრავ ადგილს თქვენს iPhone–ზე, რაც ხელს შეუწყობს მის სწრაფ და რაც მთავარია კორექტულ მუშაობას.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.