iPadOS 15 გამოსვლასთან ერთად Apple-მა შემოგვთავაზა სიახლე სახელწოდებით Live Text. ფუნქციას შეუძლია როგორც კამერის მიერ დანახული, ისე გადაღებულ ფოტოზე არსებული ტექსტის ამოცნობა და შემდგომ რამდენიმე მოქმედების შესრულება.
თუ იღებთ ფოტოს სადაც ჩანს ტელეფონის ნომერი, შესაძლებელია ამ ნომერზე დარეკვა და მისი კონტაქტებში დამატებაც კი. ასევე შესაძლებელია ტექსტის დაკოპირება და სურვილისამებრ გამოყენება. ამისათვის:
- 1. გახსენით Photos აპლიკაცია iPad-ზე;
- 2. იპოვეთ ფოტო, რომელზეც ასახულია რამდენიმე სიტყვა(რესტორნის მენიუ, საყიდლების სია);
- 3. დაზუმეთ თუ ტექსტი შორს ჩანს;
- 4. ხანგრძლივად დააჭირეთ სიტყვებს და გაზარდეთ ფანჯარა, რათა სრულად მონიშნოთ სასურველი ტექსტი;
- 5. აუშვით თითი და აირჩიეთ კონტექსტური მენიუდან აირჩიეთ Copy და დაკოპირებული ტექსტი გამოიყენეთ სურვილისამებრ.
! Live Text ასევე აღჭურვილია სიმბოლოების ოპტიკური ამოცნობით. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია ხელნაწერი ტექსტის ამოცნობა და გამოყენება.
! Live Text ასევე დაკოპირების გარდა გვთავაზობს ისეთ ფუნქციას როგორიცაა Translate. რაც ნიშნავს, რომ შესაძლებელია ფოტოში ამოკითხული უცხოენოვანი ტექსტის თარგმნა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.