iOS 15-ში Apple-მა შესაძლებელი გახადა აპლიკაციის დამატებითი ასლების ქონა მთავარი ეკრანის რამდენიმე გვერდზე. ფუნქციის მიზანია კონკრეტული აპლიკაციების სხვადასხვა Focus რეჟიმში გამოყენება.

Focus რეჟიმს აქვს ფუნქცია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია ეკრანის კონკრეტული გვერდების გამორთვა სხვადასხვა რეჟიმის მიხედვით.

აპლიკაციების რამდენიმე ასლის არსებობა არ იყენებს დამატებით მეხსიერებას, რადგან თითოეული სიმბოლო ერთ აპლიკაციასთან არის დაკავშირებული. ასლების დასამატებლად:

  1. iPhone-ზე გადაფურცლედ მარცხნივ, სანამ არ გამოჩნდება აპლიკაციების ბიბლიოთეკა;
  2. იპოვეთ აპლიკაცია, რომლის დუბლირებაც გსურთ და დააჭირეთ სანამ არ გამოჩნდება მწვანე + სიმბოლო;
  3. გადაიტანეთ აპლიკაციის ასლი სასურველ ეკრანზე, შემდეგ შეეხეთ ღილაკს Done ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში.

! ერთი და იმავე აპლიკაციის მრავალი ასლის შესაქმნელად, გაიმეორეთ ნაბიჯები რამდენიმეჯერ. აპლიკაციის ასლების გასაუქმებლად უბრალოდ შეეხეთ მათ რამდენიმე წამით და ამოშალეთ.

! აპლიკაციის ასლების გასაუქმებლად უბრალოდ შეეხეთ მათ რამდენიმე წამით და ამოშალეთ.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *