ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მცდარი მოსაზრებაა, რომ Apple კომპიუტერებს არ აქვთ Windows პროფესიონალური პროგრამების მხარდაჭერა. სინამდვილეში, ასეთი პროგრამების უმეტესობა სრულად არის ადაპტირებული macOS–ზე, მათ შორის ისეთი პოპულარული პროგრამები როგორიცაა Microsoft Excel და 1C. 

MacOS-ზე ასევე ხელმისაწვდომია Microsoft Office-ს სხვა პროგრამებიც თუმცა, Apple–მა უკვე შექმნა მათი ალტერნატივები: Pages, Numbers და Keynote. 

macOS სტანდარტული პროგრამები

ნებისმიერი კომპიუტერის გამოყენების დაწყებამდე როგორც წესი მომხმარებელი აინსტალირებს მისთვის საჭირო და აუცილებელ პროგრამებს. ამის გათვალისწინებით, Apple გამუდმებით ცდილობს მოწყობილობების დაკომპლექტებას ყოველგვარი აუცილებელი პროგრამით. 

უახლესი ოპერაციული სისტემები შეიცავს უფასო პროგრამული უზრუნველყოფის საკმაოდ ვრცელ და მრავალფუქნციურ კოლექციას. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მომხმარებელს არ შეუძლია მათი ნებისმიერი სასურველი პროგრამით ჩანაცვლება.

App Store–შინახავთ პროგრამებს ტექსტური დოკუმენტების, ცხრილების, პრეზენტაციების შექმნისა და რედაქტირებისათვის. ყველაზე მრავალფუნქციური პროგრამების სეტი iWork შეიცავს ისეთ პროგრამებს როგორიცაა: Pages, Numbers და Keynote. ინსტრუმენტებს ეს კონკრეტული სეტი Microsoft საოფისე პაკეტის შესანიშნავი ალტერნატივაა.

  • Pages – Apple-ის აპლიკაცია ჩანიშვნების შესაქმნელად როგორც ბეჭდური ფორმით, ისე ხელით. აპლიკაციაში ასევე შესაძლებელია როგორც სიების შედგენა, ისე ჩანახატების გაკეთება. (Microsoft Word ალტერნატივა).
  • Numbers – საუკეთესო ინსტრუმენტი ფორმულების მხარდაჭერით ცხრილების შექმნა–რედაქტირებისათვის. აპლიკაციაში ასევე შესაძლებელია დიაგრამებისა და გრაფიკების ფორმირება. (Microsoft Excel ალტერნატივა).
  • Keynote – Apple–ის პროგრამა პრეზენტაციების შექმნა–დემონსტრაციისთვის, რომელიც ამარტივებს პროექტების წარდგენას. (Microsoft Power Point ალტერნატივა).

Microsoft 365: რაც უკვე კარგად ნაცნობია

თუ მიჩვეული ხართ Word, Excel და PowerPoint–ში მუშაობას და არ ხართ მზად მათი ჩანაცვლებისთვის Microsoft 365 საუკეთესო გამოსავალია. Microsoft 365 საოფისე კომპლექტი შეიცავს ნაცნობი პროგრამების პრემიუმ ვერსიებს, რომლებიც სპეციალურად შექმნილია macOS ოპერაციული სისტემისთვის: Word, Excel, PowerPoint, Outlook, OneNote, Publisher, Access.

Microsoft 365 გამოწერასთან ერთად თქვენ ასევე მიიღებთ 1TB-მდე OneDrive მეხსიერებას.

Excel და 1C გამოყენება macOS–ზე

ნებისმიერი ბიზნესის წარმოება პირველ რიგში ციფრებთან არის დაკავშირებული. მიღებული გადაწყვეტილებების სისწორის თვალყურის დევნება, ბიზნესის მომგებიანობის შეფასება, დიდი მოცულობის მონაცემების შეგროვება და ანალიტიკა ხანგრძლივი მუშაობის ციკლით უბრალოდ შეუძლებელია ისეთი პროგრამების გარეშე, როგორიცაა Microsoft Excel და 1C.

მომხმარებლების უმეტესობას აქვს ჰგონია, რომ ამ პროგრამების გამოყენება macOS ოპერაციულ სისტემაზე არ არის შესაძლებელი რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

Excel–ის გამოყენებით macOS–ზე შესაძლებელია:

  • მონაცემების ანალიზი: დაგეგმეთ საწარმოს ბიუჯეტი, თვალყური ადევნეთ ფინანსებს, დააფიქსირეთ და შეაფასეთ კანონზომიერებები;
  • ინფორმაციის ვიზუალიზაცია: შესაძლებელია მონაცემების ცხრილებიდან დიაგრამებსა და გრაფიკებში გადატანა, რაც ამარტივებს მათ წაკითხვა0ანალიტიკას;
  • პროცესების ავტომატიზაცია: თითოეული მონაცემის გადამოწმება საკმაოდ დამღლელი და შრომატევადი პროცესია, თუმცა შესაძლებელია ყველა რუტინული ამოცანის გამარტივება და დაჩქარება.

რაც შეეხება 1C პროგრამას, როგორც იცით, მისი მიზანია საწარმოს მაქსიმალური ავტომატიზაცია. 

1C გამოყენებისას ხელმისაწვდომია:

  • სქელი კლიენტი, თხელი კლიენტი და ვებ კლიენტი;
  • ადგილობრივი და კლიენტ-სერვერების მუშაობის ვარიანტების მხარდაჭერა;
  • OS X–ში კონფიგურაციის შაბლონის დაყენება და კონფიგურაციის http–ის საშუალებით განახლება;
  • პროგრამული უზრუნველყოფისა და აპარატურის დაცვის გამოყენება და მრავალი სხვა.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 1C პროგრამული უზრუნველყოფის უახლესი ვერსიები მხარს უჭერდეს Retina ეკრანებს. ამას გარდა, მომხმარებელს აქვს პროგრამის რამდენიმე ვერსიით ერთდროულად დაინსტალირების საშუალება. 

ბიზნეს პროცესების კომპეტენტური ავტომატიზაცია დაეხმარება თქვენს კომპანიას საერთო ეფექტურობის გაზრდაში, შეამცირებს წარმოების ხარჯებს და აამაღლებს თქვენს კონკურენტუნარიანობას.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *