Meta-მ დაახლოებით მილიონ მომხმარებელს დაუგზავნა გაფრთხილება, მათი ანგარიშის სახელებისა და პაროლების ინფორმაციის გაჟონვის შესახებ. ამის მიზეზი გარკვეული აპლიკაციებია, რომელთა სახელებიც უკვე ცნობილია.

თაღლითური აპლიაციების უმეტესობა Android-ის Play Store-ზე იყო ატვირთული, თუმცა 47 მათგანი iOS-ის App Store-ზე იყო ხელმისაწვდომი.

უნდა აღინიშნოს, რომ Apple-მა თითეული აპლიკაცია უკვე წაშალა App Store-დან, თუმცა მათი წაშლა მოწყობილობებიდანაც აუცილებელია.

მონაცემების გაჟონვის მიზეზი აპლიკაციების მიერ ვებსაიტებზე არსებული ჩაშენებული ავტორიზაციების მეთოდია, რომელსაც არაკეთილსინდისიერად იყენებდნენ ზემოხსენებული აპლიკაციების დეველოპერები. შესვლის ასეთი მეთოდები სწრაფი რეგისტრაცია-ავტორიზაციისათვის გამოიყენება.  

ასეთი ავტორიზაციის მეთოდებია:

  • Login with Facebook;
  • Login with Google;
  • Login with Apple.

! Engadget-ის ცნობით ინფორმაციის გაჟონვა გამოიწვია Login with Facebook ფუნქციამ.

Meta-მ გაააფრთხილა Facebook-ის 1 მილიონი მომხმარებელი, რომ მათი ანგარიშის ინფორმაცია შესაძლოა გასაჯაროვებული იყოს Apple ან Google სთორებში არსებული მესამე მხარის აპლიკაციების მიერ. ახალ რეპორტში, კომპანიის უსაფრთხოების მკვლევარები ამბობენ, რომ გასულ წელს მათ 400-ზე მეტი თაღლითური აპლიკაცია აღმოაჩინეს, რომლებიც მომხმარებლების Facebook ანგარიშის ინფორმაციის მოსაპარად იყო შექმნილი.

კომპანიის თქმით, აპლიკაციები შენიღბულია როგორც „სახალისო ან სასარგებლო“ სერვისები, როგორიცაა ფოტო რედაქტორები, კამერის აპლიკაციები, VPN სერვისები, ჰოროსკოპის აპები და ფიტნეს თრექინგის ინსტრუმენტები. აპლიკაციები ხშირად სთხოვენ მომხმარებლებს Login with Facebook ფუნქციით რეგისტრაცია-ავტორიზაციას.

! Meta-მ მიაწოდა აპლიკაციების სრული სია როგორც Apple-ს, ასევე Google-ს.

თაღლითური iOS აპლიკაციების სრული სია

! თუ ქვემოთ მოცემული აპლიკაციებიდან ერთი მაინც გაქვთ დაინსტალირებული – წაშალეთ აპლიკაცია და შეცვალეთ თქვენი Facebook პაროლი.

iOS აპლიკაციის IDაპლიკაციის სახელი
1555651942FB Advertising Optimization
1561642325Business ADS Manager
1563142182Ads Analytics
1564091908FB Adverts Optimization
1566705026FB Analytic
1566706023FB Adverts Community
1574530186Adverts Ai Optimize
1587056055Very Business Manager
1591775710FB Business Support
1593368297Fb Ads
1596775769Meta Optimizer
1597553589Business Manager Pages
1598946098Adverts Manager
1600072709Meta Adverts Manager
1600404846Ad Optimization Meta
1601275530FB Pages Manager
1602637866Business Ads
1603255418Meta Business
1603571287Business Suite Manager
1604086670FB Ads Cost
1607057895Adverts Bussiness Suite
1608743187Business Ads Clock
1609915932Ads & Pages
1610859814Business Suite
1610944161Business & Ads
1612196202Business Manager Overview
1613983385Business Suite Ads
1619733733Page Suite Manager
1622402517Business Meta Support
1623362126Pages Manager Suite
1625368035Business Meta Pages
1626632781Business Suite Ads
1626692617Ads Business Knowledge
1629919774Page Suite Managers
1631778308Pages Managers Suite
1632069527Ads Business Advance
1632606219Pages Manager Suite
1633012933Business Suite Optimize
1633016482Business Manager Suite
1633078757Business Suite Managers
1633828994Ads Business Manager
1635045234Ads Business Suite
1635301567Business Manager Pages
1635555183Business Adverts Manager
1636196931Ads Manager Suite
1636825108Business Manager Pages
1639572841Ads & Business Suite
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *