macOS Monterey გვთავაზობს გაუმჯობესებულს FaceTime-ს, რომელიც საუბრის საშუალებას ნებისმიერი ოპერაციული სისტემის მომხმარებელთან იძლევა და ამისათვის მხოლოდ ბმულის გაზიარებაა საჭირო.

ბმულის გაზიარების გამოყენებით, ისაუბრებთ ნებისმიერ ადამიანთან ვისაც არ აქვს Apple მოწყობილობა. საუბრისათვის საკმრისია ინტერნეტ ბრაუზერი, რომელიც გახსნილია ნებისმიერ არა Apple სისტემაზე, იქნება ეს Windows, Android თუ სხვა.

! გასათვალისწინებელია, რომ ბმულის შექმნა მხოლოდ iOS/Mac მომხმარებელს შეუძლია. ბმულის შესაქმნელად:

1. გახსენით FaceTime თქვენს Mac-ზე;

2. შეეხეთ Create Link ღილაკს FaceTime ფანჯრის ზედა მარცხენა კუთხეში;

3. აირჩიეთ Copy Link ან პირდაპირ Share;

ბმულის გახსნის შემდეგ, მიმღები გადამისამართდება ვებგვერდზე, სადაც შეიყვანს სახელს და შეუერთდება საუბარს. 

საუბარში ჩართვის შემდეგ, მომხმარებელი მიიღებს სტანდარტულ FaceTime ინტერფეისს და ფუნქციონალს: მიკროფონის გამორთვა, ვიდეოს გამორთვა, კამერის შეცვლა და ზარის დატოვება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *