უყურე ლაივში Peek Performance-ს დღეს, სამშაბათს, 2022 წლის 8 მარტს.

დღეს გაიმართება Apple-ის პირველი მედია ივენთი 21:00 საათზე. მოსალოდნელი სიახლეებია: iPad SE, iPad Air და მინიმუმ ერთი ახალი Mac.

Peek Performance–საგან ასევე ველოდებით ახალ ფუნქციონალთან და სერვისებთან დაკავშირებულ ინფორმაციას. ასევე შესაძლოა, შევიტყოთ iOS/iPad/macOS გამოსვლის თარიღები და მათთან დაკავშირებული განახლებები.

8 მარტის ღონისძიების ყურების რამდენიმე გზა არსებობს, თუმცა ჩვენ 2 ყველაზე პოპულარულ ვარიანტს შემოგთავაზებთ.

Apple Events საიტი

Apple Events ვებსაიტზე ღონისძიების ყურება შესაძლებელია პირდაპირ ეთერში – Mac-ზე, iPhone/iPad-ზე, პერსონალურ კომპიუტერებსა თუ სხვა მოწყობილობებზე, რომლებსაც აქვს ინტერნეტ ბრაუზერის მხარდაჭერა.

საყურებლად გახსენით www.apple.com/apple-events/ ვებ-ბრაუზერის გამოყენებით 8 მარტს, საღამოს 9 საათზე. თქვენ ასევე შეგიძლიათ ეწვიოთ საიტს ახლა და დაამატოთ შეხსენება კალენდარში.

Apple Youtube არხი

Apple ასევე გეგმავს ღონისძიების YouTube Live სთრიმს, რაც, ალბათ, ყველაზე მარტივი და ეფექტური გზაა ყურებისთვის.

Apple-მა YouTube-ზე 8 მარტის ღონისძიება უკვე გამოაქვეყნა. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ ეწვიოთ მას ამ წუთებშიც, რათა ჩანიშნოთ ღონისძიების შეხსენება პირდაპირ YouTube-ზე.

უყურე ლაივში Peek Performance-ს – 2022 წლის 8 მარტს, 21:00 საათზე.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *