iOS 16-ის ოფიციალურ ვერსიას შემოდგომისთვის ველოდებით, თუმცა ახლა ბეტა ვერსია ყველასთვის ხელმისაწვდომია.

Apple-ის თქმით ოპერაციული სისტემის ბეტა ვერსია შესაძლოა არასტაბილური იყოს და შეიცავდეს სისტემურ შეცდომებს. ამიტომ, ჩამოტვირთამდე, ნუ დაგავიწყდებათ სარეზერვო ასლის გაკეთება.

iOS 16 ბეტა ინსტალაციისათვის:

  1. პირველ რიგში გააკეთეთ სარეზერვო ასლი: Settings > Apple ID > Apple ID > iCloud > Backup > გაააქტიურეთ iCloud Backup და დაელოდეთ ბოლომდე;
  2. თქვენს ტელეფონში მოძებნეთ Apple Beta Program და გადადით beta.apple.com-ზე;
  3. გაიარეთ ავტორიზაცია თქვენი Apple ID-თ;
  4. Get Started > Enroll your iOS Device > Download Profile;
  5. ჩამოტვირთვის შემდეგ გახსენით Settings > Profile Downloaded > Install;
  6. და ბოლოს გახსენით Settings > General > Software Update > Download and Install.
არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *