Apple-მა WWDC 2021–ზე წარმოგვიდგინა iOS 15, რომელიც რამდენიმე საათის წინ გახდა ხელმისაწვდომი. ახალი ოპერაციული სისტემა უამრავ სიახლეს გვთავაზობს და საგრძნობლად აუმჯობესებს უკვე არსებულ ფუნქციონალს:

  • FaceTime უფრო მეტად წააგავს Zoom-ს. მისი გამოყენება შეუძლია როგორც Android, ისე Windows მომხმარებელს;
  • შესაძლებელი გახდა შეტყობინებების მიღება პრიორიტეტების მიხედვით. სისტემა ასევე გვთავაზობს შეტყობინებების შეჯამებას;
  • Live Text ფუნქცია, რომელიც Google Lens–ის ანალოგია;
  • უყურეთ ვიდეოებს და მოუსმინეთ მუსიკას მეგობრებთან ერთად FaceTime–ის საშუალებით;
  • Messages აპლიკაცია ერთიან სივრცეში აგროვებს ბმულებს, ფოტოებს, ფაილებს, ვიდეოებს და ა.შ. 

FaceTime მხარდაჭერა Android და Windows–ზე

ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება შეეხო FaceTime–ს. განახლებული აპლიკაცია უფრო მეტად წააგავს ყველასათვის კარგად ნაცნობ Zoom-ს, თუმცა ინარჩუნებს მისთვის დამახასიათებელ ნიუანსებს.

ახლა უკვე შესაძლებელია FaceTime ზარების წინასწარი ბმულების შექმნა. FaceTime ბმულებზე წვდომა კი შესაძლებელია როგორც Apple მოწყობილობებზე, ისე Android სმარტფონებსა და Windows კომპიუტერებზე.

ასევე განახლდა FaceTime–ის ინტერფეისი ახალი Grid ხედვით. ასეთი ფორმატი ამარტივებს მრავალ ადამიანს შორის საუბარს. ამასთან ერთად, აპლიკაციას დაემატა პორტრეტის რეჟიმი, რომელიც მოსაუბრის განაცალკევებს მის უკან არსებული ფონისაგან. 

განახლება შეეხო ხმასაც. Face Time მხარს უჭერს სივრცულ აუდიოს, რაც საგრძნობლად ზრდის ხმის ბუნებრივობას საუბრის დროს. ასევე გაუმჯობესდა მიკროფონი, რომელსაც შეუძლია თქვენი ხმის იზოლაცია გარშემო არსებული ხმაურისგან.

Face Time – ერთად უყურეთ ფილმებს, ერთად მოუსმინეთ მუსიკას

FaceTime–ის კიდევ ერთი ახალი ფუნქციაა SharePlay, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააზიაროთ თქვენი ეკრანი, მუსიკა ან ვიდეოები ვიდეო ზარის დროს. ფუნქციის საშუალებით გააზიარებთ ისეთ აპებს როგორიცაა: Apple Music, Apple TV Plus, TikTok, Disney Plus, HBO Max, Hulu და სხვა.

Messages – ახალი დიზაინი და ორგანიზებულობა

Messages აპლიკაციამ მიიღო განახლებული დიზაინი და გვთავაზობს ფაილების ახალ, მეტად ორგანიზებულ სივრცეს. iMessage ჩათში ფოტოები ნაჩვენებია კოლაჟის სახით, ხოლო თუ ფოტოების სიმრავლის შემთხვევაში ფოტო ალბომის სახით. 

კიდევ ერთი ახალი ფუნქცია Shared with You, რომელიც გამოგზავნილ ვიდეოებს, მუსიკას და ბმულებს ერთად აგროვებს და გვთავაზობს შესაბამის აპლიაციაში.

Shared with You ფუნქცია ფოტოებსაც შეაგროვებს თუმცა დეველოპერების თქმით, ის არ ამატებს სქრინშოთებს და მიმებს, რომლებსაც თავად გამოარჩევს სხვა ფოტოებისაგან.

Shared with You მუშაობს შემდეგ აპებში: Apple Music, Apple News, Apple TV, Safari, Photos და Podcasts. 

iOS 15 განახლებული შეტყობინებები

iOS15 ასევე გვთავაზობს განახლებულ შეტყობინებებს. შეიცვალა მათი მიღების პრინციპი და შესაძლებელი გახდა შეტყობინებების პრიორეტიზირება. ფუნქციის დახმარებით შესაძლებელი გახდა შეტყობინებების მიღების დროის დანიშნვა. 

iOS 15-ში ხელმისაწვდომი გახდა ახალი Focus ინსტრუმენტი, რომელიც ტელეფონის გამოყენებისას დაგეხმარებათ გარკვეულ საკითხებზე კონცენტრირებაში. მაგალითად, თუ სამსახურში ხართ, შეგიძლიათ მიიღოთ შეტყობინებები მხოლოდ კოლეგებისაგან (ისეთ აპებში როგორიცაა Mail, Calendar, Slack) და სხვა.

Live Text ასკანერებს ფოტოებზე არსებულ ტექსტს

Live Text–ის მოსაძებნად iOS 15 იყენებს ხელოვნურ ინტელექტს – ფუნქცია აქტიურება ფოტოების თვალიერებისას და კამერის Viewfinder-ში. თქვენ შეგიძლიათ დააკოპიროთ და ჩასვათ არსებული ტექსტი, ხოლო ბმულის არსებობის შემთხვევაში საერთოდაც გახსნათ ვებსაიტი. 

Photos აპში, Live Text ავტომატურად ქმნის სურათების თეგებს, რაც ამარტივებს კონკრეტული ფოტოს მოძებნას. ძიების ახალ ფუნქციას ეწოდება Visual Lookup – თქვენ ეძებთ სიტყვას“სანაპირო„ და iPhone აჩვენებს ყველა ფოტოს, რომელიც ემთხვევა მითითებულ სიტყვას.

უახლესი iOS ძალიან ბევრ საინტერესო ფუნქციას გვთავაზობს, რომელთა სრულად ჩამოთვლაც უამრავ დროს წაგვართმევს. თუმცა ჩვენ ეტაპობრივად მოგაწვდით ინფორმაციას თითოეული მათგანის შესახებ.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *