iOS16-მა უამრავ საინტერესო სიახლესთან ერთად განახლებული Lock Screen შემოგვთავაზა. შეიცვალა ფუნქციის როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური მხარე, რასაც დღევანდელ ბლოგში სრულად განვიხილავთ.
Lock Screen-ის კონფიგურაცია შესაძლებელია როგორც ფონტისა და ფერების შეცვლით, ისე ვიჯეტების დამატებით. გახსენით iPhone (iOS16) და დიდხანს შეეხეთ Lock Screen-ს პერსონალიზაციის პარამეტრების გასახსნელად. ნებისმიერი ფოტო, რომელსაც აირჩევთ Lock Screen-ისთვის დინამიურად გამოჩნდება ჩაკეტილ ეკრანზე საათის უკან. ასევე შესაძლებელია რამდენიმე ფოტოს ერთდროულად დაყენება, სასურველი თარიღისა და დროის მითითება, ფერებისა და ფონტის შეცვლა და სხვა.
სისტემა ასევე გვთავაზობს სხვადასხვა Lock Screen-ის ერთდროულად დაყენებას და მათ გადაფურცვლას. თუ გავითვალისწინებთ, რომ თითოეულ Lock Screen-ზე შესაძლებელია სხვადასხვა ფოკუს რეჟიმის მიბმა, ფუნქცია ნამდვილად სასარგებლოა.
Lock Screen-ს ასევე დაემატა ვიჯეტების მხარდაჭერა. ჩაკეტილ ეკრანზე შესაძლებელია ისეთი ვიჯეტების დამატება როგორიცაა: ამინდი, დრო, თარიღი, ელემენტის მუხტი, კალენდარული მოვლენები, სიგნალიზაცია, აქტივობის რგოლის პროგრესი და სხვა.
Live Activities, კიდევ ერთი ახალი ფუნქცია, რომელიც დაგვეხმარება სხვადასხვა სიახლეების რეალურ დროში თვალყურის დევნებაში.
Lock Screen-თან ერთად სისტემაში შეიცვალა შეტყობინებების მიღების ფორმა. შემომავალი შეტყობინებები ახლა ეკრანის ბოლოში ნაჩვენები. ამით, თქვენ აღარ მოგიწევთ უხერხული მოძრაობის გაკეთება, მარტივად დამალავთ სათუთ შეტყობინებას და ამავდროულად თქვენი ვიჯეტებიც არ დაიმალება.
როგორ დავაკონფიგურიროთ Lock Screen?
თუ თქვენ უკვე იყენებთ Apple Watch-ს, iPhone-ის ახალი Lock Screen თქვენთვის არც თუ ისე უცხო იქნება. განახლებული iOS16 Lock Screen ძალიან ჰგავს Apple Watch-ის პერსონალიზაციას. Lock Screen ვარიაციები იყოფა კოლექციებად, ფოტოებად და ფერებად. Lock Screen-ის ასარჩევად გადაფურცლეთ (მარცხნივ/მარჯვნივ) და აირჩიეთ სასურველი ეკრანი; ეკრანის დასაყენებლად ხანგრძლივად შეეხეთ.
ასევე შესაძლებელია არჩეული Lock Screen-ის პერსონალიზაცია ან/და სრულიად ახლის შექმნა (ამისათვის შეეხეთ ლურჯ “+” სიმბოლოს).
Customize ღილაკის შეხების შემდეგ გამოჩნდება ინტერაქტიული ეკრანი რამდენიმე ვარიანტიც (ვარიანტები დამოკიდებულია არჩეული Lock Screen-ის ტიპზე).
თუ ცვლით “Colors” კოლექციიდან არჩეულ ეკრანს, მარცხნივ შეეხეთ ფერად წრეს და შეცვალეთ ფერი. გადაფურცლეთ მარცხნივ/მარჯვნივ და გამოსახულების სტილის შეცვლელად.
თუ ცვლით “Photos” კოლექციიდან არჩეულ ეკრანს, პარამეტრები დაგეხმარებათ როგორც ფოტობიბლიოთეკიდან ფოტოს შერჩევაში (ან რამდენიმე ფოტოს ერთდროულად, თუ იყენებთ Shuffle-ს) ისე ფილტრის დაყენებასა და Perspective Zoom/Depth Effect-ის გამოყენებაში.
თქვენ ასევე შეამჩნევთ დროისა და თარიღის გარშემო არსებულ ჩარჩოებს და საათის ქვეშ მოცემულ სივრცეს. ცენტრალური ჩარჩო მიუთითებს, რომ შესაძლებელია საათისი სტილის რედაქტირება, ხოლო მის ზემოთ და ქვემოთ არსებულ ჩარჩოებში შესაძლებელია დამატებითი ვიჯეტების ჩასმა.
ზედა ჩარჩოში ჩასმადი ვიჯეტები გვთავაზობს ისეთ ინფორმაციას როგორიცაა: სასაათო სარტყელი, მაღვიძარა, მომდევნო კალენდარული მოვლენა, ამინდის პირობები, აქტივობის რგოლები, შეხსენება და თქვენს არჩეულ აქციებს.
ქვედა ჩარჩოში ჩასმადი ვიჯეტები გვთავაზობს ისეთ ინფორმაციას როგორიცაა: ელემენტის მუხტი, კალენდარი, საათი, ფიტნესი, სახლი, სიახლეები, შეხსენებები, აქციები და ამინდი.
ჩაკეტილი ეკრანის კონფიგურაციის დასრულების შემდეგ უბრალოდ შეეხეთ ღილაკს Done და შეეხეთ ეკრანს ერთხელ გალერეიდან გასასვლელად.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.
One reply on “iOS16: განახლებული Lock Screen-ის სრული მიმოხილვა”
❤️