WWDC22-ზე Apple-მა სხვა მრავალ სიახლესთან ერთად განახლებული iOS 16 წარმოგვიდგინა. iPhone-ის განახლებული სისტემა გვთავაზობს ისეთ სიახლეებს როგორიცაა: Lock Screen კონფიგურაცია, გაუმჯობესებული Messages, Maps, Home აპლიკაციები და ა.შ.

Lock Screen, შეტყობინებები, და ფოკუსი

სრულიად ახალი, სრულად კონფიგურირებადი Lock Screen მომხმარებლებს დიზაინის ელემენტების შეცვლის საშუალებას აძლევს. მათ შორის ტიპი, სტილი, ფერები და ა.შ. ახალი Lock Screen მოიცავს ვიჯეტების სექციას, რაც Apple-ის თქმით დიზაინის მილიონობით შესაძლო კომბინაციას ქმნის. მომხმარებლებს შეუძლიათ მრავალი Lock Screen-ის შექმნა და მათ შორის გადაფურცვლა.

შეტყობინებები ახლა ეკრანის ქვემოდან ჩნდება და მათი დამალვაა ადვილად შეიძლება.

ასევე დაიხვეწა ფოკუსის რეჟიმები. ახლა მომხმარებლებს შეუძლიათ ფოკუსის რეჟიმების კონკრეტულ Lock Screen-ზე მიმაგრება. შესაბამისად, Lock Screen-ებს შორის გადაფურცვლით შეიცვლება ფოკუს რეჟიმებიც, რაც საოცრად პრაქტიკულია Focus Mode-ის აქტიური მომხმარებლებისათვის.

Messages

Messages დაემატა გაგზავნილი შეტყობინებების რედაქტირება, მათი წაშლა და შეტყობინებების Unread მონიშვნა. SharePlay სესიების გააქტიურება ახლა პირდაპირ Messages აპიდან არის შესაძლებელი. განახლებული Shared With You API ფუნქციის დანერგვა ახლა დეველოპერებსაც შეეძლებათ საკუთარ აპლიკაციებში.

კარნახი, Siri და ცოცხალი ტექსტი

კარნახის ახალი მექანიკა ინარჩუნებს კლავიატურას ღიად საუბრისას, რაც მომხმარებლებს საშუალებას საუბრისა და ტექსტის შეყვანის პარალელურად გამოყენებაში ეხმარება. კარნახი ასევე ავტომატურად ამატებს პუნქტუაციას და emojis შეტყობინებებში, მათ შორის Siri-ის საშუალებით.

ცოცხალი ტექსტი ახლა ვიდეოშიც ხელმისაწვდომია! ტექსტის დაკოპირება, თარგმნა, ვალუტის კონვერტაცია ახლა როგორც უკვე ჩაწერილი ვიდეოდან ისე გადაღების პროცესშიც შესაძლებელია.

Apple Pay და Wallet აპლიკაცია

Wallet აპლიკაციის დახმარებით უკვე შესაძლებელია გასაღებების პირდაპირ შეტყობინებებით გაზიარება. Apple Pay Later არის ახალი სერვისი, რომელიც გადახდას 6 კვირის განმავლობაში 4 განვადებით გვთავზობს, თანაც ეს ყველაფერი ყოველგვარი საკომისიოს გარეშე. Apple Pay Later ხელმისაწვდომია Apple Pay-ით განხორციელებული ნებისმიერი შესყიდვისას.

რუკები

Apple Maps ფუნქციონალი მსოფლიოს მრავალ ქვეყანასა და ქალაქში გაფართოვდა. Multistop მარშრუტი ერთდროულად თხუთმეტამდე გაჩერების მითითების საშუალებას გვაძლევს. ასევე შესაძლებელია Mac-ზე დაგეგმილი მარშრუტების iPhone-ზე გადაგზავნა. მარშრუტის შეცვლა ან გარეჩერების დამატება ახლა უკვე Siri-ს დახმარებითაც შეიძლება.

Family Sharing

Family Sharing მოიცავს ბავშვების ანგარიშების მართვის მარტივ გზებს, მათ შორის ასაკის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებისა და ახალი მოწყობილობების დაყენების უფრო სწრაფ გზებს.

iCloud Shared Photo Library-ს დახმარებით ოჯახის ნებისმიერ წევს შეუძლია ფოტოების საერთო ბიბლიოთეკაში გაზიარება.

Home აპლიკაცია

Home აპლიკაცია სრულად იცვლება iOS 16-ში. აპი აღჭურვილია ახალი მთავარი ჩანართით, რაც ერთ სივრცეში სრულად გვაწვდის ინფორმაციას სახლის შესახებ. ასევე გამოყოფილია ახალი კატეგორიები კლიმატის, უსაფრთხოებისა და სხვა კატეგორიებისათვის.

ახალი Home აპი ხელმისაწვდომია iPhone, iPad და Mac-ზე.

სხვა მახასიათებლები

iOS 16-ში ასევე გაუმჯობესდა AirPods სივრცითი აუდიო. მისი დახმარებით iPhone TrueDepth კამერა მოსმენის უფრო მკვეთრ გამოცდილებას ქმნის. iPhone-ს დაემატა QuickNote, ახალი იმეილ ფუნქციები, სწრაფი უსაფრთხოების რეაგირება, Spotlight, დამატებითი Memoji პერსონალიზაცია და iPhone ფიტნეს აპი, რომელიც აღარ საჭიროებს Apple Watch-ს.

ხელმისაწვდომობა

iOS 16-ის პირველი ბეტა ვერსია დეველოპერებისთვის დღეიდან უკვე ხელმისაწვდომია. ხოლო მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ივლისში. iOS 16 მხარდაჭერა აქვს iPhone 8 და უფრო ახალ მოწყობილობებს.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

One reply on “iOS16: განახლებული სისტემა და ფუნქციონალი.”