Apple-მა 20 ივლისს გამოუშვა iOS 15.6 და iPadOS 15.6, რიგით მეექვსე ძირითად განახლება iOS და iPadOS 15 ოპერაციული სისტემებისთვის, რომლებიც თავდაპირველად 2021 წლის სექტემბერში გამოვიდა.

iOS 15.6 და iPadOS 15.6 განახლებების ჩამოტვირთვა შესაძლებელია უფასოდ და პროგრამული უზრუნველყოფა ხელმისაწვდომია ყველა მხარდაჭერილ მოწყობილობაზე. განახლების ინსტალაციისათვის გახსენით Settings > General > Software Update.

Apple უკვე ასრულებს iOS 15 და iPadOS 15-ზე მუშაობას და ეს ბოლო განახლებითაც საკმაოდ მცირე თუმცა მნიშვნელოვან ცვლილებებს გვთავაზობს.

განახლება მოიცავს რესტარტის, შეჩერების და გადახვევის ფუნქციებს live sports თამაშებში და ასევე გამოასწორებს შეცდომას, რომელიც დაკავშირებულია Settings აპლიკაციაში მეხსიერების გადავსების არასწორ შეტყობინებებთან.

iOS 15.6

  • Tv app-ს ემატება რესტარტის, შეჩერების და გადახვევის ფუნქციები live sports მიმდინარე თამაშისას;
  • ასწორებს შეცდომას, როდესაც პარამეტრებმა შეიძლება განაგრძოს იმის ჩვენება, რომ მოწყობილობის მეხსიერება სავსეა მაშინაც კი, თუ ეს ასე არ არის;
  • ასწორებს შეცდომას, რომელიც იწვევს ბრაილის მოწყობილობების შენელებას ან რეაგირების შეწყვეტას ელ. ფოსტის ტექსტში ნავიგაციისას;
  • ასწორებს შეცდომას, Safari-ში, სადაც ჩანართი შეიძლება დაბრუნდეს წინა გვერდზე.

ზოგიერთი ფუნქცია შეიძლება არ იყოს ხელმისაწვდომი ყველა რეგიონისთვის ან Apple-ის ყველა მოწყობილობაზე. Apple-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლებების უსაფრთხოების შინაარსის შესახებ ინფორმაციისთვის ეწვიეთ ამ ვებგვერდს: https://support.apple.com/kb/HT201222

შესაძლებელია, რომ iOS 15.6 და iPadOS 15.6 იყოს iOS 15 და iPadOS 15 ოპერაციული სისტემების ბოლო განახლებები, რადგან Apple სულ უფრო ერთვება iOS 16 და iPadOS 16 განახლებებზე, რომელთა გამოშვებასაც ამ წლის შემოდგომისთვის უნდა ველოდოთ.

iPadOS 15.6

iPadOS 15.6 ასევე გვთავაზობს რამდენიმე სიახლეს, შეცდომების გამოსწორებას და უსაფრთხოების განახლებებს.

  • Tv app-ს ემატება რესტარტის, შეჩერების და გადახვევის ფუნქციები live sports მიმდინარე თამაშისას;
  • ასწორებს შეცდომას, როდესაც პარამეტრებმა შეიძლება განაგრძოს იმის ჩვენება, რომ მოწყობილობის მეხსიერება სავსეა მაშინაც კი, თუ ეს ასე არ არის;
  • ასწორებს შეცდომას, რომელიც იწვევს ბრაილის მოწყობილობების შენელებას ან რეაგირების შეწყვეტას ელ. ფოსტის ტექსტში ნავიგაციისას;
  • ასწორებს შეცდომას, Safari-ში, სადაც ჩანართი შეიძლება დაბრუნდეს წინა გვერდზე.
  • აგვარებს პრობლემას, როდესაც iPad mini (მე-6 თაობა) ვერ აფიქსირებს დამტენისა და სხვა USB-C აქსესუარის კავშირს.

! მომხმარებლებისთვის, რომლებიც ამ დროისთვის ამჯობინებენ iPadOS 15.5-ზე დარჩენას, iPad mini-ის გადატვირთვა ან/და დამტენის გათიშვამ და ხელახლა დაკავშირებამ შესაძლოა დროებით მოაგვაროს პრობლემა, თუმცა სრული გამოსწორებისთვის საჭიროა iPadOS 15.6-ზე განახლება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

One reply on “Apple-ის უახლესი iOS 15.6 და iPadOS 15.6”