iPad წარმოუდგენლად შემოქმედებითი გადაწყვეტაა ხელოვანი ადამიანებისთვის, რომელთა ყოველდღიურ მოთხოვნებშიც შედის პორტატული სახატავი თუ სამუშაო ხელსაწყოს არსებობა.

მოწყობილობა იძლევა შემოქმედებითი იდეების მრავალი გზით გამოხატვის საშუალებას, რასაც მარტივი ინტერფეისისა და საოცრად მრავალფეროვანი აპლიკაციების ხარჯზე ახერხებს. Apple Pencil-თან ერთად კი iPad შემოქმედების სულ სხვა საფეხურზე გადადის და გვეხმარება თითოეული ხედვისა და სურვილის უმარტივესად გაცოცხლებაში.

◉ Affinity Photo

მრავალფუნქციური აპლიკაცია, რომელიც იდეალურია ფოტოების რედაქტირებისათვის. მას მთელი მსოფლიოს მასშტაბით ირჩევენ ისეთი ფოტოგრაფები და შემოქმედებითი პროფესიონალები, რომლებიც აფასებენ სიჩქარეს, სიზუსტეს და ფართო ფუნქციონალს.

◉ Pixelmator Photo

აპლიკაცია გვთავაზობს დესკტოპის დონის ფოტორედაქტირების გამოცდილებას iPad-ზე. მისი დახმარებით შესაძლებელია ნებისმიერი ხარისხის ფოტომასალის დამუშავება უმაღლეს დონეზე. ფერთა კორექცია და სხვა მსგავსი ტიპის მანიპულაციები არ აფუჭებს ხარისხს და იდეალურად ერგება მომხმარებლის მოთხოვნებს.

◉ Affinity Designer

აპლიკაცია საუკეთესოა თავის კლასში ისეთი ტიპის მასალასთან სამუშაოდ, როგორიცაა: კონცეპტ არტი, პრინტ პროექტები, ლოგოები, სიმბოლოები, UI დიზაინები, მოქაფები და ა.შ. აპლიკაციას ირჩევენ ილუსტრატორები, ვებ დიზაინერები, თამაშების შემქმნელები და ყველა ის პროფესიონალი ვინც უპირატესობას ანიჭებს მრავალფუნქციურობისა და სიმარტივის კომბინაციას.

◉ SketchBook

აპლიკაცია მუშაობს ყველა პლატფორმასა და მოწყობილობაზე. მისი ფუნქციონალი შექმნილია მათთვის ვინც ქმნის ესკიზებსა და ილუსტრაციებს, მუშაობს ფერწერულ პროექტებზე და ა.შ. Sketchbook სავსეა პროფესიონალური კლასის სახატავი ინსტრუმენტებით და გამოირჩევა ლამაზი და მარტივი ინტერფეისით. მოკლედ რომ ვთქვათ, ის იდეალურია მათთვის ვისაც სურს საკუთარი იდეების სიღრმისეულად შესწავლა და გამოხატვა.

◉ Procreate

შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელ ბლოგში შეტანილ აპლიკაციებს შორის Procreate ყველაზე მრავალფუნქციური, მძლავრი და ინტუიტიური ციფრული ილუსტრაციის პროგრამაა, რომელიც მხოლოდ iPad-ზეა ხელმისაწვდომი. აპლიკაციას აქვს ყველაფერი რაც საჭიროა ექსპრესიული ესკიზების, მაღალდეტალიზებული ნახატების, ილუსტრაციებისა და ანიმაციების შესაქმნელად. Procreate არის უნაკლო სამხატვრო სტუდია, რომლის ტარებაც შეიძლება ყველგან.

◉ Roomle

მრავალფუნქციური ინსტრუმენტი ინტერიერის პროექტების შესაქმნელად, რომელსაც აქვს 3D ვიზუალიზაციისა და გაფართოებული რეალობის მხარდაჭერა.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *