ვიდეო მონტაჟი საკმაოდ რთული პროცესია, რაც სამონტაჟო პროგრამებისა და აპლიკაციების სირთულეზე პროპორციულად ისახება. ვიდეო-რედაქტირების პროგრამები კომპიუტერული პროცესების ერთ–ერთი ყველაზე ინტენსიური სახეობაა, ამიტომ ფაქტი, რომ თანამედროვე iPad-ს შეუძლიათ მათი გაშვება, საკმაოდ შთამბეჭდავია.

თუმცა უფრო შთამბეჭდავია, რომ დეველოპერებმა მოახერხეს ისეთი აპლიკაციების შექმნა, რომლებიც კონკურენციას უწევენ დესკტოპ პროგრამებს. უახლესი iPad გვთავაზობს საკმარისზე მეტ სიმძლავრეს ვიდეო–მონტაჟისათვის, იქნება ეს მარტივი ვიდეო სოციალური ქსელისათვის, თუ ფილმის სრული პროფესიონალური მონტაჯი. 

◉ Clips

Clips არის უფასო აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც მომხმარებელს შეუძლია მოკლე ვიდეო ფაილების მონტაჟი, ფოტოების, ფილტრების, ემოჯისა და მუსიკის დამატება და მათი მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან გაზიარება. სულ რამოდენიმე შეხებით არის შესაძლებელი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ვიდეოს შექმნა კამერის იმერსიული ეფექტებით, მხატვრული ფილტრებით, დინამიური მუსიკით, ანიმაციური ტექსტით, ემოციებით, სტიკერებით და სხვა.

◉ iMovie

iMovie აპლიკაციის გარეშე ვერცერთი iOS ვიდეო–მონტაჟის აპლიკაციების სია ვერ იქნება სრულყოფილი. აპლიკაცია უნდა იყოს თქვენი პირველი არჩევანი iPad–ზე ვიდეო–მონტაჟის რედაქტირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინტერფეისი თავდაპირველად შეიძლება დამთრგუნველად გამოიყურებოდეს, ის გვთავაზობს უამრავ საინტერესო ფუნქციას და მაქსიმალურად არის მიახლოვებული დესკტოპ კლასის ვიდეო რედაქტორთან. 

◉ LumaFusion

LumaFusion არის მძლავრი მრავალფუნქციური ვიდეო რედაქტორი, რომელსაც იყენებენ მობილური ჟურნალისტები, კინორეჟისორები და პროფესიონალი ვიდეო პროდიუსერები ხარისხიანი ვიდეო ქონთენთის შესაქმნელად. თუ თქვენ ხართ პროფესიონალი პროდიუსერი, ჟურნალისტი ან კინორეჟისორი და გაქვთ იდეა, რომლის განხორციელებაც მოითხოვს ვიდეო რედაქტორს LumaFusion იდეალური არჩევანია.

◉ Videoleap

დაიწყეთ ფილმების გადაღება Videoleap–ით, სახალისო, მძლავრი და მარტივი ვიდეო რედაქტორი აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შექმნათ პროფესიონალური მაღალი ხარისხის კლიპები სულ რამდენიმე წუთში წუთებში. გამოიყენეთ მხატვრული ეფექტები, დაურთეთ ფოტოები, დაამატეთ ტექსტი და სხვა.

◉ Movavi

Movavi არის სრულყოფილი ინსტრუმენტი თქვენი შემოქმედებითი იდეების გაცოცხლებისა და მათი გაზიარებისთვის. გააჯერეთ თქვენი ვიდეო სპეციალური ეფექტებით და კადრების მრავალმხრივი ანიმაციით. გამოიყენეთ Chroma Key და მარტივად შეცვალეთ ფონი თქვენს კლიპებში. სცადეთ პროგრამის ახალი, დახვეწილი ინტერფეისი – ვიდეო მონტაჟი არასდროს ყოფილა ასე მარტივი.

◉ Magisto

შეუცვლელი ვიდეო რედაქტორი, რომელიც დაგეხმარებათ შექმნათ ვიდეოები სოციალური მედიის არხებისთვის სლაიდებით, მუსიკალური გაფორმები

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *