14 სექტემბერს iPhone 13-თან ერთად Apple–მა შემოგვთავაზა ისეთი სიახლეები როგორიცაა: განახლებული iPad, iPad mini და Apple Watch Series 7.
მე-9 თაობის iPad 10.2
Apple–მა წარმოგვიდგინა ახალი და გაუმჯობესებული მე-9 თაობის iPad, რომელიც Apple–ის ყველაზე პოპულარული პლანშეტია. ახალი მოდელი აღჭურვილია ახალი და უფრო ფერადი 10.2 ინჩიანი ეკრანით. ასეთი დიაგონალი ოპტიმალურია ნებისმიერი ყოველდღიური ამოცანის შესასრულებლად და არც დიდ ადგილს იკავებს ჩანთაში.
მე-9 თაობის iPad წინა მოდელისგან თითქმის არ განსხვავდება ვიზუალურად. ამის მიუხედავად, ახალმა პლანშეტმა მიიღო True Tone ტექნოლოგიის მხარდაჭერა, რომელიც Apple-ის თითქმის ყველა პროდუქტში გვხვდება. ტექნოლოგია პასუხისმგებელია გამოსახულების ტემპერატურის ავტომატურ კორექციაზე, რაც იცავს მხედველობას ზედმეტი სტრესისგან.
განახლებული კამერა და დამატებითი ფუნქციონალი
ახალი iPad გვთავაზობს უმაღლესი დონის 8MP მთავარ (ფართოკუთხოვანი ლინზა) და 12MP ფრონტალურ (ულტრაფართოკუთხოვანი ლინზა) კამერას.
მთავარი კამერა საკმაოდ მრავალფუნქციურია. მისი დახმარებით სწრაფად და მარტივად დაასკანერებთ დოკუმენტებს და იმუშავებთ გაფართოებული რეალობის პროგრამებთან.
ასევე უნდა აღინიშნოს Center Stage ფუნქცია, რომელიც წინა თაობის iPad Pro–დან ახალი 10.2 ინჩიან iPad–ზე გადმოვიდა. ფუნქციის დახმარებით ვიდეო ზარის დროს კამერა ავტომატურად ფოკუსირდება მომხმარებელზე. უფრო მეტიც, კადრში სხვა ადამიანის გამოჩენისას სისტემა ავტომატურად ცვლის კადრის გეგმას, რათა სცენის ყველა მონაწილე დაიჭიროს ერთიან კადრში.
გაუმჯობესებული წარმადობა და გაზრდილი მეხსიერება
iPad 10.2-მა მიიღო მძლავრი A13 Bionic ჩიპი, რის ხარჯზეც წარმადობა 20%–ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სტანდარტული სერიის iPad, ის მარტივად უმკლავდება მძიმე თამაშებსა და პროგრამებს.
ამას გარდა, ნეირონული ძრავა აუმჯობესებს მანქანური სწავლების შესაძლებლობებს. მოწყობილობის ინტელექტი შესაძლებელს ხდის ტექსტში ფოტოებისა და სურათების ამოცნობას, რაც მისი შესაძლებლობების უმცირესი ნაწილია.
ასევე აღსანიშნავია, პლანშეტის მინიმალური მეხსიერების გაზრდა: ყველაზე მცირე შიდა მეხსიერება 64GB გახდა, ხოლო ყველაზე დიდი 256GB. ახალი iPad აღჭურვილია უახლესი iPadOS 15-ით, პირველი თაობის Apple Pencil და Apple Smart კლავიატურით.
უფრო დიდი iPad mini
მიუხედავად იმისა, რომ ეს მოდელი თქვენს ხელის გულზე ეტევა, მისი შესაძლებლობების არ დაფასება ნამდვილად არ შეიძლება.
ეკრანი, ფერები და Touch ID
უახლესი iPad mini აღჭურვილია 8.3 ინჩიანი გაფართოებული Liquid Retina ეკრანით და ხელმისაწვდომია 4 განსხვებულ ფერში – ვარდისფერი, იისფერი, Space Gray, Starlight. ეკრანი დაფარულია ანტირეფ ანტირეფლექტორული საფარით და აქვს True Tone ტექნოლოგიის მხარდაჭერა.
ახალი mini ასევე აღჭურვილია ზედა ღილაკში ჩაშენებული Touch ID ფუნქციით, რომელიც სწრაფ და საიმედო ავტორიზაციას უზრუნველყოფს.
კამერა და პროცესორი
მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ფოტო და ვიდეო გადაღების შესაძლებლობები. პატარა iPad–ს აქვს 12MP მთავარი და 12MP ულტრაფართხოვანი ფრონტალური კამერა. ფართო ხედვის კუთხის დახმარებით, ვიდეო გადაღებისას სცენის თითოეული მონაწილე რჩება კადრში, მოძრაობის დროსაც კი.
ასევე უნდა აღინიშნოს განახლებული A15 Bionic ჩიპი, რომელიც წინა თაობასთან შედარებით წარმადობას 80%–ით ზრდის. ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელი შეძლებს მძიმე თამაშებისა და პროფესიონალური პროგრამების გაშვებას.
სინამდვილეში, ეს ნიშნავს, რომ მომხმარებელს ექნება წვდომა მძიმე თამაშებზე ძლიერი გრაფიკით და პროფესიონალური პროგრამებით. CPU, GPU და ნეირონული ძრავის ერთობლიობა iPad mini-ს ეხმარება გამოსახულებებისა და ტექსტის ამოცნობაში.
ელემენტი და მეხსიერება
ცვლილებები შეეხო ელემენტის ენერგოეფექტურობასაც. ერთი სრული მუხტით ელემენტი სრული დღის სამუშაო დროს გვთავაზობს, რა თქმა უნდა, ისეთი მსუბუქი დატვირთვით როგორიცაა: ფილმების ყურება, წიგნების კითხვა, ტექსტზე მუშაობა და ა.შ.
iPad mini ასევე გვთავაზობს მე–2 თაობის Apple Pencil-ის მხარდაჭერას, რაც მას სრულყოფილ სახატავ და საწერ მოწყობილობად გადააქცევს. მოწყობილობის დასამუხტად და სხვადასხვა აქსესუარის დასაკავშირებლად გამოიყენება USB-C პორტი.
უახლესი iPad mini ხელმისაწვდომი იქნება 64GB და 256GB შიდა მეხსიერებით.
Apple Watch Series 7
Apple Watch Series 7-ისგან უფრო დიდ რედიზაინს ველოდით, რაც შესაძლოა სხვადასხვა ჭორით და ცრუ ინფორმაციით იყო გამოწვეული. მიუხედავად ამისა, განახლებული სმარტ საათი უფრო დიდი და უკეთესია, გვთავაზობს ახალ სახეებს და უფრო ნათელია.
Series 7–ს აქვს უფრო ვიწრო ჩარჩოები – 1.7 მმ და უფრო დიდი ეკრანი, რომელიც თითქმის კორპუსის კიდემდე ვრცელდება.
ახალი, Always-on რეტინა ეკრანი Series 6-თან 20%-ით, ხოლო Series 3-თან შედარებით 50%–ით უფრო დიდია.
ახალი სმარტ საათი 40%-ით უფრო თხელია წინა თაობასთან შედარებით. უფრო მეტიც, ეკრანზე შესაძლებელია 50%-ით მეტი ტექსტის ნახვა. საათი ხელმისაწვდომია 41 მმ და 45 მმ ზომებში. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, Crystal ეკრანი უფრო დაცულია ვიდრე ნებისმიერი სხვა საათი და არის პირველი Apple Watch, რომელსაც აქვს IP6X მტვრისგან დაცულობის მხარდაჭერა.
ასევე გვაქვს USB Type-C დამტენი, რომელიც წინა თაობასთან შედარებით 33%-ით უფრო სწრაფია.
ასევე გაეცანით:
iPhone 13 – ახალი სერიის სრული მიმოხილვა
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.