iPad ოპტიმალური ინსტრუმენტია თანამშრომლებთან, კოლეგებთან თუ კლიენტებთან საქმიანი მიმოწერისათვის. თანაც ამის გაკეთება შესაძლებელია ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს. 

iPad ამ როლში განსაკუთრებით დიდ შესაძლებლობებს გვთავაზობს ფიზიკური კლავიატურის გამოყენების შემთხვევაში. Apple–ის ბრენდირებული Magic Keyboard, Smart Keyboard Folio, Apple Smart Keyboard და ა.შ.

◉ iMessage

iMessage სერვისის გამოყენებით შეძლებთ Apple მომხმარებლებთან კომუნიკაციას “Messages” აპლიკაციაში.

◉ Mail

Apple–ის ბრენდირებული ელ.ფოსტის აპლიკაცია, რომელიც უამრავ საინტერესო და მოსახერხებელ ფუნქციას გვთავაზობს ელექტრონული წერილების კომფორტულად მისაღებად.

◉ Spark

ელ.ფოსტის მოწინავე კლიენტი ჩაშენებული კალენდრით. აპლიკაცია ასევე გვთავაზობს შემოსული წერილების მოწესრიგებას ჭკვიანი ფილტრების გამოყენებით.

◉ Telegram

ერთ-ერთი ყველაზე მოსახერხებელი, მრავალფუნქციური და პოპულარული მესენჯერი, რომლის პოპულარობაც ყოველდღიურად იზრდება.

◉ Slack

სპეციალური საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც შექმნილია პარტნიორებს, თანამშრომლებს, დეველოპერული გუნდების წევრებს შორის კომუნიკაციისთვის.

◉ Messenger

Facebook-ის ბრენდირებული მესინჯერი, რომელიც შესაძლებელს ხდის ამ სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელთან ურთიერთობას.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *