2022 წელს Apple ახალი თაობის iPad Pro-ს შემოგვთავაზებს. 2021 წელს გამოსული M1 ჩიპის, miniLED ეკრანის და 5G მხარდაჭერის მქონე მოდელს, კიდევ უფრო მძლავრი iPad Pro ჩაანაცვლებს.

დიზაინი და ეკრანი

ინფორმაცია iPad Pro 2022-ის ახალი დიზაინის შესახებ 2021 წლის ივნისში გავრცელდა. Bloomberg–ის თანახმად, ახალ iPad–ს შესაძლოა ჰქონდეს მინის კორპუსი, და უსადენო დამუხტვის საშუალება – სავარაუდოდ MagSafe. იგივე ინფორმაცია გავრცელდა 2021 წლის დეკემბერშიც.

უსადენო დამუხტვა ეფექტურად ანაცვლებს სტანდარტული სადენით დამუხტვას. Apple–მა უსადენო დამუხტვა პირველად 2017 წელს iPhone–ზე შემოგვთავაზა. 2021 წელს კი განახლებული MagSafe დამუხტვა დანერგა – რაც კიდევ უფრო აუმჯობესებს დამუხტვის ხარისხს და ზრდის დამუხტვის სისწრაფეს.

რაც შეეხება iPad Pro ეკრანის ზომას, Apple სავარაუდოდ შემოგვთავაზებს 2 ვარიანტს: 11 და 12.9 ინჩი. 

განახლება უფრო შესამჩნევი იქნება 11 ინჩიან მოდელზე, რადგან Apple-ის ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo თვლის, რომ კომპანია LCD პანელს miniLED ეკრანით ჩაანაცვლებს, როგორც ეს 2021 წელს 12.9 ინჩიან iPad Pro-ს შემთხვევაში მოხდა.

პროცესორი და მეხსიერება

Apple-მა შესაძლოა წინა სერიის iPad Pro M1 ჩიპი განახლებული M2 ჩიპით ჩაანაცვლოს, რომელიც, სავარაუდოდ, განახლებულ MacBook Air–თან ერთად გამოვა 2022 წელს.

მეორე შესაძლო სცენარი კი M1 ჩიპის, M1 Pro ან/და M1 Max ჩიპებით ჩანაცვლებას მოიაზრებს, თუმცა ამის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ მოიპოვება. 

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ M1 ჩიპი iPhone-ის A სერიის ანალოგური ვარიაციებია. განახლებული iPad Pro–ს ჩიპის სახელი კი Apple-ის მარკეტინგის გუნდზეა დამოკიდებული.

მოწყობილობის მეხსიერების ცვლილების შესახებ არანაირ ინფორმაცია არ არსებობს. შესაბამისად მოსალოდნელი მეხსიერებებია:

  1. 128 GB;
  2. 256 GB;
  3. 512 GB;
  4. 1 ტბ;
  5. 2 ტბ.

იმის გათვალისწინებით, რომ Apple–მა შეაჩერება iPhone-ის 64 GB მოდელების წარმოება და თითოეული ახალი Mac–ის მოცულობა 256 GB-დან, გონივრული იქნება, თუ კომპანია 2022 წლის iPad Pro-ს სტანდარტ ვერსიად 128 GB-ის ნაცვლად 256 GB მეხსიერებას არჩევს.

ელემენტი, 5G და ახალი აქსესუარები

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Apple მუშაობს iPad Pro-ს უფრო მძლავრ ელემენტზე, რადგან ზოგიერთი მომხმარებელი უჩივის Magic Keyboard-ის მაღალ ენერგომოხმარებას. 

მიუხედავად იმისა, რომ არ არსებობს ინფორმაცია 2022 წლის iPad Pro-ს 5G შესაძლებლობების შესახებ, სავარაუდოა, რომ Apple გააუმჯობესებს Bandwith შესაძლებლობებს. 

ასევე არ არსებობს ინფორმაცია ახალ აქსესუარებთან დაკავშირებით. თუმცა, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ MagSafe კონექტორის დანერგვა მცირედით მაინც შეცვლის Smart Folio და Magic Keyboard–ს.

როდისთვის ველოდოთ ახალ iPad Pro–ს?

ამ დროისთვის, ჯერ კიდევ ბუნდოვანია, როდის გამოუშვებს Apple 2022 iPad Pro-ს. თუ კომპანია გაყვება 2021 წლის ტენდენციას, სავარაუდოდ, მოწყობილობა 2022 წლის პირველ ნახევარში დაანონსდება (მარტი/აპრილი). ამავე დროს იგეგმება ახალი MacBook Air-ის წარდგენა, რაც კარგ კომბინაციას შექმნის, რადგან ორივე მოწყობილობას დიდი ალბათობით ერთი და იგივე პროცესორი ექნება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *