მოსალოდნელია, რომ Apple–მა 2022 წელს ახალი iPad Pro მოდელები შემოგვთავაზოს. რამდენიმე თვის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია მუშაობდა მოწყობილობის უსადენო დამუხტვაზე. 

MagSafe კონექტორის ჩასამონტაჟებლად აუცილებელი იყო მინის უკანა ზედაპირი. უშუალოდ კონექტორი კი უკანა ზედაპირზე არსებული Apple ლოგოზე განთავსდებოდა. უახლოესი ინფორმაციით კი Apple-მა შეწყვიტა ამ იდეის განხორციელება.

MagSafe მხარდაჭერაზე მუშაობის შეწყვეტის მიზეზად კი მინის ზედაპირის მარტივად დაზიანების რისკები სახელდება. ალუმინის ზედაპირი კი ართულებს მოწყობილობის MagSafe დამტენთან თავსებადობას.

რამდენიმე საინფორმაციო წყაროს თანახმად, Apple–მა შეიმუშავა iPad Pro პროტოტიპები, შედარებით დიდი ზომის Apple ლოგოებით (ახალი MacBook Pro-ს მსგავსი), თუმცა კორპუსი დამზადებულია მინისგან. 

მინის კორპუსი ეხმარება ენერგიის ეფექტურ გადაცემას ლოგოს მეშვეობით. პროტოტიპი აღჭურვილია უფრო მძალვრი მაგნიტებით, რაც დაზიანების რისკების შემცირებასთან ერთად უზრუნველყოფს უფრო მაღალი სისწრაფით დამუხტვას (iPhone–თან შედარებით).

დამატებითი ინფორმაცია ახალი iPad Pro-ს შესახებ.

მოწყობილობას ექნება შედარებით უფრო ენერგოეფექტური ელემენტი (რაც იდეალურია მათთვის, ვინც Magic Keyboard–ის მაღალ ენერგომოხმარებას უჩივის).

iPad Pro შემოგვთავაზებს iPhone 13-ის მსგავს კამერის მოდულს და სრულიად ახალი ჩიპს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად Apple ასევე გეგმავს ახალი MacBook Air-ის წარდგენას M2 ჩიპით, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ 2022 წლის iPad Pro-ც M2 ჩიპით იქნება აღჭურვილი*.

ახალი iPad Pro პრეზენტაცია სავარაუდოდ 2022 წლის პირველ ნახევარში იქნება.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *