iPhone 13 Pro მოდელები აღჭურვილია განახლებული მთავარი და ფრონტალური კამერებით, რაც მომხამრებლებს გადაღების განსაცვიფრებელ ხარისხს სთავაზობს.

Apple თითოეულ ახალ მოწყობილობაში აუმჯობესებს ტექნიკურ მაჩვენებლებს, მათ შორის კამერების პარამეტრებსა და ფუნქციონალს.

Apple-მა წამოიწყო კამპანია, რომელიც კამერების ვიდეო შესაძლებლობების დემონსტრაციასა და პოპულარიზაციაზეა მომართული.

ამ ეტაპისთვის, კომპანიამ YouTube-ზე წარმოგვიდგინა სამი მოკლე ვიდეო რგოლი, სადაც ნაჩვენებია, თუ რისი გაკეთება შეუძლია iPhone 13 Pro კამერების სისტემას.

პირველ ვიდეოს ჰქვია “Detectives” და მასში ნაჩვენებია Cinematic Mode მოქმედებაში. თქვენ ხედავთ, თუ როგორ შეიძლება კამერის გამოყენება კადრში მოხვედრილ თითოეულ საგანსა თუ წერტილზე ფოკუსირებისთვის.

მეორე ვიდეოს სახელია “Basement“, სადაც ნაჩვენებია, თუ რა შეუძლია iPhone 13 Pro კამერების სენსორებს დაბალი განათების პირობებში გადაღებისას.

მესამე და ბოლო ვიდეო სახელად “Pavel“, ნათლად გვიჩვენებს თუ რამდენად დეტალურია შავ–თეთრ ფერებში 3x ტელეფოტო ლინზის გამოყენებით აღბეჭდილი საგნები.

ეჭვგარეშეა, რომ iPhone 13 Pro აღჭურვილია სმარტფონების ინდუსტრიაში არსებული საუკეთესო კამერების სისტემით.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *