სექტემბერში Apple-მა წარმოადგინა iPhone 15 და iPhone 15 Plus – 2023 წლის განხილული სმარტფონები, რომლებსაც ყველანი მოუთმენლად ველოდით. დღეს ჩვენ გავიგებთ არსებული სიახლეების შესახებ და ასევე ვნახავთ, თუ როგორ განსხვავდებიან ისინი წინამორბედების – iPhone 14 და 14 Plus-გან.

iPhone 15 და 15 Plus ხელმისაწვდომია 5 პასტელურ ფერში: ყვითელი, ვარდისფერი, ლურჯი, მწვანე და კლასიკური შავი. ალბათ ექვს თვეში კიდევ ერთი ფერი დაემატება – რაც ჩვეულებრივი პრაქტიკაა Apple-ისთვის.

შედარებისთვის, iPhone 14 წარმოდგენილი იყო მკვეთრი შავი, თეთრი, ლურჯი, მეწამული, წითელი (Product RED) და ყვითელი ფერებით.

განახლებული დიზაინი და მქრქალი უკანა საფარით

Apple-ს აქვს საკუთარი მიდგომა iPhone-ის დიზაინთან დაკავშირებით: კომპანიამ რამდენიმე წლის წინ წამოიწყო წარმატებული კონცეფცია და ახლა უბრალოდ აუმჯობესებს მას. აქედან გამომდინარე, ახალი iPhone 15 და 15 Plus რადიკალურად არ განსხვავდება მათი წინამორბედებისგან: ალუმინის კორპუსი და მოდული ორი დიაგონალურად განლაგებული კამერით. მაგრამ ამ არც თუ მკვეთრ განსხვავებას მაინც მაინც შევამჩნევთ, განსაკუთრებით თუ iPhone 14-სა და ახალი iPhone 15-ს ერთმანეთის გვერდით მოათავსებთ და შეადარებთ.

კიდეები უფრო გლუვი და მომრგვალებული გახდა, ხოლო ეკრანის გარშემო ჩარჩოების რაოდენობა შემცირდა. სმარტფონის ხელში დაჭერა უფრო სასიამოვნო გახდა – ამ შეგრძნების სიტყვებით გადმოცემა რთულია. რა თქმა უნდა, ასევე სიახლეს ჰმატებს ახალი ფერები. სხვათა შორის, ახალი თაობის iPhone გახდა უფრო მქრქალი – პირველად წლების განმავლობაში. iPhone XR-დან მოყოლებული, Apple-მა საბაზისო ვერსიები აღჭურვა პრიალა ფერის საფარით, რომელიც ადვილად აგროვებდა თითის ანაბეჭდებს. ახლა ეს პრობლემა მოგვარებულია.

დინამიური კუნძული სტანდარტული კამერის ჭრილის ნაცვლად

ფლაგმანური iPhone 14 Pro და 14 Pro Max-ის ექსკლუზიური ჩიპი უკვე ხელმისაწვდომია საბაზო ვერსიებში. ეს ამაღელვებელი სიახლეა, რადგან “bangs” -ის Dynamic Island-ით ჩანაცვლება არ არის მხოლოდ ესთეტიური გადაწყვეტილება, მას თან ახლავს TrueDepth კამერა და სენსორები. ეს არის მოსახერხებელი ინტერფეისის ელემენტი, რომელიც გვიჩვენებს შეტყობინებებს და ფონურ აქტივობებს. მაგალითად, შეგიძლიათ იყენებეტ Safari-ს და ამის პარალელურად «კუნძული» გაჩვენებთ იმ მუსიკის პატარა აიქონს, რომელსაც უსმენთ, ან თქვენს მიერ დაყენებულ ტაიმერს.

Dynamic Island არის ინტერაქტიული, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მართოთ აპლიკაციები და ზარები პირდაპირ მისი დახმარებით – ამისთვის უბრალოდ შეეხეთ მას. “კუნძული” იცვლის ზომას  იქედან გამომდინარე, თუ რა ფონური აქტივობა მიმდინარეობს. მაგალითად, უმოქმედო მდგომარეობაში, ის მცირე ზომისაა და ინტერაქციის შესაბამისად იზრდება. გასაკვირი არ არის, რომ “დინამიური კუნძულის” ექსკლუზიური ტექნოლოგია იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ სმარტფონების სხვა მწარმოებლებმა მაშინვე დაიწყეს მისი კოპირება.

შეგახსენებთ, რომ საბაზისო iPhone 14-ში და განსაკუთრებით ძველ სმარტფონებში Apple-მა უკვე ჩაანაცვლა მოძველებული სტანდარტული წინა კამერის ჭრილი.

ეკრანი უმაღლესი 2000 nit-მდე სიკაშკაშით

iPhone-ის დისპლეი ყოველთვის ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა, თუმცა წელს სკეპტიკოსებიც კი გაოცდნენ. iPhone 15 და 15 Plus აღჭურვილია 6.1 დიუმიანი Super Retina HDR დისპლეით OLED მატრიცაზე 2000 nit-მდე სიკაშკაშით. ეს შესანიშნავი მაჩვენებელია საბაზო მოდელებისთვის: გასულ წელს მხოლოდ ფლაგმანურმა 14 Pro-მ მიიღო ასეთი განახლება.

თუ რიცხვები არაფერს გეუბნებათ, წარმოიდგინეთ, რომ ზაფხულის შუადღისას ხართ კაშკაშა მზის ქვეშ და თქვენ არ გჭირდებათ თქვენი სმარტფონის ეკრანის ჯიუტი ყურება ან ხელისგულით მზის სხივების დამალვა, რადგან ახალ iPhone-ზე ყველაფერი ისე ჩანს – თითქოს ბნელ ოთახში იმყოფებით.

ეკრანი დაცულია თითის ანაბეჭდებისა და კოსმეტიკური ნაკაწრებისგან ოლეოფობიური საფარით. ხოლო მის ფიზიკურ დაცვას უზრუნველყოფს კერამიკული პანელი. იგი შეიცავს მატრიცაში ინტეგრირებულ ნანოკრისტალებს, რომლებიც ზრდის შუშის ზემოქმედების სიბლანტეს. ეს ართულებს ეკრანს დაკაწრვას ან თუნდაც დამსხვრევას.

შეგახსენებთ, რომ iPhone 14-ის მაქსიმალური სიკაშკაშე არის 1200 nit. კერამიკული ფარი პირველად მხოლოდ iPhone 12-ში გამოჩნდა.

Bionic A16 ჩიპი – როგორც Pro-ვერსიებში

გასული წლის Pro მოდელების A16 Bionic ჩიპი გადავიდა iPhone 15-ში. მოდელზე არის 6 CPU ბირთვი და 5 GPU ბირთვი. ნეირონული ძრავა 16 ბირთვით ავსებს სურათს. ეს ჩიპი, რომელიც დამზადებულია 4 ნანომეტრიანი პროცესის ტექნოლოგიის გამოყენებით, თავდაპირველად შეიქმნა დიდი შესრულების რეზერვით, ამიტომ ის აქტუალური იქნება მომდევნო 4-5 წლის განმავლობაში. შეამჩნევთ, რომ iPhone ადვილად უმკლავდება მომთხოვნ აპებს და თამაშებს. ხოლო თამაშების დროს შეამჩნევთ უფრო გლუვ გრაფიკას.

ახალმა პროდუქტმა ასევე მიიღო გაუმჯობესებული ხმაურის შემცირების სისტემა ზარების დროს, რომლის ჩართვა შესაძლებელია ხელით. ადრე ის ავტომატურად მუშაობდა.

შედარებისთვის, iPhone 14 აღჭურვილია A15 Bionic ჩიპსეტით, რომელიც დამზადებულია 5 ნანომეტრიანი პროცესის ტექნოლოგიით. მასთან შედარებით, ახალ მოდელში არსებული ჩიპი უფრო პროდუქტიული და ენერგოეფექტურია.

USB-C პორტი Lightning-ის ნაცვლად

შესანიშნავი სიახლე Mac-ის, iPad-ისა და AirPods-ის მფლობელებისთვის: ახლა შეგიძლიათ დატენოთ თქვენი iPhone ერთი კაბელით. iPhone 15-ის მთელი ხაზი აღჭურვილია USB-C ვერსიით 2.0.

თუმცა, მაშინაც კი, თუ თქვენ იყენებთ iPhone-ს Lightning-ით მრავალი წლის განმავლობაში და სხვა არაფერი გაქვთ Apple-ისგან, ახალი პორტი მაინც მოსახერხებელია. იმის გამო, რომ ბაზარი სავსეა USB-C-ით აღჭურვილი სხვა მოწყობილობებით: უკაბელო დამტენები, საათები, ელექტრო გამხსნელები, კბილის ჯაგრისები და მრავალი სხვა. თქვენ ალბათ მოგეპოვებათ შესაბამისი გადამყვანი და კაბელები. მათ ასევე შეუძლიათ Apple-ის ახალი სმარტფონების დამუხტვა.

Type-C-ის კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ იგი მხარს უჭერს გარე მოწყობილობების დაკავშირებას: მონიტორები, გარე დისკები, კლავიატურები და მრავალი სხვა.

ხოლო iPhone 15-ის დახმარებით თქვენ შეძლებთ სხვა გაჯეტების დამუხტვას: მაგალითად, AirPods. ამის გასაკეთებლად, უბრალოდ კაბელის ერთი ბოლო დაუკავშირეთ AirPods-ს, ხოლო მეორე სხვა მოწყობილობას.

შევადაროთ iPhone 14 და iPhone 15 -ის კამერები

კამერის მახასიათებლების დათვალიერებისას, თქვენ დაუყოვნებლივ შეამჩნევთ, თუ როგორ განსხვავდება ერთი მეორისგან. iPhone 15 და 15 Plus-ს აქვს სამი კამერა: ორი მთავარი და ერთი წინა. ულტრაფართო კუთხიანი და წინა კამერები არის 12 მეგაპიქსელიანი, მაგრამ ფართო კუთხიანი აღჭურვილია 48 მეგაპიქსელიანი სენსორით! შედარებისთვის: iPhone 14-ს ჰქონდა 12 მეგაპიქსელი.

საინტერესოა, რომ საბაზისო iPhone-ებს შეუძლიათ გადაიღონ სრული 48 მეგაპიქსელი გარჩევადობის ფოტოები და შეინახონ ფოტოები HEIF ფორმატში (განსხვავებით JPG-ისგან, HEIF იგივე ხარისხისთვის ნაკლებ ადგილს მოითხოვს). ადრე 48 მეგაპიქსელიანი გარჩევადობით გადაღება მხოლოდ Apple ProRAW ფორმატში იყო შესაძლებელი. სხვათა შორის, ProRaw და ProRes-ში გადაღების შესაძლებლობა კვლავ რჩება Pro ვერსიების პრეროგატივად. მაგრამ მომხმარებელთა უმეტესობას ეს არ სჭირდება: ეს არის ფორმატი უფრო პროფესიონალური გამოყენებისთვის.

მაშინაც კი, თუ თქვენთვის ფოტოხელოვნება სიახლეს წარმოადგენს, iPhone 15 უზრუნველგყოფთ ულტრა მკვეთრი ფოტოებითა და ვიდეოებით, რომლებიც აღბეჭდავს მცირე დეტალებსაც კი. ერთმანეთთან შედარება არასრული იქნებოდა ფოტოების გარეშე, ამიტომ ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ფოტოგალერეა – ყველა გადაღებულია iPhone 15-თ.

პირველად საბაზისო ვერსიებს შეეძლებათ გადაღება 0.5x, 1x და 2x ფორმატით. და ეს ხდება სისტემის ორი კამერის ხარჯზე! 2X მასშტაბირება ხარისხის დაკარგვის გარეშე უზრუნველყოფილია ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის სმარტ ინტეგრაციით. შეგახსენებთ, რომ iPhone 14-ს შეეძლო გადაღება მხოლოდ 0.5x და 1x ფორმატით.

განსაკუთრებით შთამბეჭდავია iPhone 15 და 15 Plus-ზე გადაღებული პორტრეტები. ნათელი დეტალები, ღრმა ჩრდილები და ცოცხალი ფერები დეფექტის გარეშე, თუნდაც რთულ განათებაში!

iPhone 14-ისგან განსხვავებით, ახალ სმარტფონს აქვს პორტრეტის რეჟიმზე ავტომატური გადართვის ფუნქცია. მას შეუძლია ამოიცნოს ადამიანი, ძაღლი ან კატა ჩარჩოში და ავტომატურად გადადის პორტრეტის რეჟიმში, რათა შექმნას უფრო სანახაობრივი სურათი. თქვენ შეგიძლიათ ეკრანზე ხელის დაჭერით შეაჩეროთ ეს ფუნქცია.

ახლა უკვე შესაძლებელია ფოტოების ფოკუსის შეცვლა დამუშავების შემდგომ ეტაპზე. ამისათვის თქვენ უნდა გადაიღოთ “პორტრეტის” რეჟიმში. iPhone 14-ში ფოკუსის შეცვლა მხოლოდ ვიდეოში იყო შესაძლებელი (რეჟიმში «Movie effect»).

Apple-მა ასევე გააუმჯობესა Photonic Engine. გადაღების დროს სპეციალური განათების გამოყენების გარეშეც სისტემა სწორად ამუშავებს წინა და უკანა სცენების ფერებს.

დაბალ განათებაში ფოტოების გადაღება კიდევ უფრო სასიამოვნო და სწრაფი გახდა. პირველ რიგში, ღამის რეჟიმში დაემატა პორტრეტის გადაღების შესაძლებლობა. და მეორეც, iPhone 15-ს ბევრად ნაკლები დრო სჭირდება ფოტოს და სნეპშოტის დასამუშავებლადაც. არასაკმარისი განათების პირობებში გადაღებისას კამერა უფრო მეტ დეტალს იჭერს და არ ამახინჯებს ფერებს.

რადგან ამ თემას შევეხეთ, უნდა ითქვას, რომ iPhone 15 აქვს Smart HDR 5-ს მხარდაჭერა, რაც უპირისპირდება წინა ვერსიაში არსებულ Smart HDR 4-ს.

არსებობს iPhone 15 და 15 Plus-ის სხვა ფუნქციებიც, რომლებიც ამ სმარტფონებს ბაზარზე საუკეთესოდ აქცევს:

  • მეხსიერების მოცულობა 128, 256 და 512 გბ.
  • სწრაფი დამუხტვა: 50% 30 წუთში (20W ან უფრო მაღალი ადაპტერის გამოყენებით).
  • IP68 სერთიფიცირებული წყლისა და მტვრისგან დაცვისთვის.
  • 1170 x 2532 პიქსელის გარჩევადობა ცოცხალი ეკრანისთვის.
  • განახლების სიხშირე 60 ჰც.
  • მოწინავე Ultra Wideband (UWB) ჩიპი. !ყველა რეგიონში არ აქვს მხარდაჭერა!
  • საოცარი ავტონომიურობა: 20 საათამდე ვიდეო და 80 საათამდე აუდიო დაკვრა.

რომ შევაჯამოთ: iPhone 15 თუ iPhone 14?

iPhone 15 შესანიშნავი საბაზისო სმარტფონია ყოველდღიური გამოყენებისთვის. მოწინავე კამერით, მძლავრი პროცესორით და „გრძელვადიანი“ ელემენტით, რომელიც უძლებს 1,5 დღის აქტიურ მუშაობას. მას აქვს ფუნქციები, რომლებიც სასიამოვნოდ გააკვირვებს მათაც კი, ვინც ამჟამად იყენებს iPhone 14-ს, რომ აღარაფერი ვთქვათ ძველ მოდელებზე. მაგალითად, ინტერაქტიული «screen in the screen» დინამიური კუნძული და სიკაშკაშე 2000 nits-მდე, რაც ორჯერ აღემატება წინა თაობას.

გადავიდეთ თუ არა iPhone 15-ზე? დიახ, თუ ტექნოლოგია გიზიდავღ, თქვენთვის მნიშვნელოვანია სიახლე და მაღალი სიჩქარე, ნამდვილად ოპტიმალური არჩევანია. თუ კონტენტს იღებთ: iPhone-ის კამერა ერთ-ერთი საუკეთესოა ბაზარზე. და რა თქმა უნდა, iPhone 15 საუკეთესო არჩევანი იქნება მათთვის, ვინც ეძებს მოსახერხებელ და ფუნქციონალურ სმარტფონს ძველის ჩასანაცვლებლად. თქვენ სასიამოვნოდ გაოცდებით ახალი პროდუქტის შესაძლებლობებით.

ად შევიძინოთ?

iSpace-ში შეგიძლიათ შეიძინოთ iPhone 15: ჩვენ გვაქვს ყველა ფერი და ნებისმიერი სიმძლავრის მეხსიერების ბარათი. მაღაზიებში ახალი პროდუქტები წარმოდგენილია ღია სივრცეში: მობრძანდით და გადაწყვიტეთ რომელი აირჩიოთ: 6.1 თუ 6.7 ინჩიანი მოდელი.

ასევე, iSpace-ში შეგიძლიათ შეიძინოთ iPhone 15 Trade-in აქციით: უბრალოდ მოგვიტანეთ თქვენი ძველი სმარტფონი და მას ახლით შეგიცვლით. დარჩენილი თანხის დაფარვა კი შესაძლებელია განვადებით ან ნაღდი ანგარიშსწორებით

ასევე გაეცანით:

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *