მოგზაურობას როგორც წესი ბევრი ფოტოს და ვიდეოს გადაღება ახლავს თან. ეს ყველაფერი კი სმარტფონის დახმარებით საოცრად მარტივი გასაკეთებელია, რადგან სმარტფონი ყოველთვის თან გვაქვს და ფოტო-ვიდეოს გადასაღებად არ მოითხოვს დამატებით აქსესუარებს. დღევანდელ ბლოგში განვიხილავთ თუ რამდენი მეხსიერებაა საჭირო და საკმარისი სხვადასხვა მოთხოვნების მქონე ადამიანებისათვის.
პოპულარული აპლიკაციები იმაზე მეტ მეხსიერებას მოითხოვს ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
ოპერაციული სისტემა iOS15 თითქმის 10GB მეხსიერებას იკავებს. დაახლოებით იგივე მეხსიერებას მოიხმარს სისტემური მონაცემები. ამას დამატებული ოპერაციული სისტემის თავისუფლად მუშაობისათვის საჭირო 20-30GB.
ასევე გასათვალისწინებელია ისეთი აპლიკაციების მოცულობები, როგორებიცაა: მესენჯერები, სოციალური ქსელები, ვიდეო და ფოტო რედაქტორები (ასეთი აპლიკაციები თავისთავად დიდ მეხსიერებას არ მოითხოვენ, თუმცა მათი ხშირი გამოყენება იწვევს ქეშის დაგროვებას, რაც დროთა განმავლობაში უზარმაზარ მეხსიერებას მოითხოვს).
ყველაზე მძიმე აპლიკაციების სანახავად გახსენით: Settings > General > iPhone Storage.
ფოტო და ვიდეო ბიბლიოთეკა ყველაზე დიდ ადგილს მოითხოვს.
iPhone 13 Pro და 13 Pro Max ნამდვილად შესანიშნავი კამერებით არის აღჭურვილი, რაც პროფესიონალური კადრებისა და კინემატოგრაფიული ხარისხის ვიდეოს გადაღების საშუალებას იძლევა.
მაგალითად, Cinema Effect რეჟიმში, მომხმარებელს შეუძლია ფოკუსის რეგულირება და ფოტოების ბუნდოვანი ფონით გადაღება. ფოტოს გადაღება ასევე შესაძლებელია ProRaw ფორმატში, ხოლო ვიდეოს გადაღება ProRes-ში. ასეთი ფაილები მოიცავს უამრავ ინფორმაციას ფერისა და სხვა დეტალების შესახებ, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ფოტო-ვიდეო მასალის შემდგომი დამუშავებისთვის(სწორედ ამიტომ, ასეთი ფაილების საკმაოდ მძიმეა). მაგალითად, Pro Res ფორმატში გადაღებული ერთ წუთიანი წუთი 1080p ვიდეო ProRes 4K-ში გადაღებისას 6 GB-მდე მეხსიერებას მოითხოვს.
iPhone 13 Pro-ზე ჩვეულებრივ რეჟიმში (არა Raw) გადაღებული ფოტოებიც საკმაოდ მძიმეა. საშუალოდ, ერთი სტანდარტული კადრი 3-5MB ზომისაა. 30 წამიანი სტანდარტული ვიდეო (HEVC) კი დაახლოებით 50MB.
რა მოცულობის მეხსიერებაა საკმარისი?
512GB მეხსიერება სავსებით საკმარისია თუ სოციალურ ქსელებს აქტიურად იყენებთ და მოგზაურობისას გიყვართ ფოტო-ვიდეოს გადაღება-რედაქტირება. ასევე რეგულარულად ტვირთავთ თამაშებს, სერიალებს და ფილებს, თუ გიწევთ ხშირი მუშაობა პრეზენტაციებთან და ა.შ.
თუ სმარტფონს ყიდულობთ იმ მოლოდინით, რომ მას აქტიურად გამოიყენებთ 3-5 წლის განმავლობაში, მაშინ iPhone 13 Pro 1TB უნდა აირჩიოთ. ამ ზომის მეხსიერებას გამოიყენებთ მაქსიმალურად და არასდროს გექნებათ სმარტფონის გადავსების პრობლემა. 1TB მეხსიერება, ასევე საშუალებას მოგცემთ, არ წაშალოთ გადმოტვირთული ფაილები და მონაცემები, რაც iPhone-ს მონაცემთა საცავის ფუნქციასაც უთავსებს.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.