14 სექტემბერს, Apple–მა წარმოგვიდგინა iPhone 13 ხაზი 4 ახალი სმარტფონით: სტანდარტული iPhone 13, კომპაქტური 13 mini 5.4 ინჩიანი ეკრანით და ფლაგმანები – 13 Pro და 13 Pro Max გაუმჯობესებული კამერით და 120Hz ეკრანით.
სრული კომპლექტი
iPhone 13 და 13 mini დევს თეთრ ყუთებში, ხოლო iPhone 13 Pro და 13 Pro Max შავში. თითოეული ყუთში ტელეფონთან ერთად, მოთავსებულია Lightning/USB-C კაბელი, დოკუმენტაცია და SIM–ის სკრეპი.
iPhone 12 ხაზის მსგავსად, არც ახალ სერიას მოყვება ყურსასმენები და კვების ადაპტერი. ამის გამო ყუთი გაცილებით პატარაა.
Apple–ის თქმით, ზომების ასეთი შემცირება გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს, რადგან თითოეული გადამზიდი სატრანსპორტო საშუალება ახლა ორჯერ და სამჯერ მეტ სმარტფონს მიიტანს დანიშნულებამდე. ეს კი თავის მხრივ შეამცირებს წარმოქმნილ გამონაბოლქვს და ნაკლებ ზიანს მიაყენებს ბუნებას.
სად არის შესაფუთი ფირი?
2021 წელს Apple-მა შეწყვიტა შესაფუთი ფირის გამოყენება. Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე ნათქვამია, რომ ამ გადაწყვეტილებამ პლასტმასის გამოყენება დაახლოებით 600 ტონით შეამცირა.
ზოგიერთ მყიდველს შესაძლოა გაუჩნდეს კითხვა თუ როგორ უნდა გაიგოს იყო თუ არა ყუთი გახსნილი. სინამდვილეში, ახალი სერიის iPhone-ის ყუთიდან ამოსაღებად საჭიროა სპეციალური სტიკერის მოხსნა, რომლის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნებაც შეუძლებელია.
მიუხედავად ამისა, არც ასეთი შეუფუთვა იძლევა ორიგინალურობის აბსოლუტურ გარანტიას. ჩვენი რჩევაა, შეიძინოთ მოწყობილობა Apple–ის პრემიუმ ან ავტორიზებული რესელერისგან.
iPhone 13 და 13 Mini
დავიწყოთ გარეგნობით. ორივე სმარტფონის უკანა ზედაპირი დამზადებულია პრიალა მინისგან. შუაში არის Apple-ის ლოგო. წინა პანელი დაფარულია Ceramic Shield – ეს არის გამძლე მინა-კერამიკა, რომელიც იცავს სმარტფონის ეკრანს დარტყმის შემთხვევაში. კორპუსი დამზადებულია ალუმინისგან, ჩარჩოები მქრქალია, რის გამოც არ ეტყობა თითის ანაბეჭდები.
ზომები და ახალი ფერები
iPhone 13 იწონის 173 გრამს და აქვს 6.1 ინჩიანი ეკრანი. სისქე მხოლოდ 7.65 მმ. ეს არის უნივერსალური ზომა, რომელიც რეალურს ხდის ცერა თითით მთელს ეკრანზე ნავიგაციას.
iPhone 13 mini იდეალურია მათთვის, ვინც დაიღალა დიდი სმარტფონის ტარებით. ის იწონის მხოლოდ 140 გრამს და ადვილად თავსდება ნებისმიერი ზომის ჯიბესა თუ ხელჩანთაში. მოწყობილობის სისქე იგივეა, რაც iPhone 13 – 7,65 მმ, ხოლო ეკრანის დიაგონალი 5,4 ინჩი.
ორივე სმარტფონი ხელმისაწვდომია 5 ფერში:
– ვარდისფერი;
– ლურჯი;
– Midnight;
– Starlight;
– (Product) Red;
ახალი კამერის მოდული
პირველი, რაც ახალ iPhone-ებს გამოარჩევს კამერების მოდულია. ბლოკის ზომა ოდნავ გაიზარდა, ხოლო ლინზები ვერტიკალურის მაგივრად დიაგონალურად არის განლაგებული.
ასეთი განლაგების მიზეზის უკან მხოლოდ ვიზუალური ეფექტი არ დგას. განლაგება შეიცვალა ახალი კამერის სისტემის (კერძოდ ფართო კუთხის სენსორის) მოდულში მორგების მიზნით და ასევე სენსორის ცვლის ოპტიკური სტაბილიზაციის სისტემისთვის ადგილის გასათავისუფლებლად – ადრე ეს ფუნქცია მხოლოდ ფლაგმან iPhone 12 Pro Max-ში იყო ხელმისაწვდომი.
ეს კი საჭიროა ფოტო/ვიდეოს მაღალი ხარისხით გადასაღებად ნებისმიერი განათების პირობებში.
ფრონტალური კამერა ახლა დინამიკის მარცხნივ არის განთავსებული. ხოლო დინამიკმა კორპუსის კიდეზე გადაინაცვლა. ხოლო ეკრანზე არსებული ე.წ. Bangs, რომელშიც TrueDepth მოდული მდებაროებს, შემცირდა 20%–ით.
ტექნიკური თვალსაზრისით, iPhone 13 და 13 mini პრაქტიკულად ერთი და იგივეა. მათი შესაძლებლობების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით ჩვენს მიმოხილვაში.
iPhone 13 Pro და 13 Pro Max
თითოეული სმარტფონი ბაზარზე არსებულ ყველაზე მაღალი დონის სმარტფონებს შორისაა. გარეგნულად, მათი დიზაინი იდენტურია: კერამიკული საფარი და ტექსტურირებული მქრქალი პანელი. უკანა ზედაპირის შუაში არის სარკისებრი Apple ლოგო კორპუსის ფერში. თავად კორპუსი დამზადებულია უჟანგავი ფოლადისგან, გვერდითი კიდეები პრიალაა.
დიაგონალი, სისქე და წონა
iPhone 13 Pro იწონის 203 გრამს. 6.1 ინჩიანი ეკრანი იგივე ზომისაა, როგორც სტანდარტული iPhone 13.
iPhone 13 Pro Max იწონის 238 გრამს, მისი დიაგონალი კი 6,7 ინჩია.
დიდი ეკრანის წყალობით, სმარტფონზე საოცრად მოსახერხებელია ფილმების ყურება, თამაში, ფოტო და ვიდეოების რედაქტირება და მრავალი სხვა. თუმცა ამას უარყოფითი მხარეც აქვს: მოწყობილობა არ თავსდება ყველა ზომის ჯიბეში, ხოლო კომფორტული მიმოწერისათვის მოგიწეივეთ მისი ორივე ხელით დაჭერა.
ახალი სერიის ოთხივე სმარტფონი ერთი სისქისაა – 7,65 მმ.
საუკეთესო კამერა iPhone-ში
პირველი, რაც თქვენს ყურადღებას იპყრობს, კამერის მოდულია. iPhone 12 Pro-სთან შედარებით, ის ბევრად უფრო დიდია, თუმცა მაინც მოწესრიგებულად და ორგანულად გამოიყურება.
ლინზები საკმაოდ ამოწეულია, რის გამოც სმარტფონი მთელი ზედაპირით არ დევს. თუ ეს ვინმეს პრობლემად მიაჩნია, მარტივად მოაგვარებს სმარტფონის ქეისში ჩადებით.
ლინზებისა და ფლეშის გარდა, მოწყობილობას აქვს ჩაშენებული LiDAR მოდული, რომელიც სტანდარტული iPhone 13-ში მიუწვდომელია.
სამი სტანდარტული და ერთი ახალი ფერი
iPhone 13 Pro და Pro Max ხელმისაწვდომია 4 ფერში, რომელთაგან მხოლოდ ერთია ახალი:
– ოქროსფერი;
– ვერცხლისფერი;
– გრაფიტისფერი;
– Sierra Blue – ცისფერი.
Bangs და გადატანილი დინამიკი
ეკრანის ზედა ნაწილში არსებული კამერის სექცია მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს იმიტომ ხდება, რომ დინამიკმა ეკრანის კიდეზე გადაინაცვლა, ისევე როგორც სტანდარტულ iPhone 13–ში.
iPhone 13 Pro-სა და iPhone 13 Pro Max-ს შორის საკმაოდ მცირე ტექნიკური სხვაობაა. მთავარი განსხვავებები ეკრანის ზომასა და ელემენტის მოცულობაში გამოიხატება.
iPhone 13 Pro-სა და iPhone 13 Pro Max-ის შესაძლებლობების შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით ჩვენს მიმოხილვაში.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.