Apple-მა რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ წყვეტს iPod touch-ის წარმოებასმ, რის შემდეგაც კომპანიამ ზოგიერთ ქვეყანაში დაიწყო მოწყობილობის ვებსაიტიდან ამოღება.
iPod touch აღარ არის ხელმისაწვდომი Apple ვებსაიტზე შემდეგ ქვეყნებში: კანადა, ბელგია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, სინგაპური, სამხრეთ კორეა, შვედეთი, შვეიცარია და მრავალი სხვა.
მოწყობილობა ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია ზოგიერთ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში, თუმცა რაოდენობა შეზღუდულია ან სრულად არის ამოყიდული.
Apple-მა შარშანდელი რედიზაინის შემდეგ iPod უკვე გადაიტანა თავისი ვებსაიტის ბოლოში. მოწყობილობის მთლიანად ამოღება კი iPod-ის უკანასკნელი მოდელის დასასრულზე მეტყველებს.
iPod-ის პოვნა ჯერ კიდევ შესაძლებელია გარკვეულ Apple Store-ში და Apple ავტორიზებული რესელერბთან, თუმდა რაოდენობა ძლიერ შეზღუდულია. მეშვიდე თაობის iPod touch 2019 წლის მაისში გამოვიდა. მოწყობილობას აქვს 4 ინჩიანი Retina ეკრანი, A10 ჩიპი და კლასიკური Home ღილაკი Touch ID-ს გარეშე.
iPod კომპანიამ პირველად 2001 წლის ოქტომბერში წარმოგვიდგინა. გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ iPod Apple-ის ერთ-ერთი ყველაზე საკულტო პროდუქტია, თუმცა მოწყობილობის წარმოებიდან ამოღება ნამდვილად გარდაუვალი გახდა. ამის მიზეზი Apple პროდუქტების ფართო სპექტრი და ფუნქციონალია. როგორც ვიცით iPod–ის ფუნქციებს ისეთი მოწყობილობები ითავსებენ როგორიცაა: iPhone, iPad, Apple Watch, HomePod mini და სხვა.
“iPod-ის სული განაგრძობს ცხოვრებას.” – ამბობს Apple მარკეტინგის ხელმძღვანელი გრეგ ჯოსვიაკმა.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.