გამოყენებული მოწყობილობების გაყიდვა საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი პროცესია. თუმცა არსებობს უფრო მარტივი გზა: ჩააბარეთ ძველი მოწყობილობა და მიიღეთ ფასდაკლება ახლის შეძენისას Trade-in აქციის ფარგლებში.

iPhone-ის გარდა, მომხმარებელს ასევე შეუძლია iPad–ის ჩაბარება. აქციის ფარგლებში ასევე შეიძლება რამდენიმე მოწყობილობის ჩაბარება ერთის სანაცვლოდ. ასეთი მეთოდით შესაძენი მოწყობილობის სრული ღირებულების დაფარვაც შეიძლება.

ხდება ისეც, რომ ჩაბარებული მოწყობილობის ღირებულება ახალზე მეტია. ასეთ შემთხვევაში მაღაზია გთავაზობთ ამ განსხვავების ღირებულების სხვა მოწყობილობით/აქსესუარებით შევსებას. თუმცა ეს არც თუ ისე ხშირად ხდება.

iSpace – Apple Premium Reseller

პროცედურა თავისთავად ძალიან მარტივია. თქვენ მოგაქვთ ორიგინალი Apple მოწყობილობა iSpace-ის ნებისმიერ ფილიალში. ექსპერტი თქვენს თვალწინ ატარებს უფასო დიაგნოსტიკას, რაც მაქსიმუმ 15 წუთს მოითხოვს. ფიზიკური მდგომარეობისა და ფუნქციონალის შეფასების შემდეგ, სპეციალისტი მოგახსენებთ მოწყობილობის ღირებულებას.

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი მოწყობილობა უფრო მეტი ღირს ვიდრე შეფასებამ აჩვენა, შესაძლებელია მისი ერთი დღით უფრო დეტალურ დიაგნოსტიკაზე გადაგზავნა. შედეგების მიხედვით დადგინდება მოწყობილობის მაქსიმალური შესაძლო ღირებულება.

სხვათა შორის, მოწყობილობის ღირებულებისა გასარკვევად არ არის აუცილებელი თქვენი მაღაზიაში მისვლა. საიტზე ნახავთ კალკულატორს, სადაც შეიყვანთ თქვენი არსებული მოწყობილობის დეტალებს და რამდენიმე წამში გაიგებთ მისი ჩაბარების ღირებულებას.

მომხმარებელი ხშირად ფიქრობს, რომ მოწყობილობის მდგომარეობა ბევრად უარესია, ვიდრე ეს რეალურად არის. ამას გარდა, ძველი მოწყობილობების ზოგიერთ ნაკლოვანებაზე შესაძლებელია თვალის დახუჭვაც. ზოგიერთი მოწყობილობის გამოსყიდვა შესაძლებელია სრულიად არამუშა მდგომარეობაშიც კი, შემდგომი დამუშავებისთვის.

Trade-in სისტემასთან ურთიერთობისას მყიდველი ნებისმიერ შემთხვევაში მოგებაში რჩება. პირველ რიგში, ეს მნიშვნელოვნად ამარტივებს მოწყობილობის გაყიდვის პროცესს. თუ ერთხელ მაინც გიცდიათ რაიმეს გაყიდვა მეორად ბაზარზე, მაშინ გესმით, რომ პროცედურა შესაძლოა თვეებით გაგრძელდეს.

Trade-in აქციის ფარგლებში შესაძლებელია ნებისმიერი მოდელის ჩაბარება იქნება ეს iPhone 6, მეექვსე თაობის iPad და დამთავრებული უფრო ახალი მოდელებით.

ასევე აღსანიშნავია, რომ არსებობს რამდენიმე ნიუანსი რამაც შესაძლოა, გაზარდოს ჩასაბარებელი მოწყობილობის ღირებულება. მაგალითად, ორიგინალი ყუთისა და აქსესუარების ხელუხლებელი ნაკრების არსებობა, ასევე ოფიციალური გარანტია. შესყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად არ დაგავიწყდეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

Trade-in აქცია ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტაა მომხმარებლების უმეტესობისათვის და თუ დიდი ხანია ფიქრობთ მოწყობილობის განახლებაზე, ახლა ზუსტად იცით, როგორ მუშაობს ყველაფერი.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *