8 მარტის, საგაზაფხულო პრეზენტაციაზე Apple-მა რამდენიმე ახალი პროდუქტი წარმოგვიდგინა. დღევანდელ ბლოგში შემოგთავაზებთ სპეციფიკაციებს Mac Studio და Studio Display-ს შესახებ.

Mac Studio სპეციფიკაციები

Mac Studio საოცრად მძლავრი დესკტოპ კომპიუტერია, რომელიც აღჭურვილია უახლესი M1 Ultra ჩიპით. M1 Ultra ყველაზე მძლავრი ჩიპია Apple-ის ისტორიაში.

რა არის ცნობილი M1 Ultra–ს შესახებ?

  • ჩიპი შექმნილია ორი M1 Max ჩიპის ბაზაზე, რაც მას საოცრად სიმძლავრეს ანიჭებს;
  • სტანდარტულ M1-თან შედარებით M1 Ultra-ს სიმძლავრე 8-ჯერ არის გაზრდილი;
  • ახალი M1 Ultra 80%-ით უფრო სწრაფია, ვიდრე 2019 წლის Mac Pro;
  • M1 Ultra  2.5-ჯერ უფრო მძლავრია, ვიდრე 27 ინჩიანი iMac;
  • CPU ბირთვების საერთო რაოდენობა 20-ს აღწევს;
  • GPU ბირთვების საერთო რაოდენობა 64-ს აღწევს.
  • გრაფიკული მეხსიერების მაქსიმალური მოცულობა 64GB-ს აღწევს;
  • მეხსიერების გამტარუნარიანობა – 800GB წამში;
  • ოპერატიული მეხსიერება 32GB-დან 128GB–მდე;
  • მყარი დისკი 512GB-დან 8TB-მდე.

! Mac Studio ასევე ხელმისაწვდომი იქნება M1 Max ჩიპზე.

ახალი პერსონალური კომპიუტერის გარეგნობა დიდად არ განსხვადება Mac mini-სგან. ერთი შეხედვით ახალი Mac Studio ერთმანეთზე დადებულ ორ Mac mini–ს წააგავს.

Mac Studio–ს ფიზიკური მონაცემებია: სიმაღლე 9.4სმ, სიგრძე/სიგანე 19.6სმ.

ასევე უნდა აღნიშნოს გაგრილების სისტემა, რომელიც ჰაერს ქვემოდან აგროვებს და კომპიუტერის უკანა მხრიდან უშვებს. კომპიუტერი დაუჯერებლად ჩუმია მუშაობისას.

ვისთვის არის Mac Studio?

დაგვეთანხმებით, რომ მომხმარებლების უმეტესობას ნამვილად არ სჭირდება ასეთი ტექნიკური მახასიათებლები.

ახალი დესკტოპ კომპიუტერი, უპირველეს ყოვლისა, გამიზნულია შემოქმედები პროფესიის მქონე ადამიანებისათვის. Mac Studio ზედმეტი ძალისხმევის გარეშე უმკლავდება ისეთი ტიპის მძიმე დავალებებს როგორიცაა: ვიდეო რედაქტირება, გამოსახულების დამუშავება, 3D მოდელირება, ანიმაცია და ა.შ.

Mac Studio პორტები

Mac Studio მრავალმხრივი სამუშაო ინსტრუმენტია, რაზეც მისი მრავალფეროვანი პორტებიც მეტყველებენ. კერძოდ:

  • 4 x USB-C Thunderbolt 4-ით;
  • 2 x USB-C Thunderbolt 4-ის გარეშე;
  • 10 გიგაბიტიანი Ethernet პორტი;
  • 1 х SDXC სლოტი;
  • 1 x HDMI პორტი;
  • 2 x USB-A 3.0;
  • 1 x 3.5 მმ ყურსასმენის ჯეკი;
  • Ethernet პორტი.

ეს არის წარმოუდგენელი ნაკრები მუშაობისა და შემოქმედებისთვის. დააკავშირეთ ყველაფერი, რაც გჭირდებათ და იმუშავეთ შეზღუდვების გარეშე!

მონიტორი Apple Studio

ახალი კომპიუტერთან ერთად Apple–მა ახალი 27 ინჩიანი Apple Studio მონიტორი შემოგვთავაზა.

ვიზუალურად, ახალი მონიტორი 2021 წლის 24 ინჩიან iMac M1–ს ჰგავს, თუმცა ნუ დაგვავიწყდება, რომ Apple Studio მონიტორია და არა კომპიუტერი.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ახალი მონიტორი აღჭურვილია A13 Bionic პროცესორით, რომელიც პასუხისმგებელია როგორც მაღალი გარჩევადობის გამოსახულებების დამუშავებაზე, ისე მაღალი ხარისხის ხმასა და ფრონტალური კამერის ავტოფოკუსის შეუფერხებელ მუშაობაზე.

Apple Studio სპეციფიკაციები:

  • ეკრანის დიაგონალი – 27 ინჩი;
  • გარჩევადობა – 5K;
  • სიკაშკაშე – 600 nits, DCI-P3 და TrueTone მხარდაჭერა;
  • 12MP ფრონტალური კამერა;
  • 6 სტუდიური ხარისხის დინამიკი;
  • 1 x Tunderbolt და 3 x USB-C პორტი.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ Studio Display–ს აქვს დახრის და სიმაღლის რეგულირების შესაძლებლობა (სტანდარტულ პაკეტში სიმაღლის რეგულაცია შეუძლებელია). ამას გარდა, მონიტორს აქვს ანტიდისპლეს აქვს ანტიამრეკლავი საფარი.

ახალი მონიტორი კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ფუნქციას გვთავაზობს. Mac Studio-ს აქვს Mac-ის დამუხტვის შესაძლებლობა, ამისათვის შეიძინეთ 96ვტ–მდე კვების ბლოკი.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *