MacBook Air M2: განახლება, რომელსაც ყველა ველოდით – გაუმჯობესებული ხმა, დიზაინი, კამერა და სხვა სიახლეები.

სრულიად ახალი დიზაინი

MacBook Air-ის ცნობადი დიზაინი 2008 წლის შემდეგ დიდად არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ Air-ის კლასიკური დიზაინის პრეზენტაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, რადგან წარდგენისას სტივ ჯობმსა ლეპტოპი ქაღალდის კონვერტიდან ამოიღო. გაითვალისწინეთ, რომ ეს ის პერიოდია, როდესაც ლეპტოპი დიდი და მძიმე პლასტმასის მონსტრს წააგავდა. მათ ფონზე, MacBook Air-ის თხელი დიზაინი ფუტურისტულად გამოიყურებოდა.

14 წლის შემდეგ, Apple-მა შემოგვთავაზა Air-ის განახლებული დიზაინი, თუმცა შეინარჩუნა დამახასიათებელი სიმსუბუქე და ჰაეროვნება. ახალი Air M2 მხოლოდ 1.24 კგ-ს იწონის, ხოლო მისი სისქე 1.13 სმ-ია. მოწყობილობას ასევე დაემატა ფერის რამდენიმე არჩევანი: Space Grey, Silver, Midnight, Starlight.

M2 ჩიპი კომპლექსური ამოცანების წინააღმდეგ

M2 ჩიპი Apple Silicon-ის მეორე თაობაა, რომელიც დამზადებულია განახლებული 5 ნმ პროცესის ტექნოლოგიის გამოყენებით და შეიცავს დაახლოებით 20 მილიარდ ტრანზისტორს, რაც 25%-ით მეტია ვიდრე Air M1-ში.

MacBook Air M2-ის CPU გვთავაზობს 8 ბირთვს: 4 მაღალმწარმოებლური და 4 ენერგოეფექტური. ხოლო GPU გვთავაზობს 10 ბირთვს (8 საბაზო ვერსიაში) და მხარს უჭერს 24 გბ-მდე კომბინირებულ მეხსიერებას. მაქსიმალური SSD კონფიგურაცია არის 2 ტბ.

Apple-ის ინფორმაციით, M2 ჩიპში CPU 18%-ით უფრო პროდუქტიულია ვიდრე M1-ში, ხოლო GPU – 35%-ით.

M2-მა ასევე მიიღო მძლავრი ProRes მედია ძრავა დაჩქარებული კოდირება-დეკოდირებისთვის, რაც ნიშნავს, რომ MacBook Air-ს შეეძლება უფრო მეტი 4K და 8K ვიდეოს გაშვება, ვიდრე ადრე. მაგალითად, Air M1-თან შედარებით Final Cut Pro დავალებების შესრულების სიჩქარე თითქმის 40%-ით გაიზარდა

გაუმჯობესებული Liquid Retina ეკრანი თხელი ჩარჩოებით

MacBook Air M2 ეკრანის დიაგონალი 13.6 ინჩია, სტანდარტული 13.3-ის ნაცვლად, თუმცა მოწყობილობამ შეინარჩუნა კლასიკური პროპორციები. ამის მისაღწევად Apple-მა შეამცირა ეკრანის გარშემო არსებული ჩარჩოები და დამალა კამერა ჭრილში, როგორც ამჟამინდელ iPhone-ში ან 14-16 ინჩიან MacBook Pro-ში.

Air M2 აღჭურვილია გაუმჯობესებული Liquid Retina ეკრანით 2560 × 1664 პიქსელი გარჩევადობით. მაქსიმალური სიკაშკაშე ახლა არის 500 nit 400-ის ნაცვლად. ეს არის 25%-ით უფრო ნათელი ვიდრე წინა მოდელი. ახალი ეკრანი მხარს უჭერს 1 მილიარდ ფერს და True Tone ტექნოლოგიას.

ყველაფერი დისტანციური მუშაობისთვის: კამერა, მიკროფონები და დინამიკები

MacBook Air M2 აღჭურვილია 1080p FaceTime HD კამერით. იგივე, რაც ახალი 14 ინჩიან MacBook Pro-ში და აგროვებს ორჯერ მეტ სინათლეს, ვიდრე M1-ის MacBook Air-ის კამერა. ასეთი პარამეტრები იდეალურია, თუ მუშაობთ დისტანციურად და ხშირად გიწევთ ვიდეო ზარების განხორციელება.

M2 გვთავაზობს 3 მიკროფონიან სისტემა გაფართოებული ალგორითმებით, რაც თქვენს ხმას საოცარ ხარისხს და ბუნებრივობას სძენს.

ხმის სისტემა შედგება 4 დინამიკისაგან (Air M1-ში 2 დინამიკიანი სისტემაა) და გვთავაზობს Spatial Audio და Dolby Atmos მხარდაჭერას.

მთელი დღე დამუხტვის გარეშე

Apple MacBook Air M2-ის ელემენტიც უფრო მძლავრია – 52,6 Wh. მისი წინამორბედი M1-ზე აღჭურვილი იყო 49.9 Wh ელემენტით.

ახლა ლეპტოპს შეუძლია გაუძლოს 18 საათამდე უწყვეტ ვიდეოს სთრიმინგს. ასეთი ავტონომიურობა საკმარისია მთელი დღის უწყვეტი მუშაობისათვის.

ახალი ულტრაბუქი ასევე გვთავაზობს სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერას: ელემენტის მუხტის 50% ივსება 30 წუთში, თუმცა ამისათვის საჭიროა უფრო მძლავრი ელექტრომომარაგება (35W ან 67W). MacBook Air M2-ის სტანდარტული 30W ადაპტერი, აღჭურვილია ორი Type-C პორტით.

ლეპტოპის კორპუსზე ასევე განთავსებულია MagSafe 3 მაგნიტური კონექტორი. მოწყობილობას დამუხტავთ როგორც MagSafe 3-ით, ისე USB-C პორტით.

MacBook Air M2-ს აქვს პორტების იგივე ნაკრები, რაც მის წინამორბედს: ორი Thunderbolt 4 პორტი სხვადასხვა აქსესუარების დასაკავშირებლად და 3.5 მმ აუდიო ჯეკი მაღალი წინაღობის ყურსასმენების მხარდაჭერით.

Magic Keyboard აღჭურვილია Touch ID-ით და მეტად ფართო Force Touch ტრექფედით.

შეჯამება

  • MacBook Air M2 უფრო თხელი და მსუბუქია;
  • ახალი ფერები – Midnight და Starlight;
  • M2 ჩიპის CPU 18%-ით, ხოლო GPU 35%-ით უფრო პროდუქტიულია;
  • ეკრანის ზომა 13,3 ინჩიდან 13,6 ინჩამდე გაიზარდა;
  • მაქსიმალური სიკაშკაშე გაიზარდა 500 ნიტამდე;
  • გაუმჯობესებული კამერა, 3 მიკროფონისა და 4 დინამიკის მასივი ერთდროულად;
  • მძლავრი ელემენტი, MagSafe და სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით;
  • ოპერატიული მეხსიერება გაიზარდა 24 გბ-მდე, SSD – 2 ტბ-მდე.

Apple-მა იპოვა სრულყოფილი ბალანსი შესრულებას, კომპაქტურობასა და ავტონომიურობას შორის. ამიტომ, MacBook Air M2 ჩიპზე შესანიშნავია მათთვის, ვინც სწავლობს ან მუშაობს გრაფიკაზე, ვიდეოსა და ხმაზე. რომ აღარაფერი ვთქვათ ოფისის დატვირთვაზე – მუშაობა დოკუმენტებთან, ტექსტთან და ა.შ.

თუმცა, მიუხედავად მისი პოტენციალისა, ახალი Mac რჩება მსუბუქი და პორტატული – იდეალურია მათთვის, ვინც მუშაობს დისტანციურად ან ხშირად ატარებს კომპიუტერს – ოფისში, შვებულებაში და მოგზაურობაში.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *