ახალი MacBook Air აღჭურვილია უახლესი M2 ჩიპით, გაუმჯობესებული ეკრანითა და ვებკამერით და თანაც ეს ყველაფერი განახლებულ დიზაინში.

ახალი Air M2 (2022) იმდენად ეფექტურია ყოველი კრიტერიუმით, რომ ჩნდება კითხვა – ღირს თუ არა MacBook Pro-ს შეძენა? MacBook Air M1-თან შედარებით, Air M2 გაძლიერებულ ჩიპთან ერთად, უფრო დიდ და კაშკაშა 13.6 ინჩიან ეკრანს და გაუმჯობესებულ 1080 ვებკამერას გვთავაზობს. თანაც ეს ყველაფერი უკიდურესად პორტატულ დიზაინში. ახალი Air წინა მოდელთან შედარებით 20%-ით უფრო პატარაა.

MacBook Air M2 კონფიგურაციები და გამოშვების თარიღი

Air M2 წინასწარი შეკვეთების ან სულაც გამოშვების თარიღი ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა Apple-ის თქმით მოწყობილობას ივლისისთვის უნდა ველოდოთ.

  • 8 ბირთვი CPU, 8 ბირთვი GPU, 8 GB RAM და 256 GB SSD + 30W USB-C კვების ადაპტერი.
  • 8 ბირთვი CPU, 10 ბირთვი GPU, 8 GB RAM და 512 GB SSD + 35W USB-C კვების ადაპტერი.

დამატებითი კონფიგურაციები:

  • 16GB RAM;
  • 24GB RAM;
  • 500GB SSD;
  • 2TB SSD;
  • 67W კვების ადაპტერი.

დიზაინი და ფერები

პირველი, რაც თვალში მოგხვდებათ არის Air M2-ის ზომა, თუ რამდენად პატარა და მსუბუქია ის. წონა თითქმის უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა მოწყობილობის ზომა 20%-ით ნაკლებია წინა თაობასთან შედარებით. სისქეში Air M1 იყო 0.6, ხოლო ახალი Air M2 0.4 ინჩია.

აღსანიშნავია, რომ Air M2 გვთავაზობს ლტრა-მყარი ალუმინისაგან დამზადებულ ე.წ. Unibody კორპუსს.

MacBook Air M2 ხელმისაწვდომია 4 ფერში: Midnight, Starlight, Space Grey და Silver.

MacBook Air M2 პორტები

პორტების მხრივ Air M2 ინარჩუნებს მინიმალიზმს: მარცხენა მხარეს მხოლოდ 2 Thunderbolt/USB 4 პორტი და MagSafe კონექტორი, მარჯვენა მხარეს კი ყურსასმენის ჯეკი.

ახალ Air M2-ს ასევე არ აქვს ერთზე მეტი დამატებითი მონიტორის მხარდაჭერა. იგივე ეხება MacBook Pro 2022-ს, რაც ნამდვილად არასასიამოვნო ფაქტორია.

ეკრანი და დინამიკები

ახალი MacBook Air აღჭურვილია ჯერჯერობით ყველაზე მაღალი დონის ეკრანით – სიკაშკაშე 500 ნიტი. ახალი ეკრანი 0.3 ინჩით დიდია წინა მოდელთან შედარებით – 13.6 (13.3 ინჩიდან), ხოლო ეკრანის გაფართოებაა 2560×1664. OLED ეკრანს აქვს 1 მილიარდი ფერის მხარდაჭერა, P3 ფერთა მხარდაჭერა და True Tone ტექნოლოგია.

რაც შეეხება აუდიოს, ახალი Air საუკეთესო ჟღერადობის ლეპტოპია ამ ხაზში ოთხ დინამიკიანი ხმის სისტემის წყალობით, რომელიც განთავსებულია ეკრანსა და კლავიატურას შორის.

MacBook Air M2 სპეციფიკაციები და წარმადობა

Air M2 სერიოზული განახლებაა, რომელიც გვპირდება 40%-მდე გაზრდილ სისწრაფეს Final Cut-ში რედაქტირებისას და 20%-ით გაზრდილ სისწრაფეს Photoshop-ში ფილტრების გამოყენებისას.

Air M2 ასევე არსებობს 10 ბირთვიანი GPU კონფიგურაციით, უფრო სწრაფი გრაფიკული შესრულებისთვის, თუმცა ის $300-ით ძვირია. Air M2 სტანდარტულად 8GB ოპერატიული მეხსიერებით არის ხელმისაწვდომი, თუმცა მისი გაზრდა შესაძლებელია 16/24GB-მდე.

ვებკამერა

M2-ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი განახლება 1080p ვებკამერაა(720p-დან). ამას გარდა, Apple-ის თქმით ახალი კამერა(წინა მოდელთან შედარებით) ორჯერ უკეთეს გამოსახულებას გვთავაზობს დაბალი განათების პირობებში.

ავტონომიურობა და დამუხტვა

მოცულობის შემცირების მიუხედავად Air M2 გამორჩეულ ავტონომიურობას გვპირდება. Apple-ის თანახმად MacBook Air-ის ელემენტის სრული მუხტი 18 საათიანი ვიდეოს და 15 საათიან უსადენო ინტერნეტ სერფინგს უძლებს.

MacBook Air 2022-ის დამუხტვა უფრო დამაბნეველია ვიდრე უნდა იყოს. საწყისი კონფიგურაცია 30W USB დენის ადაპტერს გვთავაზობს, შემდეგი კონფიგურაცია 35W-ს ხოლო $20-ის დამატებით შესაძლებელია 67W USB-C ადაპტერის შეძენა, რომელიც 50%-ს 30 წუთში ტენის.

არ ჩამორჩეთ სიახლეებს!

გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *