უახლესი MacBook Air საკმაოდ მძლავრი და შეიძლება ითქვას ყველაზე პოპულარული Apple ლეპტოპია, თუმცა ზოგიერთ მომხმარებელს უფრო დიდი მოთხოვნები აქვს. მეტი სიმძლავრე, მეტი ავტონომიურობა, მეტი პორტი, დიდი ეკრანი და ა.შ. თუ გსურთ Apple ლეპტოპის შეძენა, რომლის ეკრანიც 13/14 ინჩზე მეტია, MacBook Pro 16 თქვენი ერთადერთი ვარიანტია.
ფასი და სპეციფიკაციები
MacBook Pro 16-მა Unleashed ივენთის შემდეგ Apple Silicon-ის სახით საკმაოდ მძლავრი განახლებები მიიღო. მოწყობილობა ახლა ხელმისაწვდომია ორი ახალი პროცესორით, ესენია M1 Pro და M1 Max. MacBook Pro 16–მა ასევე მიიღო ახალი Liquid Retina XDR ეკრანი, სამი Thunderbolt 4 პორტი, HDMI, SDXC სლოტი, Function კლავიშების სრული რიგი და განახლებული დიზაინი.
16 ინჩიანი MacBook Pro-ს ფასი $2499 დოლარიდან იწყება, რაც წინა მოდელზე 100 დოლარით ძვირია. მოწყობილობის შეძენისას მომხამრებელს ეძლევა პროცესორის, ოპერატიული მეხსიერების და მეხსიერების რამდენიმე არჩევანი. მაქსიმალური სიმძლავრის კონფიგურაციის მქონე ლეპტოპის ფასი $6000–მდე აღწევს.
MacBook Pro 16: რატომ უნდა ვიყიდოთ ახლავე
MacBook Pro ნამდვილად საოცარი მოწყობილობაა, რომელიც პროფესიონალი მომხმარებლის თითქმის ყველა სურვილსა და მოთხოვნას აკმაყოფილებს. ეს არის სწრაფი, მძლავრი, მრავალფუნქციური ლეპტოპი, რომელიც საუკეთესოა Apple ლეპტოპებს შორის. მხოლოდ ეკრანიც კი საკმარისია, რათა არჩევანი MacBook Pro 16-ზე გავაკეთოთ. ლეპტოპის ეკრანი გვთავაზობს mini-LED და ProMotion ტექნოლოგიების მხარდაჭერას(პირველად Mac-ზე), ექსტრემალური 1600 nit სიკაშკაშით და ფერესების შესანიშნავი სიზუსტით.
Apple ამტკიცებს, რომ M1 Pro ჩიპი 70%–ით უფრო სწრაფია ვიდრე სტანდარტული M1, ხოლო M1 Max-ს აქვს ოთხჯერ უფრო მძლავრი GPU ვიდრე M1-ს. მას ასევე აქვს მეტი ოპერატიული მეხსიერება, ბევრად მაღალი ინფორმაციის გამტარობა და საოცრად სწრაფი SSD.
მოწყობილობა ასევე აღჭურვილია ბევრი პორტით და სლოტით. Apple–მა დაამატა სამი Thunderbolt 4, HDMI და SDXC ბარათის სლოტი და ასევე განახლებული 1080p FaceTime კამერა. თუმცა თქვენ უნდა მოგიწევთ ეკრანის კამერის ჭრილთან შეგუება, ისევე როგორც iPhone-ზე.
16 დიუმიანი MacBook Pro: რატომ უნდა დაელოდოთ
სიმართლე რომ ითქვას ნამდვილად არ უნდა დაელოდოთ სიახლეს და ახლავე გეტყვით რატომ. თუ გსურთ Touch Bar, მაშინ შეიძინეთ 13 ინჩიანი MacBook Pro (ერთადერთი მოდელი, რომელიც გვთავაზობს Touch Bar-ს). უამრავი ინფორმაცია ვრცელდება ივნისის პრეზენტაციაზე M2-ის წარდგენასთან დაკავშირებით, თუმცა არავინ ელოდება, რომ წარდგენილ მოწყობილობებს შორის იქნება 16 ინჩიანი ლეპტოპი.
გამოიწერეთ iSpace და გაეცანით სიახლეებს პირველი.